Home ახალი ამბები საქართველო Слава Україні და… მეხი შენ!

Слава Україні და… მეხი შენ!

334

შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში 15-16 ივნისს გაიმართა საერთაშორისო შეხვედრა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის საკითხს ეხებოდა. ფორუმზე, რომელიც უკრაინის ინიციატივით შედგა, მიიღეს დეკლარაცია, რომელსაც  80-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. ხელისმომწერთა შორის არის საქართველოც.

ფორუმის მუშაობაში არ  მონაწილეობდნენ  რუსეთ და ჩინეთ. რუსეთი არ მიიწვიეს, ჩინეთმა კი მონაწილეობა  არ მოისურვა. ამ უცნაურმა ფაქტმა ერთი შეკითხვა გააჩინა: უკრაინის მოვლენების მთავარი აქტორი რუსეთია, რადგან იგი უკრაინაში არამხოლოდ თავის კანონიერ ინტერესებს იცავს, არამედ საკუთარი ყოფნა-არყოფნის საკითხსაც წყვეტს. ეს თუ ასეა, ვის შეუძლია უკრაინაში მშვიდობის საკითხის მოგვარება რუსეთის გარეშე? ამ შეხვედრის გამართვა რუსეთის მონაწილეობის გარეშე ფორუმის იმ პოლიტიკურ ფარსად გადაქცევას ხომ არ ნიშნავდა, რომელიც საქმის კეთების ნაცვლად პროპაგანდისტული ხმაურისკენ იყო მოწოდებული? ჩავთვალოთ, რომ ეს რიტორიკული შეკითხვაა, ვინაიდან იგი პასუხს თავისთავად გულისხმობს.

ფორუმის მუშაობა რუსეთისა და პუტინის კრიტიკით დაიწყო და ამითვე დასრულდა. განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანი იყო ფორუმის წინა დღეებში პუტინის მიერ გამოცხადებული პირობები, რომლებიც ომის შეწყვეტას და უკრაინაში მშვიდობის დადგომას დაედებოდა საფუძვლად:

*  უკრინის შეიარაღებული ძალები მთლიანად უნდა გავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, აგრეთვე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან;

*  საერთაშორისო დოკუმენტებში უნდა ჩაიწეროს  ყირიმის, სევასტოპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს, როგორც რუსეთის რეგიონების სტატუსი;

*  უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა განაცხადოს უარი ნატოს წევრობის გეგმაზე და აღიაროს ნეიტრალური სტატუსი;

*  დასავლეთმა უნდა მოხსნას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

ეს პირობები, პირველ რიგში, უკრაინისთვის აღმოჩნდა მიუღებელი. საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ პუტინს, უპირველეს ყოვლისა, ულტიმატუმის ტონი დაუწუნა, მერე კი გაკვირვება გამოთქვა: „რა მოთხოვნაა, რომ სუვერენულმა სახელმწიფომ დათმოს საკუთარი სუვერენული ტერიტორიები?!”

კულებას, როგორც ჩანს, ჯერ არ გაუგია, რომ ომის დროს და ომის შემდეგ მოლაპარაკებები ომის შედეგად წარმოქმნილ ახალ რეალიებს ეფუძნება და არა იმ ვითარებას, რომელიც ომამდე არსებობდა. ეს ანბანური ჭეშმარიტება, ეტყობა, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისსაც არ გაუგია, რადგან ასეთი რამ განაცხადა: ჩვენ ვხელმძღვანელობთ დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვის საერთაშორისო წესებითა და ნორმებით დიქტატორებისთვის წინ აღდგომითა და ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის მხარდაჭრით. ამერიკა უკრაინას მხარს კეთილშობილების გამო კი არა, იმისთვის უჭერს, რომ ეს ჩვენს სტრატეგიულ პრინციპებს პასუხობს“.   აღიარებაც ასეთი უნდა. ჩვენი კეთილშობილების იმედი ნურავის ექნება, ჩვენ უკრაინა და ყველა დანარჩენი ფეხებზე გვკიდია, მხოლოდ ჩვენს ინტერესებს ვიცავთო.  ამ „დიდებულ” ნათქვამს ქალბატონმა კამალა ჰარისმა ესეც დაამატა: პუტინი მშვიდობიანი მოლაპარაკებების ნაცვლად კაპიტულაციისკენ მოგვიწოდებს“.  საინტერესოა, რა მოლოდინი ჰქონდათ ამერიკის ზედა ეშელონებში – პუტინი ამ უზარმაზარ სამხედრო ოპერაციას ორი წლის განმავლობაში  იმიტომ ატარებდა, რომ ბოლოს, რუსეთს კი არა, ბანდერას ურაინელ ნაბიჭვრებს წამოეყენებინათ პირობები? მოხსენების დასასრულს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ზელენსკი ძალიან გაახარა: „აშშ 1, 5 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად!”  საფრანგეთის პრეზიდენტმა ამერიკელ უფროსებს, როგორც ასეთ დროს იტყვიან, კვერი დაუკრა: „მშვიდობის წანამძღვარი კაპიტულაცია ვერ იქნება, მშვიდობის გარანტი რუსეთის აგრესიის შეჩერებაში უკრაინისთვის მხარდაჭერაა!”

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  რატომღაც შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსის ნიღაბი მოირგო. „სერიოზული მოლაპარაკებების გარეშე ომის შეწყვეტა რუსეთის მიერ უკრაინული მიწების მიტაცების ლეგიტიმაციას მოახდენს და გაყინულ კონფლიქტამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა მან. ბოლოს კი ამ ნათქვამს გერმანელებისთვის საკადრისი სიბრძნეც დააყოლა: „მშვიდობა გაცილებით მეტია, ვიდრე ომის არარსებობა!”  იტალიის პრემიერმინისტრი მელონე  თავის  დიდ წინაპარ ბენიტო მუსოლინივით შემართული იყო: „რუსეთი ჩვენს პირობებს თუ არ დათანხმდება, ჩვენ ვაიძულებთ მას, რომ ჩაგვბარდეს!” ასეთი იყო ამ სრულიად უაზრო ფორუმის საერთო პათოსი. ეს სიტყვა „უაზრო” იმიტომ გამოვიყენე, რომ რუსეთთან მოლაპარაკებისა და მით უფრო მისი მონაწილეობის გარეშე მსგავსი შეხვედრების ორგანიზება ფუჭი გარჯაა. ერთადერთი სწორი პოზიცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აკან ფიდან  ჰქონდა: „ფორუმი რუსეთის მონაწილეობის შემთხვევაში უფრო მეტად იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული!” პუტინის მიერ კი თუნდაც გარკვეული სამშვიდობო პირობების წამოყენებას მან „იმედის ნაპერწკალი” უწოდა. საბოლოო დოკუმენტს, რომელიც წყალწყალა და არაფრისმთქმელი გამოვიდა, ხელი არ მოაწერეს: ინდოეთმა, საუდის არაბეთმა, ტაილანდმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, არაბთა გაერთიანებულმა საემირომ, მექსიკამ, ბრაზილიამ, ინდონეზიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა: “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ასე ჰქვია ფილმს, და დიახ, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, არაერთხელ, ბევრჯერ და უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია”.  სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა დაასრულა ლოზუნგით უკრაინულ ენაზე: Слава Україні!

რა Слава Україні, ქალბატონო სალომე, მაგ Слава Україні-ს ძახილს ნახევარი უკრაინა შეეწირა. შენ რომ ლოცვა გგონია, წყევლაა ეგ სიტყვა და რატომ წყევლი, რა დაგიშავა მაგ ხალხმა? რა ბრძანეთ, თვითონ გაიძახიან ასე? თვითონ რომ გაიძახიან, ისაა უბედურება, თორემ შენი ან წყევლა რას დააკლებს და ან ლოცვა რას შემატებს ვინმეს, მაგრამ უადგილო წამოროშვაა ეს. ქორწილში რომ თქვა, – ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროთო; ან ქელეხზე წამოიძახო, – იხარე ჭეროო, ასეა ეს შენი უადგილო Слава Україні! უკრაინელებმა აღარ იციან, თავს რით უშველონ და ომი როგორ შეაჩერონ, შენ კი – Слава Україні, ანუ ბოლომდე მიაწექითო (ბოლომდე გაწყდითო) ეუბნები. კიდევ კარგი, იქ არ გაკადრა ვინმემ, მაგრამ მაგ უდროო და უხეირო წამოძახილისთვის მე აუცილებლად შემოგაშველებ, ჩვენებურად, ქართულად: Слава Україні და… მეხი შენ!

ვალერი კვარაცხელია                                                                                                 

1 COMMENT

  1. მადლობა ბატონო ვალერი ზუსტი ანალიზისა და მართალი სიტყვისთვის. მადლობა ყველა თქვენი სტატიისა და სატელევიზიო გადაცემისთვის. რაც შეეხება ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, მისი განათლება და კვალიფიკაცია საფუძვლიან ეჭვს აჩენს. შეიძლება ის ოდესღაც სადღაც აფრიკაში, რომელიღაც ქვეყნის საელჩოში მუშაობდა მდივნად, ეს არ აძლევს მას დიპლომატის კვალიფიკაციას. მისი გამოსვლები, საუბარი, ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან შორს არის დიპლომატის ტაქტისგან. არსად, არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტად არ გააჩერებდნენ ასეთ ადამიანს. შეუმოწმა მას ვინმემ სპეციალური განათლების დამადასტურებელი საბუთი? მითუმეტეს დიპლომატიურ/პოლიტიკურ და ასე შემდეგ თანამდებობებზე მუშაობის დამადასტურებელი რაიმე ცნობა? სად გაგონილა რომ ქვეყნის პრეზიდენტი მისი მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიოდეს? ნუთუ ეს ურჩობაც დიდ ”დიპლომატიურ მომზადებას”‘ საჭიროებს? რატომ ვიქცევით ველური ტომის მსგავსად, რომელსაც თეთრი ადამიანის გამოჩენა უხარია? მისი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრად, ბოლოს კი პრეზიდენტად დანიშვნა მხოლოდ იმით არის გამართლებული, რომ პარიზში დაიბადა? ეს საქართველოს სირცხვილია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here