Home სხვადასხვა დაიჯესტი Риа Новости: CNN-მა სოცქსელში ნაცისტური მისალმების გამო ტელეარხიდან კომენტატორი გააძევა

Риа Новости: CNN-მა სოცქსელში ნაცისტური მისალმების გამო ტელეარხიდან კომენტატორი გააძევა

768
CNN

ეს იყო კომენტატორი ჯეფრი ლორდი, რომელიც სოცქსელის მეშვეობით ნაცისტურად მიესალმა ლიბერალური ჯგუფის _ Media Matters for Americის ხელმძღვანელს.

ლორდი თავს იმით იმართლებს, რომ მას ვერ გაუგეს და, სინამდვილეში, მან დასცინა ნაცისტებს.

გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს, რომ ლორდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეა და ეთერში ყოველთვის მის პოზიციას იცავდა. კომენტატორი CNN-ში მას შემდეგ მივიდა, რაც ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

ტელეარხთან ლორდის კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე იყო გათვალისწინებული. იგი ტრამპის მომხრეთაგან მეორეა, რომელმაც ერთი კვირის განმავლობაში დატოვა CNN. მასზე ადრე ამ არხიდან წავიდა ქაილი მაკინანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here