მთავარი ახალი ამბები ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ (ფოტოები)

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც წარსულში სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ (ფოტოები)

2150
გააზიარეთ

ვარსკვლავების უმრავლესობა, სანამ ცნობილი და წარმატებული გახდებოდა, თავს სულ სხვადასხვა გზით ირჩენდა – ზოგიერთს მოსაწყენი, რუტინული საქმე ჰქონდა, ზოგს კი პირიქით.

წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც წარსულში ეგზოტიკური მოცეკვავეები, უფრო პირდაპირ რომ ვთქვათ – სტრიპტიზიორები იყვნენ:

კარმენ ელექტრა

მაშველების ვარსკვლავი 90-იანი წლების დასაწყისში, მანამ, სანამ ჰოლივუდში შეაბიჯებდა, კარიერას სტრიპტიზ კლუბში იკეთებდა. მოგვიანებით მან ეგზოტიკურ ცეკვებთან შეჯერებული ფიტნეს აერობიკის კოლექციაც კი გამოუშვა.

ბრედ პიტი

ასეთი სხეულის პატრონისაგან გასაკვირი სულაც არ არის, რომ საკუთარი ძალები სტრიპტიზში მოსინჯა. ის მისურის უნივერსიტეტში, კოლეგა მოცეკვავეებთან ერთად სტუდენტ გოგონებს წვეულებებზე განსაკუთრებულ შოუს სთავაზობდა.

ლედი გაგა

მომღერალი და ამერიკული საშინელებათა ისტორიის მსახიობი სტრიპტიზით 18 წლიდან იყო დაკავებული. როგორც თავად იხსენებს მისი შოუები განსაკუთრებული სექსუალურობით გამოირჩეოდა. ამავე პერიოდში მის ცხოვრებაში გაჩნდა ნარკოტიკებიც და, სწორედ ამიტომ, ვარსკვლავს ამ პერიოდზე საუბარი მაინც და მაინც არ უყვარს.

ხავიერ ბარდემი

დედა!-ს ვარსკვლავს სტრიპტიზიორობის ყველაზე ხანმოკლე გამოცდილება აქვს. როგორც თავად იხსენებს, ეს მხოლოდ 10 წუთის მანძილზე გაგრძელდა, მისი მაყურებელი კი დედამისი იყო. საკმაოდ უცნაურად ჟღერს, არა? ვფიქრობთ, ხავიერმა ნამდვილად სწორი ნაბიჯი გადადგა უფრო შორს რომ აღარ შეტოპა.

ჩენინგ ტატუმი

ამ შემთხვევაში, სტრიპტიზის გამოცდილება და საცეკვაო მონაცემები საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდა, რადგან ჩენინგმა ამ გამოცდილების დამსახურებით, როლი მიიღო ფილმში ნაბიჯი წინ. სწორედ ეს პროექტი გახდა ახალგაზრდა მსახიობის ტრამპლინი წარმატებისკენ. როგორც თავად იხსენებს, კლუბში მუშაობის დროს კარგ შემთხვევაში 150 დოლარს გამოიმუშავებდა, თუმცა იყო შედარებით ცუდი ღამეებიც, როდესაც მისი ჰონორარი 50-დან 70 დოლარამდე მერყეობდა.

კრის პრატი

როგორც აღმოჩნდა, კრის სიშიშვლე ძალიანაც მოსწონდა და გადაწყვიტა ამით სიამოვნებასთან ერთად ფულიც მიეღო, თუმცა მსახიობი იმასაც აღიარებს, რომ მისგან არც თუ ისე კარგი სტრიპტიზიორი დადგა და, უმეტესწილად, მხოლოდ მცირე ზომის წვეულებებზე საცეკვაოდ იწვევდნენ.

წყარო: adjarasinema

 

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here