Home სხვადასხვა დაიჯესტი ხუთი ფრანგი ტურისტი ნორვეგიელი ქალიშვილის ჯგუფური გაუპატიურებისთვის დააკავეს

ხუთი ფრანგი ტურისტი ნორვეგიელი ქალიშვილის ჯგუფური გაუპატიურებისთვის დააკავეს

632
ხუთი ფრანგი ტურისტი ნორვეგიელი ქალიშვილის ჯგუფური გაუპატიურებისთვის დააკავეს

მოძალადეები 18-19 წლისანი არიან. ბენიდორმში (ესპანეთი) დააპატიმრეს ხუთი ფრანგი ტურისტი. პოლიციას ეჭვი აქვს, რომ მათ ჯგუფურად გააუპატიურეს 20 წლის ნორვეგიელი გოგონა, _ იუწყება Daily Mail.

ვარაუდობენ, რომ გაუპატიურების აქტი განხორციელდა დასასვენებელ სახლში, რომელშიც ფრანგები იყვნენ განთავსებულნი.

ყმაწვილები, ისევე, როგორც მათი მსხვერპლი, შინ უნდა გაფრენილიყვნენ, მაგრამ მათი რეისის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაიდო. დაზარალებულმა ქალიშვილმა განაცხადა, რომ მან და მისმა მეგობარმა ფრანგი ტურისტები სოცქსელებით გაიცნეს. გაიმართა ინტენსიური მიმოწერა, რომლის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ ბენდორმში (ესპანეთი). გასეირნების შემდეგ ბიჭებმა გოგონები მიიწვიეს იმ დასასვენებელი სახლის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. კარგად იმხიარულეს. ამ ხალისიან გარემოს რაღაც გარკვეული მიზეზით მეგობარ გოგონათაგან ერთ-ერთი გამოეყო და თავისი საქმის გასაკეთებლად წავიდა.

თითქოს ამას ელოდნენო და ნორვეგიელი ტურისტები იქ დარჩენილს მივარდნენ.

ადგილობრივმა ექიმებმა დაადასტურეს ჯგუფური გაუპატიურების ფაქტი. რამდენიმე საათში გამაუპატიურებლები დააპატიმრეს.

ხუთივე ტურისტი უარყოფს გაუპატიურების ფაქტს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here