Home სხვადასხვა დაიჯესტი ჰაილ ჰიტლერ! ზიგ ჰაილ!

ჰაილ ჰიტლერ! ზიგ ჰაილ!

2107
ამხანაგური მატჩი

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი შეეცადა, პარალელი გაევლო ფაშისტურ გერმანიაში 1936 წელს ჩატარებულ ოლიმპიადასა და რუსეთში მიმდინარე წელს გასამართ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს შორის, აშშში რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა 1936 წელს ინგლისსა და გერმანიას შორის ბერლინში გამართული ამხანაგური(!) მატჩის ამსახველი ვიდეო.

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ ესალმებიან ტრიბუნაზე შეკრებილ საზოგადოებას ინგლისელი ფეხბურთელები ნაცისტური ჟესტით _ მარჯვენა ხელის მაღლა აწევით. აღსანიშნავია, რომ ეს ამხანაგური(!) მატჩი გაიმართა მსოფლიო ომის დაწყებამდე 1 წლითა და 4 თვით ადრე _ 1938 წლის 14 მაისს.

ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ თვით ბრიტანელები წერდნენ სოციალურ ქსელებში, რომ ჯონსონის განცხადება ფარისევლობის აპოგეაა.

ნიკა კორინთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here