Home რუბრიკები საზოგადოება ПОЗОР!

ПОЗОР!

28 თებერვალს ტელეარხალტინფოსგადაცემაში, რომელიც 12 საათზე დაიწყო, ჟურნალისტმაშერიგების ყოფილ მინისტრპაატა ზაქარეიშვილს სთხოვა, შეეფასებინა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ომში ჩაბმული უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაზე პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა:

_ ეს იყო სირცხვილი. არა, რუსულად უფრო კარგად გამოითქმის _ ПОЗОР!

ПОЗОР -ი ძველი სლავური სიტყვაა და ნიშნავს “სანახაობას”, რომელმაც შემდგომ სხვა მნიშვნელობა შეიძინა: “ვიღაცის სამარცხვინო, დამამცირებელი მდგომარეობა, რომელიც იწვევს ზიზღს, სიძულვილს”.

ვეკითხები საზოგადოებას _ თავისი აღნაგობით, აზროვნებით, მეტყველებით, განვლილი ცხოვრებით, რომელს უფრო შეესაბამება სიტყვა სამარცხვინო _ პაატა ზაქარეიშვილს თუ ირაკლი ღარიბაშვილს?

ჩემი ღრმა რწმენით, ძველსლავურად რომ ვთქვათ, სამარცხვინოდ გამოიყურება პაატა ზაქარეიშვილი, მისიშერიგების მინისტრობაკი იყო არა მისი, არამედ მისი ამ პოსტზე დამნიშნავთა სირცხვილი. ეს ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა დაუშვეს, ხოლო ПОЗОР იყო ქართველი ერის სახელითა და ქართულად ვერმოლაპარაკე პაატა ზაქარეიშვილის გამოჩენა საზოგადოებაში. ბატონო ირაკლი, უხერხულებას ვერ გრძნობთ თქვენი მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში ასეთი სამარცხვინო არსების მოყვანის გამო?!

თქვენი გამოსვლა ომში ჩაბმული უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაზე ნამდვილად ეროვნულ პრინციპებზეა დამყარებული და ვხედავ, რომ საქართველოს ძლივს ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამიერიდან აღარ დაუშვებს იმ ПОЗОР -ს, რომელიც მინისტრად პაატა ზაქარეიშვილის დანიშვნით დაგემართათ.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here