Home რუბრიკები პოლიტიკა აბსურდის ანტიმარში

აბსურდის ანტიმარში

აქცია

ფაშისტი საქართველოში უკვე სალანძღავი სიტყვა გახდა. ეს, რა თქმა უნდა, ცოტა უცნაური და გაუგებარია, მაგრამ ჩვენ ხომ დღეს სწორედ ასეთ უცნაურ და გაუგებარ საქართველოში ვცხოვრობთ. კერძოდ, რაიმე მოვლენა, ტერმინი, ტიტული დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ამას გიგა ბოკერია და მისი გარემოცვა წყვეტს. ამიტომაც ვთქვი, გახდამეთქი, რადგან საქართველოში 2003-დან 2012 წლამდე ფაშიზმი სულაც არ ნიშნავდა ლანძღვას, რადგან გიგა ბოკერიას ასე სურდა.

საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა ისიც კი მოითხოვა, რომ 9 მაისი არ აღგვენიშნა, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მისი განმარტებით, 9 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი იმედის დასამარების დღეა, რადგან ადოლფ ჰიტლერის არმიები, საქართველოს (და მთლიანად კავკასიის) გასათავისუფლებლად მოდიოდნენ თურმე და ქართველთმოძულე იოსებ ჯუღაშვილმა არ შემოუშვა(?!). სწორედ ნაცების მმართველობის პერიოდში მოითხოვეს, რომ ვაკის პარკში, რომელსაც ოფიციალურად “გამარჯვების პარკი” ჰქვია, “უცნობი საბჭოთა ჯარისკაცის” საფლავის ადგილას “ბერგმანის” ბატალიონის ქართველი მეომრების ძეგლი დაგვედგა. ეს ის ბატალიონია, რომელიც კავკასიონზე დივერსიულ აქტებს ახორციელებდა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდა. კიდევ კარგი, ეს ამბავი გარკვეულმა უცხოურმა ორგანიზაციებმა დროზე შეიტყვეს და საქართველოს იმჟამინდელ პარლამენტს უთხრეს, _ ხომ არ გაგიჟდით, ფაშისტების მხარეს მებრძოლი ბატალიონისთვის ძეგლის დადგმა მსოფლიოში გაუგონარი ამბავიაო! თორემ საკითხი თითქმის უკვე დადებითად იყო გადაწყვეტილი. ბოკერიას ასე უნდოდა მაშინ! ჰიტლერის, ფაშისტების მხარეს მებრძოლი ქართველებისეროვნულ მოღვაწეებადწარმოჩენა მოდური იყო და ამით კარგა ხანს სპეკულირებდანაციონალური მოძრაობა”.

აგერ, გასულ კვირაში კი, იმავე გიგა ბოკერიამ, თანამოაზრეებითურთ, ისეთი “ანტიფაშისტური” მარში “მოარტყა”, თვით სტალინი ან ჩერჩილრუზველტი თუ არა, მარშალი დე გოლი ან გენერალი ეიზენჰაუერი მაინც გეგონებოდა კაცს.

მოკლედ, დღეს ფაშიზმი სალანძღავ ტერმინად, ფაშისტი კი სალანძღავ ტიტულად აქცია ბოკერიაჩერგოლეიშვილის ოჯახურმა ტანდემმა და ატყდა კიდეც ერთ ამბავი ქართულ ტელევიზიებში, _ არიქა, საქართველოში ფაშიზმი გაცოცხლდა და მსოფლიოს წალეკვით ემუქრებაო! ისეთი ინტონაცია აქვთრუსთავი 2”-ის, “იმედის”, “ტვპირველისწამყვანებს, კაცი იფიქრებს, ქართველი ფაშისტები ჯერ ძალაუფლების ხელში აღებას, მერე კი სომხეთისანშლუსს”, საბერძნეთის ელვისებურ ანექსიასა და ლამანშის სრუტის ორივე მხარეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებდნენ.

არადა, სინამდვილეში ვინ არიან ქართველი ე.წ. ფაშისტები? ეს არის ძალიან მცირე ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც უკიდურესად აგრესიულები არიან იქ, სადაც გასდით, ხოლო კულტურულები და თავაზიანები _ იქ, სადაც სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებიან.

სწორედ მათზე დაყრდნობით სცადა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ოჯახურმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ “ქართული მარშის” ორგანიზატორებისა და მონაწილეების ფაშისტებად გასაღება. ამას დაერთო რამდენიმე ფოტო, რომელზეც “ქართული მარშის” მონაწილე ერთ-ერთი გოგონა ფაშისტური გერმანიის “ეს-ეს”-ის ნიშნებით არის მოხატული, ხოლო რამდენიმე ნიღბიანი ახალგაზრდა ფაშისტური ჟესტით ესალმება ერთმანეთს.

ამ ფოტოებზე უკვე აშკარად ჩანს, რომ ღამეა და “მარში” დაშლილია. უშუალოდ მარშის მიმდინარეობისას არავის მსგავსი არაფერი შეუნიშნავს. როგორც ჩანს, ამ გოგო-ბიჭებმა მარშის დასრულების შემდეგ “აიშვეს”. “ქართული მარშის” ორგანიზატორები ადეკვატურად გამოეხმაურნენ ამ ფაქტს და ოფიციალურად განაცხადეს, რომ სრულიად ემიჯნებიან ყოველგვარ ფაშიზმსა და ჰიტლერულ დაჯგუფებებს. მათ ამ ახალგაზრდებს მოუწოდეს, ან გონს მოვიდნენ და ჰიტლერულ პროპაგანდას შეეშვან, ან “ქართული მარშისგან” შორს დაიჭირონ თავი. მიუხედავად ამისა, “ქართული მარშისგასაღება ფაშისტების მარშად მაინც გრძელდება და, როგორც აღვნიშნე, ამას განსაკუთრებით უწყობს ხელს სამი სრულიად ლიბერასტული ტელევიზია: “რუსთავი 2”, “იმედიდატვპირველი”.

“იმედმა” ამ მხრივ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის ყველა რეკორდი მოხსნა და, როდესაც აღამაშენებლის გამზირზე გამართული ლიბერასტული აქციისა და მისი კონტრაქციის შესახებ სიუჟეეტებს გადმოსცემდა, წამყვანი ასეთი ტექსტით საუბრობდა: “ევროპული საქართველოსა და მისი პარალელური ნეოფაშისტების აქციები ჯერაც არ დაშლილა-”ო.

სრულიად აშკარაა, რომქართული მარშითდაშინებულმა და, პირდაპირ რომ ვთქვათ, სასტიკად ჩასვრილმალიბერასტულმასაზოგადოებამ და მათმა გურუცოლქმარმა” _ ბოკერიაჩერგოლეიშვილმა, უცხოელი პატრონების კარნახით, ამჯერად გადაწყვიტეს, რომ ბრძოლის საუკეთესო საშუალება ფაშისტობის დაბრალებაა.

ერთია, როგორ გამოუვიდათ საზოგადოების თვალში ამ მისიის შესრულება აშკარად მოსყიდულ და უტიფარ ტელევიზიებს, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, ვინ ვის აბრალებს ფაშისტობასა და ნაცისტობას.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ადოლფ ჰიტლერს რომ იოსებ სტალინის წინააღმდეგ ჩაეტარებინა აქცია “არა ფაშიზმს!” _ ხომ ძალიან კომიკური იქნებოდა?

ჩემი აზრით, არანაკლებ კომიკური ამბები მოხდა თბილისში 23 ივლისს.

სხვათა შორის, “ანტიმარშელები” ისე არიან დაბნეული, შეშინებული და არეული “ქართულ მარშზე” ბევრი ხალხის ხილვით, რომ ჰიტლერი და სტალინი მართლა აურიეს და აზილეს ერთმანეთში.

მაგალითად, ჩემი ყურით მოვისმინე “ლიბერასტების” მხრიდან “მარშისტების” ასეთი ლანძღვა: “ოხ, ეგ სტალინისტები და ჰიტრელისტები, ეგენი!”

ლიბერასტებიისე არიან აჭრილი, რომქართული მარშისმონაწილეებსსტალინისტობასადაჰიტლერისტობასერთდროულად აბრალებენ. ნუ გაგვიკვირდებაზვიადისტობადაშევარდნაძისტობაცერთდროულად დააბრალონ, ოღონდ კი როგორმე გალანძღონ და საზოგადოება მათ სიცუდეში დაარწმუნონ.

თვითონ “ანტიმარშისტებმა” კი უკვე საბოლოდ დაამტკიცეს, რომ მართლაც არიან ერთდროულად “ბიძინისტები” და “მიშისტები”. 23 ივლისს გამართული “ქართული მარშის” საწინააღმდეგო აქციას რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი და ირაკლი ალასანიას ყოფილი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე შეუერთდნენ. მოგეხსენებათ, ორივე “ოცნების” ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები არიან და “ნაც-ქოცთა” ერთობაც უკვე აშკარად წარმოაჩინეს.

კიდევ ერთი საოცრება შევნიშნე “ანტიმარშისტების” ლოზუნგებს შორის: “ჩვენ ვგმობთ რუსულ ფაშიზმს!” _ ასეთი წარწერა მოჰქონდა ერთ-ერთ მონაწილეს.

წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან მარშით შეშინებულილიბერასტები”? მსოფლიოში არარსებული ტერმინირუსული ფაშიზმიცკი გამოიგონეს. ეგეც რომ არა, თვით ეს ლოზუნგი რას ნიშნავს?! ანუ ფაშიზმიც კი მხოლოდ რუსულია მიუღებელი, თორემ გერმანული ფაშიზმი, იტალიური ფაშიზმი, რუმინული ფაშიზმი, ფრანგული ფაშიზმი, ინგლისური ფაშიზმი ან, სულაც, ამერიკული ფაშიზმი შესანიშნავია, ხომ?

სიმართლე ითქვას, ამ დონეზე აჭრილი, დაბნეული და შეშინებული “ლიბერასტები”, 20 წელიწადია, არ მინახავს. ეს კი ნამდვილად უნდა ჩავუწეროთ აქტივში “ქართულ მარშს”. ამ მარშის ორგანიზატორებმა იმდენი ნამდვილად შეძლეს, რომლიბერასტებსუკვე ერთმანეთში ერევათ სტალინი და ჰიტლერი, ფაშიზმი და დემოკრატია, მშვიდობიანი აქცია და იარაღით მორბენალი პარლამენტარი.

დიახ, ქართველთა მარშმაისე დააბნია და თავზე ხელი ააღებინა ოთო კახიძეს, რომევროპული საქართველოსწარმომადგენელი, პატივცემული პარლამენტარი მშვიდობიან აქციაზე წელში იარაღგაჩრილი გამოცხადდა. შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, თავდაპირველადმარიაჟობაცკი დაიწყო, _ “გლოკი 19” ოფიციალურადაც მაქვს გაფორმებული ტარების უფლებით და ისეთი მაგარი სროლა ვიცი, ტყვიას ტყვიაში ვაჯენო.

მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილესა და “დიად იურისტს” შეახსენეს, მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღით მშვიდობიან აქციაზე მისვლა აკრძალულიაო, “ნეულავიმი ოთო” იძულებული შეიქნა, ეღიარებინა, რომ “შეცდომა დაუშვა”.

საზოგადოდ, ბევრი რამის აღიარება თუ ძალაუნებური ჩამოშიშვლება (როგორც მათ ბელადს უყვარდა სიტყვა “ჩამოშლა”, ამის ანალოგიურად) მოუწიათ ნაციონალებს და მათგან გამოყოფილ “ევროპელებსა” და სხვებს.

ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, რომნაციონალური მოძრაობისსახელწოდებითა დანაციონალიზმისიდეით ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა (“ევროპული საქართველოხომნაციონალებისლიდერთა ბირთვით არის წარმოდგენილი) სრულიად შიშვლდება და აშკარად გამოდის სწორედ ნაციონალური იდეის _ “ქართული მარშისწინააღმდეგ.

მათ გვერდით დგება “ოცნების” პოლიტიკური გუნდის ყოფილი ბირთვი (რომელიც მთელი 4 წელიწადი, ფაქტობრივად, მთავრობასაც და პარლამენტსაც მართავდა) _ რესპუბლიკელები და “თავისუფალი დემოკრატები”.

მათ გვერდითაა “ქართული ოცნების” მიერ დარეკლამებული და “დაპიარებული” “მომავლის დიპლომატი”, “უნიჭიერესი” და ა.შ. თათია დოლიძე, რომელიც მალე გაეროში ისეთივე წმინდა ინგლისურით დაგმობს ყოველივე ქართულს, როგორც ვითომ რუსული ოკუპაცია დაგმო ამას წინათ და საზოგადოების უტვინო ნაწილს “აღფრთოვანება” მოჰგვარა…

და რაც მთავარია: ნაციონალებმა დათმეს თავიანთი უმთავრესი იდეოლოგია _ ფაშიზმი და ამ იდეოლოგიის გატარებაში უკვე აქეთ დებენ ბრალს სხვებს.

სხვათა შორის, “ქართული მარშის” საწინააღმდეგო ერთ-ერთი მოსაზრება მისი ლიდერების “მიუღებლობაც” არის. პროპაგანდა, რომ კორკოტა”, ბრეგაძე, სადღობელაშვილი და სხვები ხალხისთვის მიუღებელია და მათ არ უნდა გაჰყვნენ, ისმის როგორც “ნაცმოძრაობისგან”, ასევე “ოცნებისგან”.

კი ბატონო, ნაცების ამბავი გარკვეულია და, ისინი რას ამბობენ, ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში “ოცნების” წარმომადგენელებსა და მათ მხარდამჭერებს მინდა მივმართო: კარგი, დავიჯეროთ, რომ ეს ლიდერები ხალხისთვის არ უნდა იყოს მისაღები. “ქართულ მარშშიმონაწილეთა უმეტესობამ ხომ აჩვენა, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის ქართული იდეა მისაღებია?!

მიპასუხეთ, მაშ, რატომ არ შესთავზეთ ეს იდეა ქართველ ხალხს თქვენ _ ხელისუფლებამ? რატომ მიუგდეთ იგი ბრეგაძესადღობელაშვილს გამოსაყენებლად?

ხალხი მიჰყვება არა ლიდერებს, არამედ იდეას, რომელიც მოსწონს! შესაძლოა, ლიდერები იტყუებიან და ხალხისთვის სასურველ იდეებს ბოროტად იყენებენ, მაგრამ სად ხართ თქვენ, ოფიციალურო პატრონებო ამ სახელმწიფოსი _ მთავრობავ, ხელისუფლებავ?

რა, შესთავაზეთ ხალხს რაიმე ქართული, ეროვნული, მისაღები, მისთვის სასურველი და არ გამოგყვ?

იმედია, შეეცდებით მაინც ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემას.

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

  1. როცა ხელისუფლებას ეროვნული იდეის შემოთავაზება არ შეუძლია ის ხელისუფლება გაყიდულია…

  2. ქართველ ხალხს არ აქვს ეროვნული იდეა და შესაბამისად ქართული იდეოლოგია. ჩვენ, სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერ სფეროში აშშ-ს სრული მარიონეტები ვართ. ჩვენში დიდი ფული ჩადეს ამერიკელებმა და მუდმივად გვახსენებენ. დასავლეთმა საქართველოს მთლიანი და სრული ოკუპაცია მოახდინა. ჩვენი ეროვნული ძალებით აქედან თავის დახსნა, თითქმის შეუძლებელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here