Home რუბრიკები საზოგადოება აგვიხდა შაჰ-აბასის წყევლა, ღმერთო, ქართველებს ერთ პირს ნუ მისცემო

აგვიხდა შაჰ-აბასის წყევლა, ღმერთო, ქართველებს ერთ პირს ნუ მისცემო

871
სააკაშვილი

ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობააო”, _ უთქვამს დიდი ილიას. ასე რომ, დღეს ვინც თავის პოლიტიკურ ოპონენტებს მონებს ეძახის, თვითონაც მონაა იმ ექსპრეზიდენტისა, რომელიც მათ თოჯინებივით ათამაშებს.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე დაპირისპირება, აქციები, მუშტიკრივი?! მავანთა მიერ თავის მართლება ნაკლებ დამაჯერებელი არგუმენტებით?! არადა, დრო გადის, რომელიც ქვეყნის საქმეს დაღმართში მიაქანებს.

ივანე ჯავახიშვილი სინანულით აღნიშნავდა: “ჩვენს ხალხს ანდაზად აქვს ნათქვამი _ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა და საუბედუროდ, ილია ჭავჭავაძეს კარგი გამგონე დღემდე არ გამოსჩენია, მაგრამ ეს ხომ მისი ბრალი არააო”. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხშირად გვესმის ხელისუფალთაგან, _ ილიას გზას ვადგავართო, “კარგი გამგონეარც ამჯერად ჰყავს ერის მამას. საქართველო კვლავ მისითანამდევი უკვდავი სულისგარეშე აგრძელებს სვლასსაკითხავია, როდემდე? ნუთუ სანამ ახალახალი იმპერიებისა თუ გლობალიზმის ლუკმა არ გავხდებით?

ვიღას ახსოვს 1895 წელს ილიას მიერივერიაშითქმული ეს გაფრთხილებაც; “ჩვენს ცხოვრებაში ამ ბოლო ხანებში თავი იჩინა ერთმა მოვლენამ, რომელსაც ჯერ ფართო გზა არ გახსნია…, მაგრამ მიზეზი ამ მოვლენისა ისეთია, რომდღითიდღე გაძლიერდება” (“ემიგრაცია საქართველოდან”); “…ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიანო”.

და აჰა, დღეს ლამის ნახევარი საქართველო დაიცალა, სამაგიეროდ ათასი ჯურის უცხოელები ჩამოგვისახლდნენ. ესეც კიდევ ერთიწყევაკრულვიანი საკითხავიადღეს ჩვენთვის. ყოველდღიურობის ორომტრიალში ჩაფლულებსა და ერთმანეთთან ანგარიშსწორებით გართულებს გვავიწყდება წინ გახედვა დაწარხდენილი ქართველთა სახელისა და ქართული წესწყობის აღდგენა”. პირიქით _ კიდევ უფროწარვახდინეთერთიც და მეორეც… “არ არის არც ერთი მხარე ჩვენი ცხოვრებისა, რომ წარსულის რაიმე ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგებარა იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და განმარტებელი ისტორიაამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავბრუდახვეულ კაცივით…”

თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო,” _ ეს გვჭირს. ათასნაირ ექსპერტებს და თეორიებს ვეძებთ მთელს მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის პრობლემათა გადაწყვეტისთვის, პასუხს სხვაგან ვეძებთ და არა საკუთარ თავსა და ისტორიაში. “ამის გამო ჩვენ ვეღარ ვიკვლიეთრა, ვეღარა გამოვიძიეთრაან, რაღას ვიკვლევდით, როცა ჩვენი აღარა გვჯერარა. ეს ყველა ჩვენი ძველი ნაცადი, ჩვენი წარსულის გამოცდილება გაგვიბათილა სახელმა და ბრუმ უცხო ქვეყნისამ, რომელმაც ყველაფერში ღრმად ჩაგვითრია”. ამღრმად ჩათრევისშედეგია ის, რომ ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ნებისმიერი პრობლემის პასუხს სხვაგან ვეძებთ, გვავიწყდება ილიასეული გენიოსური ფორმულა: “ჩვენს იქით ჩვენი ხსნა მხოლოდ ტკბილი სიზმარია”. არადა, თითოეული ჩვენგანი ვალდებულნი ვართ, ვიფიქროთ: “რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შეიძლება ვიქმნეთ”; რას დავუტოვებთ XXI საუკუნის ქართველები მომავალ თაობებს. ამის ნაცვლად კი რჩევას ვეკითხებით გადამთიელპატრონებს”, შედეგად ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომსიზიფეს შრომაგაგვიწევია მხოლოდ.

 ამიტომაც ვტკეპნით ერთ ადგილს. ეტყობა, “გონების განწმენდაგვჭირდება, “უცხო ბაძითმოწამლული გონების. უკვე მერამდენედ აგვიხდა შაჰაბასის წყევლაც: “ღმერთო, ქართველებს ერთ პირს ნუ მისცემო”.

ილია მთელი სიცოცხლე თავისიკარგი ქვეყნის დიდების დღენის აღდგენისათვისოცნებობდა, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მასაც უწევდა ვაიპატრიოტთა მოგერიება და მათ მიერ შეთხზული პასკვილებისთვის პასუხის გაცემა, დამაჯერებელი და უტყუარი არგუმენტებით გამყარებული პასუხის. “ნუთუ?” უკანასკნელი შედევრია ილია ჭავჭავაძის პოლემიკური მემკვიდრეობისა, რომლითაც მან ღირსების შემლახველებს საკადრისი პასუხი გასცა, მაგრამ ვაი სირცხვილო: მახარაძეებისა და ჟორდანიების მიერ წაქეზებულმა სტამბის მუშებმა უარი თქვეს ილიას საპასუხო წერილის აწყობასა და დაბეჭდვაზეისე, რომ ეჭვიც არ გასჩენიათ, იქნებ უსამართლოდ სცხებდნენ ჩირქსსხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათაწმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ”.

საბედნიეროდ, “ივერიასიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორ ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, “საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს”. ასე თუ მოიქცევიან ჩვენი მასმედიის, განსაკუთრებით ტელევიზიების, ჟურნალისტები დაისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო”, არ აჰყვებიან ჭორებსა თუ უსაფუძვლო ბრალდებებს, თავიდან აირიდებენ იმ ლანძღვაგინებას (ზოგჯერ გადამეტებულსაც), რომლითაცდაუმადლებლადუმასპინძლდებიანრესპონდენტებითუ მათიოპონენტები”.

მკითხველს ვთავაზობთ ილიას ზემოხსენებულ წერილს, რომელიც 1905 წელსივერიაშიდაიბეჭდა.

?

(პასუხად “მოგზაურის” კორესპონდენციისა)

I

“ივერიის” მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ “მოგზაურში” (13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია, რომელსაც თუმცა სათაურად ჰქონდა “საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოება”, მაგრამ უფრო მე ვყავდი ნიშანში ამოღებული და ჩემი ადამიანური ღირსება.

ავტორი “მოგზაურის” შემწეობით მე მაბრალებს, _ ვითომც მხეცურ გულქვაობით და სამარცხვინო ავზნეობით ვეპყრობოდე საგურამოს გლეხკაცობას და ამისათვის ერთმანეთზე ცოტად თუ ბევრად შეუწყნარებელს ამბებს მოგვითხრობს ისეთის კადნიერებით, თითქო მართალია, და ისეთის გახარებით, თითქო ოქროს მადანი უპოვიაო. ეს კორესპონდენცია გადმობეჭდილ იქმნა “ივერიაში” (54) ამ დაბოლოვებით: “ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ “გლახის ნაამბობის” ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ და გვირჩევნია, ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ თ. ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო”.

თუმცა ის ამბავი, რომ “ივერიამ” ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი მოუმართა ავტორს, გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის-თავადაც ასე თუ ისე იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი “ივერიის” რედაქციას. რაც გინდ იყოს, ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ “ივერია” სიფრთხილით და წინდახედულად მოქცეულა, ბრმად არ აჰყოლია ვიღაც ორს ასოს ქვეშ მიმალულ კორესპონდენტის ფეხის ხმას იქ, საცა ხელშეხებულია ადამიანის ღირსება, პატიოსნება, ერთის სიტყვით, ყოველივე ის, რაც პატივაუხდელ ადამიანის უძვირფასეს და ხელშეუხებელს კუთვნილებას შეადგენს.

მცირეოდენ განათლებამოცხებულ კაცს, მცირეოდენ საღის ჭკუის პატრონს კარგად მოეხსენება, რომ ყოველივე თავისის თავის და პრესის პატივისმცემელი რედაქცია და თუნდ ყოველივე ცალკე კაცი ასე უნდა მოიქცეს ყოველს შემთხვევაში და, თუ სულ მთლად ზურგს არ შეაქცევს, ეჭვი მაინც უნდა შეიტანოს იქ, საცა სხვის ადამიანურს ღირსებას, სინდისს, წმიდათაწმიდას შესაბღალავად და შესაგინებლად იმეტებენ.

ეს ანბანია ზნეობისა, ეს მისი პირველი და უკანასკნელი კანონია, მერე იმისთანა, რომელიც, რა თვალითაც გინდ შეხედოთ, ერთნაირად სავალდებულოა ყველასათვის, რა დასისა და რწმენის კაციც გინდ იყოს. ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვთ სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად.

ბევრი კაცი, და იქნება იმისთანა უხეირო რედაქციაც, სადმე იყოს, კაცთა საუბედუროდ, რომელიც ძალზე იჭაჭება და ბუკითა და ნაღარით გაიძახის ამ შეუხებლობას ადამიანისას, მაგრამ ყოველ წარამარად მოტანტალე კორესპონდენტს სიხარულით კარს უღებს და ხელს უწყობს გამვლელი და გამომვლელი საერთოდ, და რედაქციის მიერ ნიშანში ამოღებული საკუთრივ ლაფში ამოსვაროს თავიდამ და ფეხამდე წინასწარ მოუკითხავად, _ ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

ნუთუ ეს ამისთანა საქციელი ხელშეხება არ არის და ყველა ხელშეხებაზე უფრო საზიზღარი, უფრო შემაძრწუნებელი და უფრო საშიშარი კაცის ერთმანეთობით ადამიანურ ცხოვრებისათვის. ნუთუ ეს არის იგი მადლცხებული თავისუფლება ბეჭდვისა, პრესისა, რომელსაც ასე სამართლიანად შევხარით დღეს დიდი და პატარა და ასე გულმხურვალედ და თავდადებით ვეტანებით. ეს ხომ, თავისუფლება-კი არა, ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალ-ღონისა, იმ ძლევამოსილ შემძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც-კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით.

ნუთუ ეს ამისთანა შემძლებლობა ბეჭდვის სხივმოსილ თავისუფლებისა რედაქციამ იმაზე უნდა ჩამოახდინოს, რომ კაცმა კაცი უთავბოლოდ გაჰპენტოს, კაცმა კაცს უთავბოლოდ სახელი შეულახოს, ნამუსის ქუდი მოჰხადოს და ლაფში გადაუგდოს. რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და, ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით.

ზოგისათვის ამისთანა საქციელი პრესისა თუ მთლად არ არის შესანდობარი, ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია მით, რომ პრესისაგან უსამართლოდ და უსაბუთოდ შებღალვილს ღონისძიება აქვს თავი იმართლოს ბეჭდვითვეო. ბევრს ეს პრესის მეტზე-მეტის პატივისცემით მოსდის და არა იმისათვის, რომ ამისთანა უკადრისი საქციელი პრესისა არ ეხამუშებოდეს. ეხამუშება, სწყინს კიდეც, მაგრამ არ უნდა, რომ იმისთანა მზეს, როგორიც დღეს პრესაა, ლაქები რამ ჰქონდეს და არ გაუქარწყლოს.

მეც დიდი პატივისმცემელი ვარ პრესისა და ერთს დროს, ვიდრე ჯანმრთელობა არ შემერყა და ნებას მაძლევდა, მეც ერთი ჩანჩალა ვიყავ მისი, მაგრამ იმისთანა პატივისმცემელი კი არასდროს არ ვყოფილვარ და არცა ვარ, რომ ყოველ წარამარად ბღაჯვნას პრესის წმინდა სახელი ვუწოდო, ან პრესის ყოველივე საქციელი ვაქო და ვადიდო ბრმად და განუსჯელად. ბრმად თაყვანისცემა რისიმე, თუ ვისიმე, კერპთმსახურებაა და ყოველს მონობაზე უარესი და უკადრისი მონობაა.

პრესას, რომლის სამფლობელო მართალი და ჭეშმარიტებაა და რომელიც მარტო ამ ორთაწიაღში უნდა ატრიალებდეს და ამოქმედებდეს უკეთესთა ადამიანთა ჭკუაგონებას და უმაღლეს სულთ-სწრაფვას კაცობრიობისას გზას უკაფავდეს, განა ეპატიება უსამართლოდ გაბიაბრუება ადამიანისა მარტო იმ საზრისით, რომ, თუ აქ კაცი კაცს უსაფუძვლოდ ერჩის, იმედია, გაბიაბრუებული უსაბუთობას რჩოლისას დაგვიმტკიცებსო…

ნუთუ ეს სასურველია პრესისთვის, რომლის ჭეშმარიტი თავისუფლება მიჯნების განზე გადგმა კი არ არის ბოროტისა, არამედ მისი შეზღუდვა და შეხუთვა. დიდი მოვალეობა პრესისა, მისი ღვაწლი, გლეხისა და თავადაზნაურის, ან მდიდრისა და ღარიბის ერთმანეთზე მისევა კი არ არის, შუაკაცობაა, შუა ჩადგომაა მათ შორის, მშვიდობიანობის ჩამოგდებაა, მოსარიგებლის მორიგებაა, შესარიგებელის შერიგებაა იმისდა მიხედვით, _ ვის რა ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ან ერობრივი სამართალი მიუძღვის ერთმანეთის წინაშეთუ მართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად. მაგალითებრ, განა არ შემიძლიან დავწერო და დასაბეჭდად წავიღო, რომ ერთმა გლეხმა მიამბო, ვითომც რედაქტორიმოგზაურისაერთს ვიღაცის სახლში შესულა, ერთი მანეთი მოუპარავს და გაპარულა.

ნუთუ ის ყოვლად უსაბუთო, ყოვლად უგეშო ბრალდება უნდა დაბეჭდოს ან გაზეთმა, ან ჟურნალმა იმ იმედით, რომ თუ ეს ამბავი ტყუილია, ბრალდებული ამ ტყუილს დაამტკიცებსო. განა აქ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია? რით და რა გზით? სად არის გეში, სად არის საბუთი, რომ კაცმა ან ასე გახიოს, ან ისე გაფხრიწოს? აქ ცარიელ უარყოფის მეტი ხომ სხვა გზა და ღონე არ არის. რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე უარყოფა განა დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსან კაცისა და აშას კვრა ქურდისა ერთმანეთისაგან როგორ უნდა გაირჩეს ამისთანა შემთხვევაში?

ან ვისა აქვს იგი ადამიანის ღირსებისათვის უკადრისი მართლა-და უფლება, იგი ყოვლად შეუწყნარებელი და ადამიანობის შემაგინებელი ბატონობა, რომ კაცი პასუხის საგებლად მოედანზე გამოსჭიმოს, ვიდრე ბრალმდებს თავისი არ დაუსაბუთებია იმოდენად მაინც, რომ პირველ შეხედვით საბუთი საბუთს ჰგვანდეს და არა ტყუილების გუდას,… სწორედ ამგვარად მომექცა ჩემზე ასე ძლიერ გაბოროტებული ავტორი: სამარცხვინო საქციელები დამწამა და საბუთად მარტო ის მოიყვანა, რომ ასე მიამბო ერთს შემთხვევაში ერთმა გლეხმაო, მეორეში – მეორემაო, ზოგან თავისიც მოაჭორა და ცალიერის სიტყვის მეტი სხვა არა გვანიშნა-რა. მართლა უამბო თუ არა ან ერთმა, ან მეორე გლეხმა, – ეგ მაღლა ღმერთმა იცოდეს და დაბლა თითონ ავტორის სინიდისმა. ხოლო ნუთუ მბობა ვისიმე საერთოდ და გლეხისა ცალკე საბუთია, რომ შეუმოწმებლად კაცმა კაცი გასწიროს, ზნეობითად ჯვარს აცვას, ან შამფურზე ააგოს და სირცხვილის ნაღვერდალზე შესწვას… სრულიადაც არ გამიკვირდება, რომ იმავ თავდაუჭერელმა ავტორმა ხვალ არ დამწამოს შარაგზაზე ხალხის ძარცვა და ამის საბუთად ის არ მოიყვანოს, რომ ერთმა გლეხმა ასე მიამბოო, და თუ გაჭირდა ერთი ვინმე უნამუსო გლეხი, ანუ სხვა წოდების კაცი, პირში არ წამომიყენოს. მოდი აქ და თავი იმართლე, თუ უსაფუძვლობა ამისთანა ბრალისა თქვენზე მოაგდეს დასამტკიცებლად… დიახ, ბატონებო, თუმცა ჩემს მხილებელს, ჩემს ბრალმდებელს სურვილი დიდი ჰქონია, ჩემთვის სახელი გაეტეხნა და სირცხვილი ეჭმევია, მაგრამ საფანელი დაჰკლებია და ვერ მოუხერხებია. ვერ მოუხერხებია იმიტომ, რომ ტყუილსაც და ცილისწამებასაც ჭკუა და გონება სდომებია.

იგი იმისთანა ბრალებსა მდებს, რომელთა გაქარწყლება ძალიან ადვილია, თუ კაცი გაირჯება და თვითოეულის ბრალის გარემოებას და ვითარებას ცოტაოდნად მაინც ჩაუკვირდება და ჭკუადასმით და გულმართლად განიკითხავს.

II

იგი სასახელო კორესპონდენცია, რომელმაც გამოიწვია ეს ჩემი წერილი, იმით იწყება, რომ საგურამოს საზოგადოების მცხოვრებლებმა ექვსს მარტს თავი მოიყარა და გადასწყვიტა: “ბოიკოტი გამოეცხადოს აქაურ მემამულეებს _ ილია ჭავჭავაძეს, გივი სტაროსელსკის და ტატო ციციშვილსაო”. ამთავითვე მიუბაძნია ჭოპორტის საზოგადოებასაც და აქ ვის გამოუცხადეს “ბოიკოტობა”, ჩვენი ავტორი, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებს. საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებათა წრეში რომ ილია ჭავჭავაძე სულაც არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ავტორს არავითარი ნაღველი არ ექნებოდა არც საგურამოს, არც ჭოპორტის გლეხთა საზოგადოებისა და არავითარი დარდი გლეხისა არ აალაპარაკებდა.

განა მარტო ეს მაკმარა, რომ “ბოიკოტი” გამოუცხადესო. დღევანდელ დღეს ვის არ შემთხვევია ეგ ამბავი და ამით ჭავჭავაძეს ბევრი არა წაუხდებოდა-რა. რომ უფრო გააძლიეროს ამ “ბოიკოტის” მნიშვნელობა ჩემდა სამარცხვინოდ, ავტორი დიდის რიხით და პათოსით შემოგვძახის: “ასე გასინჯეთ, ი. ჭავჭავაძეს ჰყავდა (ვაი ჩემს შერცხვენას!) ერთი დედაბერი მექათმედ. იმის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, _ რატომ დედაშენი არ ანებებს თავს მებატონესთან სამსახურსაო, და კაცი იძულებული იყო, ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერიო”.

ჯერ ერთი ის, რომ ეს ცეცხლის წაკიდება ცოცხალ-ცოცხალი ტყუილია და, როგორც მაცნობეს, ამისთანა ამბავი სრულებითაც არ მომხდარა, სახლიც ღმერთის მადლით არავისთვის არ გადაუწვავთ, მაშ, რა ძალა დასდგომია ჩვენს ბედნიერს ავტორს, რომ ამისთანა აშკარა ტყუილი, რომ ამისთანა აშრობა უკადრნია და არ უთაკილნია! ამით ვითომ რა ჰსურვებია, ეთქვა ჩვენს ბედნიერ ავტორს? ის რომ, რაკი ჭავჭავაძეს დედაბერიც არ დაუყენეს, _ სჩანს, რაოდენად გაუწბილებია ჭავჭავაძეს გლეხკაცობა, რამოდენად შეუძულებია თავისი თავი, რომ მისდა სავნებელად გლეხკაცებმა თავისი მოძმეც არ დაინდეს. ავტორს ისიც-კი ვერ გაუგია, რომ თუ დედაბერი გაჯიუტებულა და ჭავჭავაძესთან ყოფნა ურჩევნია, ვიდრე შვილთან წასვლა, ეს ამბავი ჭავჭავაძისათვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ავტორისათვის. აგრეთვე ის ამბავიც, რომ გლეხკაცებს ვითომც ამ დედაბერის შვილისათვის სახლი გადაუწვავთო, გლეხთა ავკაცობას უფრო მოასწავებს, ვიდრე საბუთს “ბოიკოტის” ასე თუ ისე გაძლიერებისას, ჩემდა სამარცხვინოდ. აბა, ამას ჭკუა არ უნდა, რომ კაცი აშკარა ტყუილს იგონებდეს და ამ ტყუილით თითონვე თავისის ხელით ყელს იჭრიდეს. კიდევ ვიტყვი: არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი.

მე და ჩემი მეუღლე მემამულენი ვართ, არც მე და არც ჩემს მეუღლეს არც ერთი ნაყმევი, არც ერთი ხიზანი არა გვყავს, არამცთუ საგურამოს, არამედ მთელს დედამიწის ზურგზე. მართალია, მე საკუთრივ ცოტა თუ ბევრი ყმები მყავდა კახეთში, მაგრამ ყმათა განთავისუფლების პირველ ხანებშივე მთელი მათ მიერ ხმარებული საკომლო, სახლ-კარის მიდამო, მათი ხვედრი ვენახები, უსასყიდლოდ დავუთმე და ხელშეუხებელ საკუთრებად დავუმტკიცე და ამით მოვსპე ყოველივე ბატონ-ყმური ნაშთი ჩემსა და ჩემთა ნაყმევთა შორის. ხიზნებიცა მყავდა თიანეთის მაზრაში. ხაზინა შემომევაჭრა მათ მიერ ხმარებულ მამულს და მე მარტო მაშინ მივყიდე, როცა ჩემი ხიზნები სხვა, მათ მიერ არჩეულ და მოწონებულ სახელმწიფო მამულში გადავიყვანე და დავაბინავე თ. ლევან ჯანდიერის შემწეობით, რომელიც მაშინ მაზრის უფროსად იყო. ჩემმა მეუღლემაც გაყოფის დროს ისე გამოიწილადა მონაწილეთაგან მამული, რომ არც ერთი ხიზანი, არც ერთი ნაყმევი არ ირგუნა. ამ სახით, ჩვენ ორს რაც მამულები გვაქვს, სულ თავისუფალი და დამოუკიდებელია სხვისაგან. მაშასადამე, მამულის გამო ჩვენ ვერაკაცი ვერც ნაყმეობით, ვერც ხიზნობით ვერას წაგვედავება, ვერას დაგვემდურება, თუ სადმე განკითხვა და სამართალია.

და თუ გლეხკაცობა დღეს თავისას მაინცდამაინც არ იშლის და კერძო საკუთრებას ხელს ატანს, ეს ცოტად თუ ბევრად შესაწყნარებელია იმით კი არა, რომ სამართალი რამ მიუძღოდეთ, არამედ იმით, რომ დღევანდელი მოძრაობა სოფლისა ცეცხლსავით მოედო მთელს საქართველოს და ყველა ნებით თუ უნებლიეთ თან წაიყოლია.

აქედამ ის არ გამოდის, რომ კაცმა დიდის მწუხარებით არ შეხედოს იმისთანა ამბავს, როცა კაცს სხვა საბუთი არ მიუძღვის იმის გარდა, რომ მე ცოტა მაქვს და შენ ბევრი და ამიტომ შენ უნდა წაგერთვას და მე მომერთვასო. აბა, უკიდურეს სიღატაკიდან უდიდეს სიმდიდრემდე რამდენი საფეხურია, რამდენი კიბეა, რამდენი ერთმანეთზე მეტია, და მოდით და გაარჩიეთ, რომელმა რომელი უნდა სწეწოს და ჰგლიჯოს მთელს ამ დიდს მანძილზე. კერძო საკუთრება, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ჩვენდა საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ დიდ ხანს იქნება დიდს პატივში და მის სარბიელზე ძალმომრეობა, ერთმანეთზე მისევა, ვინც გინდ იყოს, იაფად არ დაუჯდება.…

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

(დასასრული შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here