Home სხვადასხვა დაიჯესტი “ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ” ამერიკელი მწერალი სტივენ კინცერი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული...

“ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ” ამერიკელი მწერალი სტივენ კინცერი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული ცნობიერების გასაკონტროლებელი პროგრამების შესახებ

911
სტივენ კინცერი

ცსს (აშშის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ) წლები მოანდომა ადამიანის ცნობიერების გაკონტროლების შესწავლას. ამერიკული სპეცსამსახურები უარს არ ამბობდნენ ისეთ მეთოდებზე, როგორსაც იყენებდნენ ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში; უარს არ ამბობდნენ, აგრეთვე, შხამის არსენალის გამოყენებაზეც, მაგრამ საიდუმლო პროგრამა ჩაფლავდა _ ექსპერიმენტატორებმა მხოლოდ დაანგრიეს საცდელი ობიექტების გონება, ადამიანის დამორჩილება კი ვერ მოახერხეს, თუმცა ბევრი შემუშავებული მეთოდი და ხერხი გამოიყენეს ვიეტნამსა და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კამპანიებისას, აგრეთვე, გუანტანამოს ციხეში. ამის შესახებ ჟურნალისტ კრის ჰეჯესს უამბო ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა სტივენ კინცერმა, რომელმაც სპეცსამსახურების საიდუმლო საქმიანობას მიუძღვნა წიგნიმთავარი მომწამვლელი. სიდნი გოტლიბი და ცსს გონების გასაკონტროლებელი საშუალებების ძიებაში”.

_ აშშში არის ორი ტიპის ხელისუფლება: პირველი, ხილული _ ეს არის თეთრი სახლი, კონგრესი, სასამართლოები, შტატების საკანონმდებლო ორგანოები, გუბერნატორები; მეორე ტიპი _ ეს არის .. სიღრმისეული სახელმწიფო, რომელიც განაგრძობს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომელმა სახელმწიფომ გაიმარჯვა არჩევნებში. მისი ყველაზე მძლავრი ორგანოებია სადაზვერვო სამსახურები. ისინი აკონტროლებენ უზარმაზარ ჩრდილოვან სამყაროს, რომლის ამოცანაა, მხარი დაუჭიროსუხილავიმთავრობის მუშაობას. შეგიძლიათ, ამის შესახებ დაწვრილებით მოყვეთ?

_ მთელი ჩემი კარიერა მივუძღვენი იმას, რაზეც ახლა თქვენ ილაპარაკეთ _ იმის შეტყობის მცდელობას, რაც იმალება საგარეო და საშინაო პოლიტიკის ფასადს მიღმა. და მე აღმოვაჩინე უამრავი რამ. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი რამ ნამდვილად არსებობდა.

მაგრამ მოდი, ყველაფერი რიგის მიხედვით:

ჯერ კიდევ მანამ, სანამ გოტლიბი (სიდნი გოტლიბი _ ამერიკელი ქიმიკოსი, მონაწილეობდა ცსსის საიდუმლო პროგრამებში) გამოჩნდებოდა სცენაზე, პროპაგანდისტებმა ცსსდან მოიფიქრეს ტერმინიტვინების პროგრამირება”. ის პირველად გამოიყენა სპეცსამსახურებისთვის მომუშავე ადამიანმა, რომელიც ცდილობდა, დაერწმუნებინა ამერიკელები, რომ საბჭოთა კავშირს მათიტვინების გამორეცხვასურს. და ცსსის თანამშრომლებმა თავიანთი გამოგონილი ტყუილი დაიჯერეს. ამისთვის ჰქონდათ მიზეზი. მოხდა მოვლენები, რომლებიც სადაზვერვო სამმართველოში არასწორად აღიქვეს.

_ რომელ მოვლენებს გულისხმობთ?

_ მათგან ერთ-ერთია უნგრეთში კათოლიკე კარდინალის სასამართლო 1949 წელს. პროცესის მიმდინარეობისას ზოგჯერ შეიძლებოდა ვინმეს მოჩვენებოდა, რომ მისი ლაპარაკი ძალიან მონოტონურია, მზერა კი _ “გაყინული”, და, საერთოდ, ის აღიარებს იმას, რაც სინამდვილეში არ ჩაუდენია. აშშ-ში გადაწყვიტეს, მისთვის “ტვინი გამოერეცხათ”. ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში გადაწყვიტეს, რომ სსრკ-ში გამოიგონეს რაღაც “აბი”, რომელიც გონების გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. ასეთივე აზრს აჩენდა ვითარება, რომელიც შეიქმნა კორეის ომის შემდეგ ჯარიდან დათხოვნილი ამერიკელი სამხედროების გარშემო, რომლებიც ხელს აწერდნენ ამერიკის შეერთებული შტატების დამგმობ განცხადებებს, ზოგიერთმა მათგანმა აღიარა ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებაც, რომელიც, ვაშინგტონის განცხადებების თანახმად, არ გამოუყენებიათ. ამჯერადაც ერთადერთი ახსნა, რომლის მოსმენაც სურდა ცსს-ს, იყო ის, რომ “მათ ტვინები გამოურეცხეს” და ამ მომენტში სამმართველოს დირექტორ ალენ დალესს გაუჩნდა აზრი: მსოფლიოზე ბატონობის გასაღები არის გონების გაკონტროლებაში და, თუკი მოძებნი სხვისი ცნობიერის მართვის ხერხს, შეიძლება მსოფლიო მართო!

“ადამიანებს სასტიკად აწამებდნენ” ამერიკელი მწერალი სტივენ კინცერი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შემუშავებული ცნობიერების გასაკონტროლებელი პროგრამების შესახებ

ის მართლა ფიქრობდა, რომ ასეთი რამ შეიძლება ნაწილობრივ იმ მოვლენების გამო, რომლებიც ვახსენე, მაგრამ იყო სხვა გარემოებაც. ვგულისხმობ მასობრივ კულტურას _ ეს ფილმები, წიგნები და ისტორიები ჰიპნოზიორ-მანიპულატორებზე, ანუ მათზე, ვინც რაღაცას აწვეთებდა ვიღაცის ბოკალში, და ადამიანზე, რომელიც ამ სასმელს დალევდა, სჩადიოდა მკვლელობას, მაგრამ მერე ეს ყველაფერი უკვალოდ ქრებოდა მისი მეხსიერებიდან. და ცსს-ში გადაწყვიტეს: იმას, რისი მოგონებაც შეუძლიათ ბელეტრისტებს, მეცნიერები ხორცს შეასხამენ ცხოვრებაში.

მათ სჭირდებოდათ ქიმიკოსი, რომელიც მზად იქნებოდა, უგულებელეყო უმრავლესობისთვის სავალდებულო ეთიკური ნორმები. ასე გავიდნენ ისინი უცნაურ ადამიანზე, რომლის სახელი იყო სიდნი გოტლიბი. სწორედ მას უკავია ცენტრალური ადგილი ჩემს წიგნში.

_ დავუბრუნდეთ ომის შემდგომ პერიოდს. ოპერაცია სახელწოდებითსამაგრი”: აშშ იბირებს და, ასე ვთქვათ, ათეთრებს სამხედრო დამნაშავეებს, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სამედიცინო ცდებს ადამიანებზე საკონცენტრაციო ბანაკებში და იაპონელების მიერ ოკუპირებულ მანჯურიაში. გვიამბეთ იმ მეცნიერებზე, რომლებიც ჩართეს ამ პროგრამაში.

_ გოტლიბი მსჯელობდა ასე: სანამ ვიღაცის ტვინში ჩავდებთ ახალ გონებას, მანამდე წინა უნდა წავშალოთ, დავანგრიოთ ადამიანის ფსიქიკა, მისი სული და ორგანიზმი, თუკი შევძლებთ. რით დავიწყოთ? არიან კი ამ საქმის ექსპერტები? რა თქმა უნდა _ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ექიმები! და ისინი, ვინც დაკავებულნი იყვნენ ვივისექციით (ქირურგიული ოპერაცია ცხოველებზე ორგანიზმის ფუნქციების გამოსაკვლევად. _ ნ.კ.) მანჯურიაში (მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონელმა სამხედროებმა ჩინეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნეს “რაზმი 731”, რომელიც ცდებს ადამიანებზე ატარებდა). იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები ჩამოეხრჩოთ, აშშ-მა მათ სამსახურები მოუძებნა. სახელდობრ, ეს ადამიანები იქცნენ ცნობიერების გაკონტროლების ამერიკული პროგრამის საძირკვლად.

_ თქვენ წერთ, რომ ამერიკელებს ხელი მიუწვდებოდათ მათ კვლევებზე, მათ შორის, ნიმუშებზე იმ ქსოვილებისა, რომლებსაც ცოცხალი ადამიანებისგან იღებენ

_ აშშ-ში ძალიან უხაროდათ, როდესაც შეიტყობდნენ სასიკვდილო შედეგით დასრულებული ცდების შესახებ. ამ ცდების ჩამტარებელი ადამიანები ფასდაუდებელ კოლეგებად იქცნენ ექიმებისთვის ცსს-დან. წიგნისთვის საჭირო მასალების შესწავლისას, მე, როგორც ჩანს, მივაგენი, ცსს-ის პირველ საიდუმლო ციხეს გერმანიაში. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქრო, რომ ეს სასტუმროა. მფლობელი, ახალგაზრდა გერმანელი მეწარმე, ძალიან თავაზიანი იყო: შიგნით შემიშვა და სარდაფში ჩამიყვანა. იქ მითხრა: “აქ იყო კამერები, სადაც ცსს-ის ექიმები ნაცისტ კოლეგებთან ერთად ატარებდნენ ცდებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკებში დაწყებული ცდების გაგრძელება იყო”. მისი თქმით, ახლომახლო მცხოვრებმა მოხუცებმა შესანიშნავად იციან, რაც ამ შენობაში ხდებოდა. მათ მიამბეს სამარხების შესახებ, ადრე იქ, სადაც ადამიანები მარხია, ტყე იყო, ახლა კი ამ ადგილას მრავალსართულიანი სახლებია.

_ ამ ადამიანებსსახარჯო მასალასეძახდნენ

_ ასე უწოდებდნენ მათ, ვისი წამებაც შეიძლებოდა სიკვდილამდე ან გამოყენება ექსპერიმენტებში, რომლებიც მსხვერპლის სიკვდილით მთავრდებოდა. ესენი იყვნენ ადამიანები ევროპიდან და აღმოსავლეთ აზიიდან: მტრის სავარაუდო აგენტები, ლტოლვილები, რომლებსაც ისეთი ნაცნობი არავინ ჰყავდათ, რომელსაც შეეძლო ეჩივლა. აი ასეთ “სახარჯო მასალაზე” ატარებდნენ ცდებს სიდნი გოტლიბი და მისი გუნდის წევრები.

_ კონკრეტულად რის მიღწევა სურდათ მათ?

_ სურდათ, გაეგოთ, როგორ გაენადგურებინათ ადამიანი ფსიქიკურად. გოტლიბის პროექტები ხორციელდებოდა, როგორც აშშში, ისე საზღვარგარეთ. ამერიკაში ის ცდებს, ძირითადად, პატიმრებზე ატარებდა.

_ აფროამერიკელებზე?

_ ძირითადად. სახელდობრ, მათზე, სხვათა შორის, ჩატარდა ერთი წარმოუდგენელი ექსპერიმენტი. ერთმა მედიკოსმა გოტლიბის ჯგუფიდან კენტუკის შტატის ფედერალურ ციხეში შეარჩია 7 აფროამერიკელი და 77 დღის განმავლობაში მათ ყოველდღიურად კვებავდა ელ-ეს-დეს სამმაგი დოზით, რომლის შესახებაც პატიმრებმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდნენ. ამოცანა იყო, შეეძლო თუ არა ასეთ ძალადობას, გაენადგურებინა ადამიანის ფსიქიკა? როგორც გაირკვა, შეეძლო. ამ შვიდი ადამიანის ბედი უცნობია, მათი სახელებიც _ ყველა დოკუმენტი გაანადგურეს. გოტლიბის გუნდი კიდევ უფრო საშინელ ცდებს ატარებდა ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში. ამ ცდების მიმდინარეობისას ადამიანებს სიკვდილამდე აწამებდნენ. ცდის მიმდინარეობისას ერთ-ერთ “სახარჯო მასალას” ბარბიტურატების დახმარებით ჯერ კომაში აგდებდნენ, შემდეგ მის ორგანიზმში შეჰყავდათ სტიმულატორების კოლოსალური დოზა. კომიდან ჰიპერაქტიურ მდგომარეობამდე გადაყვანისას ზემოქმედებდნენ ელექტროდენით და ადამიანს ამყოფებდნენ ჯერ მკვეთრად დაბალ ტემპერატურაზე, შემდეგ _ მკვეთრად მაღალზე. ანგრევდა ფსიქიკას ასეთი ცდა? _ რა თქმა უნდა.

_ ცნობილია, რომ გოტლიბმა ნიუიორკში, სანფრანცისკოსა და მარინის ოლქში მოაწყო .. თავშესაფრები. როგორ მუშაობდა ეს თავშესაფრები?

_ მან ჩაატარა ექსპერიმენტების სერია _ 149 ე.წ. ქვეპროექტი. ერთ-ერთის მიზანი იყო, შეიძლებოდა თუ არა, ადამიანი გამოეტეხათ სექსისა და ნარკოტიკების გამოყენებით, ოღონდ სხვადასხვა შეფარდებით. ამისთვის სან-ფრანცისკოში, გახსნეს ბორდელი, ტელეგრაფ-ჰილის რაიონში.

_ აქ უნდა ვახსენოთ უაიტი, რომელიც ბორდელს მართავდა

_ დიახ. გოტლიბის გადაწყვეტილებით სან-ფრანცისკოში ბორდელის მმართველად დანიშნეს ნარკოტიკებთან ბრძოლის ფედერალური ბიუროს აგენტი ჰანტერ უაიტი. ამ ოპერაციას ერქვა “შუაღამის კულმინაცია”.

უაიტი კანონის დამცველი კი იყო, მაგრამ თვითონ კანონს არაფრად აგდებდა. თანამდებობა მას ხელს არ უშლიდა, მოეხმარა ნარკოტიკები და ალკოჰოლი დიდი რაოდენობით.

_ სხვათა შორის, უფრო ადრე მან ცხოვრება დაუნგრია ჯაზის ვარსკვლავს _ ბილი ჰოლიდეის

_ დიახ, ნიუიორკში ის დევნიდა ჯაზმენებს, შემდეგ გადავიდა სანფრანცისკოში. ბორდელში სამუშაოდ აიყვანა ჯგუფი მეძავებისა, რომლებსაც ფულს უხდიდა, რათა მათ მამაკაცები მიეზიდათ. ჯორჯ ჰანტერ უაიტი კი _ ადამიანი, რომელსაც არც ფსიქოლოგის განათლება ჰქონდა, არც შესაბამისი გამოცდილება, ყველაფერს სარკიდან აკვირდებოდა, თან მარტინის მიირთმევდა.

10 წლის განმავლობაში ჩატარებული ექსპერიმენტებით გოტლიბი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური განადგურების უამრავი მეთოდი, მაგრამ წარმოქმნილ სიცარიელეში ახალი გონების ჩადების ხერხი ვერ იპოვა. ის მივიდა დასკვნამდე, რომ ცნობიერების მართვა მითია. ის ათი წლის განმავლობაში ტყუილუბრალოდ აწამებდა ადამიანებს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ცსს-ის საქმიანობაში, რამდენიმე ნაშრომიც კი დაწერა დაკითხვის შესახებ. გოტლიბი ამერიკაში, შეიძლება, მსოფლიოშიც ყველაზე კარგად ერკვეოდა შხამებში.

_ გოტლიბი მუშაობდა ბიოლოგიურ საშუალებებთან, ზარინთან. მათ ჰქონდათ ასეთი სახეობის იარაღის მთელი არსენალი. ვფიქრობ, აქ უნდა გავიხსენოთ მეცნიერი ცსსდან ოლსონი

_ დიახ. გოტლიბის ჯგუფში იყო ქიმიკოსი ფრენკ ოლსონი, რომელიც მერილენდის შტატის ფორტ-დეტრიკის ბაზის ლაბორატორიაში მუშაობდა და ის ეჭვის თვალით უყურებდა ამ საქმიანობას.

1953 წლის ზაფხულში ოლსონი გაემგზავრა ევროპაში, სადაც ნახა, როგორ აწამებდნენ ადამიანებს და სიკვდილამდე მიჰყავდათ შხამებით, რომლებიც მისი დამზადებული იყო. ის ისე შეძრა ნანახმა, რომ ცსს-დან წასვლა გადაწყვიტა და ამის შესახებ კოლეგებს უთხრა. ინფორმაცია სწრაფად მივიდა გოტლიბამდე. ჯგუფის წევრებიდან ოლსონი ერთადერთი იყო, ვისაც სინდისი ქენჯნიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მან თავისი ეჭვების შესახებ დაიწყო ლაპარაკი, ოლსონი დაიღუპა _ მეცამეტე სართულიდან გადახტა.

_ მაგრამ გოტლიბი მალულად აძლევდა ელესდეს თავის თანამშრომლებსაც კი, მათ შორის ოლსონსაც, რათა შეეფასებინა ეფექტი

_- ელ-ეს-დე-თი გოტლიბი აღტაცებული იყო. ოლსონის სიკვდილიდან მხოლოდ 22 წლის გასვლის შემდეგ უთხრეს მის ოჯახს, რომ ეს არ იყო უბრალო თვითმკვლელობა დეპრესიის გამო: “უნდა ვაღიაროთ, რომ მალულად ვაძლევდით მას ელ-ეს-დეს. მას დაემართა ნარკოტიკული ფსიქოზი, რომელსაც ჩვენ შევუწყვეთ ხელი. აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი ოლსონის ნათესავებს შეხვდა, რათა მათთვის ბოდიში მოეხადა _ ასეთი რამ ადრე არ მომხდარა! ამის მიუხედავად, ოლსონის ოჯახი ამჟამად მიიჩნევს, რომ ელ-ეს-დესთან დაკავშირებული გარემოება მორიგი მცდელობაა, დამალონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლსონს სუიციდი არ ჩაუდენია _ ის ფანჯრიდან გადააგდეს.

_ ჩატარდა ექსჰუმაცია და რა გაირკვა?

_ შუბლზე უპოვეს უზარმაზარი ჰემატომა.

_ არადა, მიწაზე ზურგით დაეცა

_ მოგვიანებით ჩვენ ვიპოვეთ გოტლიბის მიერ იმხანად დაწერილი მკვლელობის “ინსტრუქცია”. მასში მითითებულია, რომ ყველაზე ეფექტიანი მეთოდი ადამიანის გადმოგდებაა დიდი სიმაღლიდან, მაგრამ მანამდე ის შუბლში დარტყმით უნდა გათიშო. ასე რომ, ყველაფერი ემთხვევა.

_ ახლა ვისაუბროთ მაკგილის უნივერსიტეტზე, რომელშიც სწავლობდნენ, როგორ გაეტეხათ ადამიანი. შემდეგ ამას იყენებდნენ .. ადამიანის საგანგებო გადაცემისას გუანტანამოში და ..

_ დიახ. ყველა მეთოდი, რომლებსაც იყენებდა და აღწერილი აქვს გოტლიბს, საფუძვლად დაედო იმ მეთოდებს, რომლებსაც იყენებდნენ ვიეტნამში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

_ იყენებდნენ იზოლაციის უკიდურეს ფორმას, სენსორულ გადატვირთვას, დეპრივაციას. და გაირკვა, რომ მათი დახმარებით ადამიანი შეიძლება ძალიან სწრაფადგადავარდესბავშვობაში და სრულიად იყოს დამოკიდებული იმაზე, ვინც მას დაჰკითხავს

_ დამოკიდებულება საკვანძო როლს თამაშობს. გოტლიბმა პირველმა განავითარა ცსს-ში შემდეგი იდეა: იმისთვის, რომ ადამიანმა შენი ყველა მითითება შეასრულოს, მას უნდა მოაშორო ყველა სენსორული გამაღიზიანებელი და აიძულო, ირწმუნოს, რომ შენ ხარ რეალურ სამყაროში დაბრუნების ერთადერთი საშუალება. სახელდობრ, ასე მოქმედებდნენ ვიეტნამსა და ლათინურ ამერიკაში, შემდეგ _ ძალიან დახვეწილად ისეთ ადგილებში, როგორიც არის გუანტანამო.

_ გამოდის, ეს იმ მეთოდოლოგიის განახლებული ვერსიაა?

_ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, რომ გოტლიბის ნამუშევარი განაგრძობს არსებობს.

_ ცივი ომის დასაწყისში ხელისუფლება ამბობდა, რომ საგანგებო ვითარების შემთხვევაში აშშისთვის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ამერიკელებმა შეიძლება დაარღვიონ ზოგიერთი წესი, ეთნიკური და ზნეობრივი პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ჩვეულებრივ ვიცავთ, ამჟამად ჩვენ იმავეს გვეუბნებიან.

_ გამუდმებით წარმოიქმნება ხოლმე საგანგებო ვითარებები, რომელთა გამოც დაუცველი ვართ ისეთი განცხადებების გამო, როგორებიც არის: “ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თვალთვალი, გავაძლიეროთ კონტროლი, შევზღუდოთ სამოქალაქო თავისუფლებები, როდესაც ხიფათი ჩაივლის, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება”.

მაგრამ ასე, რა თქმა უნდა, არ ხდება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here