Home რუბრიკები პოლიტიკა РИА Новости: მარინ ლე პენი სანქციების წინააღმდეგია

РИА Новости: მარინ ლე პენი სანქციების წინააღმდეგია

3054
მარინ ლე პენი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიწვევით მოსკოვში ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა 24 მარტს განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ანტირუსული შავი სიების კატეგორიულად წინააღმდეგია.

“მე ყოველთვის გამოვდიოდი კონტრპროდუქტიული სანქციების წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ პარლამენტარებისთვის ერთმანეთთან დალაპარაკების აკრძალვა დემოკრატიული უფლებების შელახვაა. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ, დავიცვა პოზიცია, რომელიც შავი სიების გაუქმების წინააღმდეგაა მიმართული, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც საფრანგეთის ტერიტორიაზე”, _ თქვა მან სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრაზე. ხაზი გაუსვა, რომ შავი სიები ბრიუსელის გავლენით არის შედგენილი.

“არ გვჯერა დაშინების დიპლომატიის, არც სანქციების დიპლომატიის, არც შანტაჟის დიპლომატიის, რომელთაც, სამწუხაროდ, ევროკავშირი სულ უფრო ხშირად მიმართავს რუსეთის ფედერაციისა და თავისი წევრების წინააღმდეგ”, _ აღნიშნა მან.

იგი მომხრეა, რუსეთმა და საფრანგეთმა გააერთიანონ ძალები საერთო მტრის, კერძოდ, ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

“ეროვნული ფრონტის” ლიდერი მარინ ლე პენი მიიღო ვლადიმირ პუტინმა.

ფრანგი მემარჯვენეების ლიდერის განცხადებით, სანიმუშოა რუსეთის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. ლონდონში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ევროპა და მათ შორის საფრანგეთი, ამ სენისგან დაცული არ არის.

პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტად უნდა გაიაზრონ შექმნილი მდგომარეობა და გააერთიანონ ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამასობაში საფრანგეთის ამომრჩეველთა 43 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად.

გაურკვეველი ამომრჩევლების ასეთი მაღალი პროცენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მეხუთე რესპუბლიკის ისტორიაში არასოდეს ყოფილა.

ამომრჩევლების 63 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას ლე პენს მისცემს. მისი პოტენციური კონკურენტი, როგორც ჩანს, იქნება ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაკრონი, რომელსაც ამომრჩეველთა გაცილებით ნაკლები პროცენტი უჭერს მხარს.

მემარჯვენე ცენტრისტის _ ფრანსუა ფიიონის პრესტიჟი, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდან ჩანს, კატასტროფულად ეცემა და იგი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატად აღარ განიხილება.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით, მარინ ლე პენის პარტიის ფინანსური დახმარების საკითხი შეხვედრაზე არ მოიაზრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here