Home რუბრიკები პოლიტიკა “აბა, რად გვინდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ იქნება!” _ მერე რა,...

“აბა, რად გვინდა ისეთი მსოფლიო, რომელშიც რუსეთი არ იქნება!” _ მერე რა, რომ რუსი არ ვარ, ასეთი მსოფლიო არც მე მინდა

440

„Напрасный труд — нет, их не вразумишь,

Чем либеральней, тем они пошлее,

Цивилизация для них фетиш,

Но недостутупна им её идея.

Как перед ней не гнитесь, господа,

Вам не снискать признанья от Европы,

В её глазах вы будете всегда

Не слуги просвещенья, а холопы.“

ცნობილი რუსი პოეტის, პუბლიცისტისა და აზროვნის, ფიოდორ ტიუტჩევის, თითქმის საუკუნენახევრის წინათ ნააზრევი საოცრად ეხმიანება დღევანდეობას და ამიტომაც წინამდებარე წერილს ეპიგრაფად წარვუმძღვარე. მას შემდეგ გეოპოლიტიკის მთავარი აქტორები შეიცვალნენ, თორემ, როგორც ადრე, ლიბერალიზმი დღესაც ებრძვის კონსერვატიზმს და პირიქით. ეს ლექსიც სპეციალურად არ ვთარგმნე. პირველი _ იმიტომ, რომ, რომელი მთარგმნელი, თანაც ლექსის, მე ვარ და მეორე _ იმიტომ, რომსაქართველო და მსოფლიოსერუდირებულ მკითხველს ტიუტჩევის ლექსის დედანში წაკითხვა და დასკვნების გამოტანა არ გაუჭირდება

კი ვთქვი, ლიბერალიზმსა და კონსერვატიზმს შორის ბრძოლის მთავარი აქტორები შეიცვალნენ-მეთქი, მაგრამ, ახლა რომ ვუფიქრდები, მთლად მართალი არ ვარ _ ლიბერალების თავკაცები შეიცვალნენ, თორემ კონსერვატიზმის დამცველი, აგერ უკვე ლამის 500 წელიწადია, მართლმადიდებელი რუსეთის იმპერიაა. ეს ბრძოლა კი მაშინ დაიწყო, როდესაც ბიზანტიის მართლმადიდებელი იმპერია და მისი დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დაეცა და მსოფლიო მართლმადიდებლობის ლიდერობა რუსეთის იმპერიამ იკისრა, როცა განაცხადა, რომ რუსეთი მესამე რომია და მეოთხე აღარ იქნება. იმხანად არსებობდა ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, ოღონდ, დღევანდელისგან განსხვავებით, რომის კათოლიკური ეკლესიის გარშემო გაერთიანებული კათოლიკური ქვეყნები, რომლებშიც ვატიკანის კურთხევით საუკუნეების განმავლობაში “ერეტიკოსებს” ცოცხლად წვავდნენ. ერთადერთი რუსეთი ვერ დაითანხმეს “დრომოჭმული” მართლმადიდებლობის უარყოფაზე და “პროგრესული” კათოლიკეობის აღიარებაზე, ანუ პონტიფიკოსის სკიპტრის ქვეშ გაერთიანებაზე და, პრაქტიკულად, ივანე მრისხანის პერიოდიდან დაიწყო ფარული თუ აშკარა ბრძოლა ურჩი რუსეთის წინააღმდეგ; ბრძოლა, რომელიც ბრიტანეთის (ანგლოსაქსების) იმპერიის ვერაგული “სარდლობით” მიმდინარეობდა.

ვერაგული, რადგან, როცა გასული საუკუნის შუა ხანებში საბჭოთა მეცნიერებმა ივანე მრისხანისა და მისი უსაყვარლესი მეუღლის სამარხი გახსნეს, დაკრძალულთა ძვლებში ციანიდის კვალი აღმოაჩინეს. კვალი, რომელიც დასაბუთებულად ლონდონისკენ მიუთითებდა. სხვათა შორის, პირველად დედოფალი მოუწამლავთ და ივანე IV-ის “გამრისხანებას” მავანი ისტორიკოსები დედოფლის დაღუპვით გამოწვეულ უსაზღვრო მწუხარებასაც უკავშირებენ.

დღეს თუ გასაგებია, რომ რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის იდეოლოგიური დაპირისპირება ზნეობრივი ხასიათისაა, ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, 4-5 საუკუნის წინათაც იდეოლოგიური უთანხმოების საფუძვლები სწორედ ზნეობრივ კატეგორიებშია საძებნი… თეოლოგიაში, როგორც იტყვიან, ყარამანი არ ვარ და ამიტომ დისპუტში ღრმად ვერ შევიჭრები, მაგრამ ერთადერთი, რაც თეოლოგის დიპლომის გარეშე შემიძლია ვამტკიცო, რაზე ვერ შეთანხმდებოდნენ რომი და მოსკოვი, არის ის, რასაც ე.წ. სისხლის აღრევა, ანუ ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს (“კუზინა”) შორის ქორწინებაა. რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის (მით უმეტეს, ქართველებისთვის), ჩვეულებრივი ამბავია ანგლოსაქსებისთვის. რატომ “მით უმეტეს ქართველებისთვის”? არა იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი ქრისტიანები ვართ, არამედ იმიტომ, რომ, ნეფე-პატარძალი არათუ სისხლით ნათესავები, ერთმანეთისთვის “ყვავი ჩხიკვის მამიდა” რომ იყვნენ, მაგრამ ერთი გვარისანი, ასეთ ქორწინებასაც კი მაქსიმალურად ერიდებიან.

არ იფიქროთ, რომ ტიუტჩევის ხსენება და მით უმეტეს მისი ლექსის ციტირების მიზანი ერუდიციის წარმოჩენა იყო. მისი სახელი პირველად მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე ამას წინათ გამართულ ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ გრანდიოზულ მიტინგ-კონცერტზე გავიგონე და წინამდებარე წერილის ეპიგრაფად გამოყენებული ლექსიც ლუჟნიკების პირთამდე გავსებულ სტადიონზე წაიკითხეს.

თითქმის 150 წლის წინათ დაწერილი ლექსის დედააზრი არის ის, რომ ტიუტჩევის პერიოდში, რაც უნდა კარგი გაეკეთებინა ევროპისთვის რუსეთს, “განათლებულიევროპა არასოდეს დაანებებდა თავსველური” (პუშკინი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი, ჩაიკოვსკი და .. _ ვინ დათვლის რუსეთშიველურებს”) რუსეთისთვის ზემოდან ქვემოთ ყურებას, არასოდეს აღიარებდა მას, როგორც თანასწორსმოკლედ, ივანე IVდან მოყოლებული, ტიუტჩევისგავლით”, დღემდე, “განათლებულიევროპა იქნებოდა თუ გარყვნილი კოლექტიური დასავლეთი, ყველას ერთად და ცალცალკე რუსეთის, როგორც ასეთის, არსებობა არ სურდათ და არ სურთ.

კოლექტიურ დასავლეთს მხოლოდ მუხლებზე დაჩოქილი, დაშლილ-დაქუცმაცებული, ერთი სიტყვით, ლოთბაზარა ელცინის რუსეთი უნდა, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების სახით ქათმის ბარკლებსა და კარტოფილს გაუგზავნის. სამაგიეროდ, მსოფლიო წიაღისეულის იმ 40%-ს დაინაწილებს, რომელიც ღმერთმა რუსეთს უბოძა, და რასაც ღმერთის მიერ დაშვებულ უდიდეს შეცდომას უწოდებდა იმქვეყნად ახლახან წასული, ევროპის დამანგრეველი სატანისტი ქალბატონი მადლენ ოლბრაიტი _ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რომელსაც რუსეთის წიაღისეული სიმდიდრეების ჯავრი საფლავში ჩაჰყვა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რატომ თქვა თავის დროზე რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III: “რუსეთს ჰყავს მხოლოდ ორი მოკავშირე _ არმია და ფლოტი”.

პლანეტა დედამიწის უდიდეს ნაწილს კოლექტიური დასავლეთი, აშშ-ის სახით ანგლოსაქსების სისხლარეული კასტა მართავს. მათგან არის შობილი ჰომოსექსუალიზმი, პედოფილია, 12 წლის ბავშვებთან დაკანონებული სექსი, ინცესტი და სხვა მრავალი გარყვნილება. ამ ყველაფრის წინააღმდეგი მნიშვნელოვანი ძალა მარტო რუსეთი, მოსკოვის საპატრიარქო და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მარცხი, რომელიც გამორიცხულია, ზემოხსენებული გარყვნილების გამარჯვება იქნება.

უწინარესად ამ ჭრილში ვუყურებ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას. რატომ და რისთვის უნდა დავუჭირო მხარი უკრაინას _ საქართველო რომ ვერ ჩაითრია ომში და ამისთვის, პროტესტის ნიშნად, კლოუნმა პრეზიდენმა საქართველოში უკრაინის ელჩი მოხსნა? თუ იმისთვის, ბობოლა ნაცები უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე რომ არიან დანიშნულნი, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილნი, რომელთა საქართველოსთვის გადმოცემაზე არც კი ფიქრობენმოძმეუკრაინელები? აღარაფერს ვამბობ საქართველოში არაჟნების კონტეინერით შემოპარულ, უკვე მსჯავრდადებულ მიშა სმეტანსკიზე, რომელიც ოდესის გუბერნატორად მუშაობდა

რაც შეეხება ქოცების ხელისუფლებას, რომელიც ჯერჯერობით ახერხებს და არ ებმება ომში და არც სანქციებს უერთდება, ერთი მხრივ, მადლობის ღირსია პირადად პრემიერი ღარიბაშვილი; მეორე მხრივ, ნაცებისგან დაშანტაჟებული ქოცები იმით ყელყელაობენ, რომ ყველა ანტირუსულ რეზოლუცია-განცხადებაზე ხელს აწერენ. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს მარცხენა და პირიქით. ჰოდა, აი შედეგი ერთი ადგილის თამაშისა _ ცხინვალმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების სურვილი აქვს და რეფერენდუმიც დანიშნა…

დავით მხეიძე

P.S. სტატიის სათაურის პირველი ნაწილი ვლადიმერ პუტინის ფრთიანი ფრაზის ციტირებაა, პრეზიდენტისა რომლის მომხრეთა რაოდენობა, ანუ რეიტინგი, მიუხედავად უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისა, 80 პროცენტია. ზემოთ ვახსენე მისი მხარდამჭერი აქციაც, რომელსაც 100 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო. ეს იმ კადრებიდანაც ჩანდა, რომლის ჩვენებაც ქართულმა ტელევიზიებმა გაბედეს. მიუხედავად ამისა, კოლექტიური დასავლეთის ქოლგის ქვეშ მყოფმა ტელევიზიებმა ურცხვად განაცხადეს: აქციაზე მისულებს 500-500 რუბლი დაურიგესო. აქციაკონცერტზე სამშობლოს პატრიოტები, რუსული ესტრადის ვარსკვლავები გამოვიდნენ. დიახ, პატრიოტი, რადგანაც ომში მყოფი სამშობლოს კრიტიკა მისთვის ზურგში დანის ჩარტყმაა. ვლადიმერ პუტინმა ომის დაწყების წინ რუსეთიდან გააძევა ის არა სამთავრობოები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ, ანუ .. მეხუთე კოლონისგან გაწმინდა ქვეყანა

P.S.S. ღმერთო, იმ დღეს მომასწარი, საქართველოს ხელისუფლება აშშის ელჩს არ ეკითხებოდეს, რამდენ კოვზ შაქარს ჩაიყრის ჩაიში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here