Home ახალი ამბები მსოფლიო РИА Новости: ტრამპმა “ფეისბუქი” და მასმედია შეთქმულებაში დაადანაშაულა

РИА Новости: ტრამპმა “ფეისბუქი” და მასმედია შეთქმულებაში დაადანაშაულა

1014
დონალდ ტრამპი

Twitterში გამოქვეყნებული განცხადებით, აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაფეისბუქიდა მედიის რიგი საშუალებებისა თავის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

“მაგრამ ხალხი ტრამპის მხარეს იყო. არსებითად არც ერთ პრეზიდენტს არ მიუღწევია იმისთვის, რასაც ჩვენ ცხრა თვის განმავლობაში მივაღწიეთ _ და ეკონომიკა აღმავლობას განიცდის”, _ განაცხადა ტრამპმა.

უფრო ადრე ტრამპმა აღნიშნა, რომ ხმაური, რომელიც შარშან ატყდა, თითქოს რუსეთი ჩაერია ამერიკულ არჩევნებში, არ ცხრება.

22 სექტემბერს “ფეისბუქის” დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი გადასცემს აშშ-ის კონგრესს მონაცემებს “რუსეთის ჩარევის” საქმეზე. “დღეს გავეცი განკარგულება, რათა გადავცეთ კონგრესს ჩვენ მიერ აღმოჩენილი რეკლამა”, _ თქვა ცუკერბერგმა ადრე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომელიც ეხებოდა “ფეისბუქის” ფეიკური აკაუნტების მეშვეობით გავრცელებულ რეკლამას. ამ საქმით თითქოს რუსები იყვნენ დაკავებულნი აშშ-ის ხელმძღვანელის არჩევნებში ჩარევის მიზნით.

“ფეისბუქის” დამფუძნებელმა აღიარა, რომ თანამშრომლობს ამერიკის ხელისუფლებასთან აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაში. მისი თქმით, სოცქსელი თვეების განმავლობაში გამოიძიებდა “რუსეთის ჩარევის” კვალს. “მე არ მსურს, რომ ვინმემ გამოიყენოს ჩვენი შესაძლებლობანი დემოკრატიის საზიანოდ”, _ განაცხადა მან. მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ვერ შეძლეს ყალბი აკაუნტების რუსეთის რეკლამასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვება.

იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სოციალურ ქსელებში პოლიტიკური რეკლამა არასოდეს განუთავსებია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here