Home რუბრიკები პოლიტიკა “ჯოგი” და “გუნდი” კობახიძისა და ძმათა მისთა შესრულები

“ჯოგი” და “გუნდი” კობახიძისა და ძმათა მისთა შესრულები

1475
კობახიძე-ივანიშვილი

მიდგომა, როდესაც ადამიანები ნათქვამის შინაარსზე მეტად მთქმელის პერსონას აქცევენ ყურადღებას, ახალი ნამდვილად არ არის. ამის ნათელი დასტურია უძველესი გამოთქმა: “ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს”. თუმცა, წესით, როდესაც საზოგადოება ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს, მაშინ პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ ნორმალურთან მიახლოებულ სახელმწიფოს მაინც ააშენებს.

ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ რეალობაშიც არ არის ახალი ასეთი “ორმაგსტანდარტიანობა”, თუმცა გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის _ ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში წარმოთქმულმა ფრაზამ ნათლად წარმოაჩინა, რა ავადმყოფობა სჭირს ქართველი საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილს. უფრო ზუსტად, მძიმე საზოგადოებრივი სნეულება ირაკლი კობახიძის მიმართ ამ ფრაზის წარმოთქმის გამო ატეხილმა ლანძღვა-გინების კორიანტელმა წარმოაჩინა. არ იფიქროთ, ბატონი თავმჯდომარის კბილებით დაცვას ვაპირებდე. პირიქით _ ეს ადამიანი, ჩემი აზრით, ნაცებზე უფრო მეტად დასასჯელია და პასუხისგებაში მისაცემი. გასაოცარია ის, რომ ირაკლი კობახიძეს ისეთი ადამიანები ლანძღავენ, რომლებიც, უკვე 7 წელიწადია, მონდომებით უკრავენ ტაშს ბიძინა ივანიშვილის ზუსტად იმავე გამონათქვამებს.

თანაც ივანიშვილის ფრაზები არა მხოლოდ შინაარსობრივად, ლამის სიტყვასიტყვით ემთხვევა ირაკლი კობახიძის ფრაზებს (თუ პირიქით). იმის თქმა მინდოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ივანიშვილი იმავე შინაარსს სხვა სიტყვებით გადმოსცემდა, ხოლო კობახიძე _ სხვა სიტყვებით, შესაძლოა, დაუფიქრებელი “ობივატელი” ვერც კი მიმხვდარიყო, რომ ისინი ერთსა და იმავეს ამბობენ და ამით მაინც გაგვემართლებინა მათი ლაქუცი ბიძინასადმი და აგრესია კობახიძისადმი.

არადა, სწორედ ეგაა მთელი უბედურება, რომ ბიძინასა და ირაკლის ფრაზებში არა მხოლოდ შინაარსი, არამედ სიტყვებიც კი იდენტურია.

* “შეიცვალა თავად სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და, თუ ადრე იყო ათასი ცუდი ქეისი, დღეს არ არის არც ერთი ცუდი ქეისი. ანუ, თუ ადამიანები ადრე აკეთებდნენ ცუდ საქმეებს, იგივე ადამიანები ახლა აკეთებენ კარგ საქმეებს. ამიტომ ვერ ვხედავ პრობლემას ამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაში _ ეს ირაკლი კობახიძემ თქვა ინგა გრიგოლიას გადაცემაში რამდენიმე დღის წინათ (ისე, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, გამართული ქართულით ლაპარაკიც მოეთხოვება _ რედ.).

* “ჩვენ ჩვენი დემოკრატიით უნდა გავაოცოთ მსოფლიო. ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ბოროტებას, კი არ უნდა გავწიროთ, არამედ ვეცადოთ, რომ დავაყენოთ სიკეთის გზაზე. თავიდან ბოლომდე ცუდი ადამიანი არ არსებობს. არსებობს ცუდი სისტემა, რომელიც ადამიანებს აკეთებინებს ცუდ რაღაცებს. ხოლო, თუ ჩვენ შევცვლით სისტემას და სისტემა არ აიძულებს ადამიანებს, ცუდი საქმეები აკეთონ, მაშინ ისინი კარგ საქმეებს გააკეთებენ _ ეს კი ბიძინა ივანიშვილმა თქვა 2013 წელს პრესკონფერენციაზე.

თუ თქვენ აქ იოტისოდენა განსხვავებას მაინც ხედავთ, მითხარით, არ დამიმალოთ!

ირაკლი კობახიძე, როდესაც საუბრობს “გაკარგებულ ცუდ მოსამართლეებზე”, ფაქტობრივად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის “გენერალურ ხაზს” მიჰყვება და სხვა არაფერი. აი, სწორედ ამიტომ არის გასაოცარი, რომ ირაკლი კობახიძეს გულამოვარდნილები ლანძღავენ და აგინებენ ის ადამიანები, რომლებსაც ერთ სიტყვასაც ვერ ათქმევინებ გადაბრუნებულს ბიძინა ივანიშვილზე.

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ სწორედ იგივე ადამიანები გვიწოდებდნენ “ბოღმიანებს”, “შურიანებს”, “უმადურებსა” და “დაუნახავებს” მეც და არაერთ ჩემს თანამოაზრეს მაშინ, როდესაც 2013 წელს პირდაპირ ვთქვით: გაკარგებული ცუდი ადამიანების თეორია არის უზნეობა და, თუ ივანიშვილი შეეცდება, სახელმწიფო უზნეო პრინციპებით აშენოს, მაშინ მას ეს სახელმწიფო თავზე ჩამოემხობა-თქო. კი, ბატონო, არავინ ითხოვს რეპერესიებს, მოსამართლეების თუ კიდევ სხვა სფეროს წარმომადგენლების დაპატიმრებას, ციმბირში გადასახლებას და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანებს საერთოდ არ მოსთხოვო პასუხი და თუნდაც მინიმალური _ თანამდებობრივი დაქვეითებით მაინც არ დასაჯო, ის კი არა, დააწინაურო კიდეც ან უვადოდ დანიშნო მოსამართლეებად _ ეს მართლაც უზნეობაა!

ასე, ვანო მერაბიშვილიც, ბაჩო ახალაიაც და სხვებიც, იგივე ციხის “ნადზორები” რაკი ადრე ემსახურებოდნენ “ცუდ სისტემას”, გამოვყაროთ ახლა გარეთ _ ეგებ “კარგ სისტემას” კარგად ემსახურონ, რა ვიცით?!

სინამდვილეში, საქმეც ის არის, რომ “მოთაფლულ ნაცებად” და “ვერმოთაფლულ ნაცებად” ადამიანების დაყოფა, რაც, ჩემი აზრით, თვით სამოქალაქო ომზე, შეიარაღებულ სამოქალაქო დაპირისპირებაზეც კი გაცილებით უარესია.

ნაცები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს ერთ ადგილზე აკოცეს, “სისტემის მსხვერპლნიარიან, ხოლო, რომლებმაც არა _ “გადასაშენებელიდაგამოსაქანებელინაცები.

როგორც ჩანს, ხსენებულმა მოსამართლეებმა ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ისინი უკვე ბოლომდე არიან “მოთაფლულები” და ივანიშვილის დაკვეთებს ისევე პირნათლად შეასრულებენ, როგორც მიშას მითითებებს ასრულებდნენ თავის დროზე. ასეთი “ისპალნიტელები” კი ბიძინას მსოფლმხედველობის კაცებს მუდამ სჭირდებათ.

აი, ეს არის მთელი “ფილოსოფია”, რაც კობახიძის პირით მხოლოდ ხმოვანდება და არაფერი არ არის იმაზე სახალისო და თანაც ტრაგიკული საყურებელი, როგორ ასხამენ მთელ ტალახს ირაკლი კობახიძეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან მარტოდენ გაიმეორა ზუსტად ის სიტყვები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი, 7 წელიწადია, ლამის ყოველდღე ამბობს.

სხვათა შორის, ეს ნაცების ყოფილ ჟურნალისტებსაც ეხებათ. მაგალითად, “სიცრუის მანქანის”, ე.ი. “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ შეფ ნინო შუბლაძეს, რომელსაც თავის დროზე სასტიკად ლანძღავდნენ, ხოლო როგორც კი ბიძინამ პირადად “გადმოიბირა”, ზუსტად იმავე მლანძღველებმა უცებ განაცხადეს: ნინო შუბლაძე ყველაზე გაწონასწორებული და თავშეკავებული ჟურნალისტი იყო ნაცების პერიოდშიო. არადა, ნინო შუბლაძე სწორედ დანარჩენითავშეუკავებლებისუფროსი გახლდათ და ამიხსენით ერთი, რანაირად შეიძლება, “თავშეკავებულიუფროსი მართავდესთავაშვებულთა” “სიცრუის მანქანას”?!

საილუსტრაციოდ ასევე გამოდგება “კანაფის სკანდალიც”. გემახსოვრებათ ადამიანები, რომლებიც ორგანიზაცია “გირჩს” უკანასკნელი სიტყვებით თათხავდნენ იმიტომ, რომ კანაფის ლეგალიზაცია მოითხოვეს. მათ “საქართველოს გადაშენების მოსურნეებს” უწოდებდნენ და ა.შ. ხოლო, როდესაც ბიძინა და ბერა ივანიშვილებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ კანაფის ლეგალიზება კარგია და მისასალმებელი, სწორედ იმავე ადამიანებმა უცებ “აღმოაჩინეს” ამ ნარკოტიკის “დადებითი და სასარგებლო თვისებები”.

ტრაგიკომიკურია “ძველი ოცნებელების” ასეთი გროტესკული აღშფოთებაც ირაკლი კობახიძის სიტყვების გამო. უფრო უარეს და უხარისხო ტრაგედიაში გადავდივართ, როცა ვისმენთ კობახიძის წინააღმდეგ იმ ადამიანების მკვეთრ გამოსვლებს, რომლებმაც “ქართული ოცნების” რიგები 2016 წლის არჩევნების დროს დატოვეს (ან დაატოვებინეს).

ეს ორივე ჯგუფი რომ გავაერთიანოთ, თავისუფლად შეგვიძლია, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, გედი ფოფხაძეს, დავით უსუფაშვილს, თინა ხიდაშელს, გუბაზ სანიკიძეს, ანი მიროტაძესა და სხვებს დავუსვათ ერთი შეკითხვა: კი მაგრამ, რატომ არ გააპროტესტეთ ბიძინა ივანიშვილის ზუსტად იგივე სიტყვები 2013 წელს, თუკი ასეთი შემართებით აყენებთ კედელთან იმავე სიტყვების მთქმელ კობახიძეს?

აქ კი მიზეზად საერთოდ გამაოგნებელი რამე სახელდება _ “გუნდურობის პრინციპის პატივისცემა”. მოიცათ და, თუ ივანიშვილისგან მაგ სიტყვების მოსმენის დროს გახსოვდათ “გუნდურობა”, კობახიძის შემთხვევაში რაღატომ დაგავიწყდათ?

მართალია, უსუფაშვილ-ხიდაშელ-სანიკიძე-მიროტაძე, დიდი ხანია, ამ გუნდში აღარ არიან, მაგრამ ფენომენი იგივეა _ 2012-ში “გუნდურობის” პრინციპს აღიარებდნენ უზენაეს ღირებულებად, 2016-ში _ უკვე აღარ.

როგორც ჩანს, სწორედ “გუნდურობამ” ათქმევინა 2013-ში რესპუბლიკელ ცოლ-ქმარს, _ კოჰაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა”-ო! კიდევ ისა _ ქართული დემოკრატიისთვის უმთავრესი ამოცანა სწორედნაციონალური მოძრაობისპოლიტიკაში შენარჩუნებაა-ო! ხოლო 2016-ის მერე, თუკი ვინმემ სადმე ახსენა სიტყვა “კოჰაბიტაცია” და “ნაციონალური მოძრაობა” თუნდაც ოდნავ ლოიალურ კონტექსტში, ყველაზე დაუნდობლად სწორედ უსუფაშვილ-ხიდაშელი კორტნიან.

ამ ორ ჯგუფს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბესელიასა და მის მეგობრებს ცოტა უფრო გვიან გაახსენდათ, რომ ზნეობა და მორალი თურმე “გუნდურობაზე” წინ შეიძლება იდგეს. “არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასცდეს გუნდს და საერთო საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად იქცეს”, _ ერთ ხმაში აცხადებენ ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

კი მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ეგეთი საკითხები, რომლებიც თურმეგუნდს უნდა გასცდეს”, მხოლოდ 2019 წელსწამოტივტივდა”? 2012-დან მთელი შვიდი წლის განმავლობაში ვერც ერთი ეგეთი საკითხი ვერ დაინახეთ? რატომ იყავით ჩუმად? მაგალითად, 2016 წლის “ქართული ოცნების” საპარლამენტო ე.წ. “გამსვლელი” სია არ იყო ვითომ საზოგადოებრივი მსჯელობის ღირსი? იქ ბევრივანო ზარდიაშვილირომ ეწერა, ამაზე რატომ არ გამოხატეთ ხმამაღალი პროტესტი და რატომ არ შეუტიეთ ბიძინა ივანიშვილს ზუსტად ისე, როგორც ახლა ირაკლი კობახიძეს უტევთ?

აჰ, მაშინ “გუნდურობა” იყო მთავარი და მხოლოდ ახლა გახდა ადამიანობა მთავარი? “მე შიგნით გუნდში ყოველთვის ვაპროტესტებდი” _ ეს თავის მართლება არ ითვლება. თუ მაშინ “შიგნით” აპროტესტებდი, ახლა რატომ აპროტესტებ “გარეთ”? იმიტომ, რომ მაშინ ბიძინამ თქვა და ახლა კობახიძემ?

სინამდვილეში, ბატონებო, რა პასუხიც უნდა გასცეთ რიტორიკულ კითხვებს, რაც არ უნდა მოიგონოთ და რითაც უნდა შეეცადოთ თავის მართლებას, ყველა მაინც შესანიშნავად ხვდება _ თქვენ პრინციპები, მორალი, ზნეობა მხოლოდ მაშინ გახსენდებათ, როდესაც პირადად შეგეხებათ რამე ან ასეთიპირადი შეხებისსაფრთხეს იგრძნობთ. მანამდე კი არავითარ დისკომფორტს არ გიქმნითერთ გუნდში” “ზარდიაშვილებთანერთად ჯდომა. სწორედ ამის ლოგიკური გაგრძელებაა დღეს ქვეყანაში შექმნილიზნეობრივიპრობლემები.

თუ არა, მაშ, ველი თქვენგან ცხად და კონკრეტულ პასუხს _ რისი გულისთვისაც ასე გამეტებით ლანძღავთ და აგინებთხარს”, ზუსტად იმის გულისთვის, 7 წლის წინათ ან თუნდაც მომდევნო წლებში, რატომ არ განუდექითიუპიტერს”?

აი, “გუნდს” რაც შეეხება, აქ მხოლოდ ერთსღა შეგახსენებთ: იქნებ კარგად დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რომ გუნდიდაჯოგისხვადასხვა რამეა დაჯოგურიმოქცევისგუნდურობადგასაღება ტრაგიკომიკური სპექტაკლია და სხვა არაფერი!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here