Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰასან რუჰანი: ირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას

ჰასან რუჰანი: ირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას

1062
ჰასან რუჰანი

ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებით, თეირანი განაგრძობს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას და სარაკეტო პროგრამაზე მუშაობას.

“ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. 40 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი შესაძლებლობები ამ სფეროში მსოფლიოს აოცებს”, _ განაცხადა ჰასან რუჰანიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ირანს ნებართვა არ სჭირდება, საკუთარი სარაკეტო პროგრამის გასავითარებლად”.

“დღეს ჩვენი ქვეყანა უშვებს რაკეტებს, სამხედრო თვითმფრინავებს, ხომალდებსა და წყალქვეშა ნავებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ანუ ყველაფერს, რაც ირანის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება”, _ დასძინა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here