Home რუბრიკები საზოგადოება ხმა ხალხისა, ხმა ერისა “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის გასაგონად!

ხმა ხალხისა, ხმა ერისა “ქართული ოცნების” და პირადად ბიძინა ივანიშვილის გასაგონად!

30 წელიწადია, ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ, სხვის დაკრულზე ვცეკვავთ, ვერ ვეღირსეთ ნორმალური, პატრიოტული მთავრობის ჩამოყალიბებას

1130
სალომე ზურაბიშვილი

ყოველი დიდი საქმის წინ, განსაკუთრებით, როცა წარმატება გაურკვეველია, დაფიქრება, გააზრება, განსჯა და შეფასებაა საჭირო. ამ ისტორიულმა კატაკლიზმებმა საფიქრალი ბევრი რამ გაგვიხადა, გასააზრებელიც ბევრი გვაქვს, განსასჯელიც და შესაფასებელიც და, თუ არ გავითვალისწინებთ, შეცდომა გარდაუვალია. მაგრამ არის შეცდომა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია და დღეს ღმერთმა კიდევ ერთხელ მოგვცა ამ შეცდომის გამოსწორების შანსი, რათა იგი ცოდვაში არ გადაიზარდოს. ქართული ანდაზაა: “ცოდვა გამხელილი სჯობსო”. არადა, რამდენი ცოდვა გვადევს კისერზე ამ 15 წლის განმავლობაში

როგორც წმინდა ანტონი დიდი იტყოდა: “როცა ადამიანში ცოდვის ბუნება განქარდება, მის სულს ღმერთი ეცხადება და განწმენდს სხეულთან ერთად, ხოლო, თუკი მის სხეულში კვლავ ბატონობს ცოდვა, მაშინ ადამიანს არ ძალუძს ღმერთის დანახვა”. არადა, რამდენი ხანია, ქადაგებს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომ განვიწმინდოთ ამ ცოდვებისგან, მაგრამ არ ისმენთ მის შეგონებებს და რჩევებს. როგორი წინააღმდეგი იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების, მარიხუანის კულტივირების და სხვა უამრავი მავნებლური გადაწყვეტილების, მაგრამ ვერ დაგანახვათ სიმართლის გზა. ახლა, როცა გაგიჭირდათ, კარგად ეახელით და მოსმენას დაჰპირდით. მოუსმენთ კი?

ბევრი რამ უარყოფითი დაგვანახვა ამ არჩევნებმა _ გამოამზეურა ყველა სიბილწე და სიბინძურე, ძალადობა ფულის მეშვეობით, როცა ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა. ძალადობა ხომ ძალადობას შობს. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ნაციონალები. მე არაერთხელ აღვნიშნე “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი, “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა” მათზეა ზედ გამოჭრილი. ერთი ინგლისური ანდაზისა არ იყოს: “კაცისა ნამდვილი საცდელი ქვა უბედურებაა”. ჩვენ კი არც ნამდვილმა საცდელმა _ “ცოცხმაგვასწავლა ჭკუა. ჩვენთვის ეს გავლილი უბედურება არც გონებით და არც დროით არ განიკურნება, ხოლო წამალი _ “სამართლიანობის აღდგენა” _ “ოცნებამდაგვიმალა და ამ უბედურების თმენაში კოაბიტაციაში გვამყოფებს და ვართ მისი შემყურე. როდემდის, ჩემო ქვეყანავ?! მაგრამ არის ასეთი ბიბლიური შეგონება: “ღმერთი სამუდამოდ არც უბედურებაში ტოვებს ადამიანებს, რათა სრულად უღონონი არ შეიქნან”. როდემდე უნდა ვიყოთ ამ მაფიოზური კლანების, პარტიებისა თუ მთავრობის შემხედვარე, რომლებიც ასეთ სიდუხჭირეში ამყოფებენ ხალხს? მთავრობავ, ამ არჩევნების შემდეგ მაინც თუ შეისმენ ხალხის გასაჭირს?

ქართველი კაცი არ გამოვა პროტესტით ქუჩაში, შიმშილითაც რომ კვდებოდეს. ძალზე თავმოყვარეა. ის კი არა, ქუჩაში დადგმულ სანაგვეში რომ იქექება, ასე გაუხადეთ საქმე, აქეთიქით იყურება არ შემნიშნონო, ხოლო მეტროსა და ქუჩაში რომ დგას სამათხოვროდ, ან თავი აქვს ჩაღუნული, ან თვალებზე ხელი აფარებული. “ქართულო ოცნებავ”, თქვენ სად დაკარგეთ თავმოყვარეობა ან რამ დაგიბრმავათ თვალები, ყოველივე ამას რომ ვერ ხედავთ?! ეხლა მაინც დაინახეთ, რომ 60%-ზე მეტი ამომრჩეველი არ გაძლევთ ხმას და ვინც მოგცათ, ისიც გაიყავით 17 პროცენტებად…

როგორც ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა: “ადამიანები, პიროვნებები თითქმის ყოველთვის ტყუიან; ხალხი, ერი ყოველთვის მართალია”, ხალხი, რომელიც თქვენ არაფრად ჩააგდეთ, როგორც კი სამთავრობო სკამებში მოიკალათეთ. არის ასეთი გამონათქვამი: “მთავრობა რომ გამოგეკიდება, წახვალ, ხალხში დაიმალებიო; მაგრამ, ხალხი თუ გამოგეკიდა, ვერსად ვერ დაიმალებიო”. რატომ გაიხადეთ დასამალად საქმე? არადა, დასამალი კი არა, დასაკარგები ხართ.

მთავრობას ხალხის მაჯაზე უნდა ედოს ხელი და ხალხს უსმენდეს. თქვენ კიდევ, ხალხის ნაცვლად, ვიღაც გადამთიელებს შესციცინებთ თვალებში ურცხვად და უთავმოყვარეოდ.

ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რეფერენდუმის საშუალებით ქვეყნის ყველა საჭირბოროტო საკითხი. რა შეიქმნა ერთი რეფერენდუმის ჩატარება, გვინდა თუ არა ნატო. ხალხის სახელით რომ სპეკულირებთ, თითქოს მისი სიყვარულით დღედაღამე არ გძინავთ და როცა გძინავთ, მაშინაც ნატო გესიზმრებათ.

უნდა გადაიხედოს ცხრავე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, ყველა ჩოხასავით თავის-თავზე რომ ირგებდა; შეფასდეს მათი ღვაწლი, ხალხმა, ისტორიამ უნდა იცოდეს მათი სახელები და ნამოქმედარი. რა შეიქმნა ერთი ნორმალური კონსტიტუციის მიღება?! 30 წელია, ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ერთსა და იმავე სახეებს ვუყურებთ, სხვის დაკრულზე ვცეკვავთ, ვერ ვეღირსეთ ნორმალური, პატრიოტული მთავრობის ჩამოყალიბებას. რამდენი პარტია, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენი მუქთა მჭამელია ამ ქვეყანაში, რომლებიც თქლაფენ ამ ჩვენს ბიუჯეტს, გრანტებსა და სხვადასხვა დახმარებას. საგარეო ვალმა 15 მილიარდს გადააჭარბა. სად წაიღეთ ეს ფული ან ვის უტოვებთ გადასახდელად? ან კი დარჩება ვინმე საქართველოში მისი გადამხდელი?

“ოცნების” წარმომადგენლები ახლა გაიძახიან: ხალხს უნდა მოვეფეროთ და მოვუსმინოთო, რადგან ჩვენს შეცდომებზე მკაფიო გზავნილები მივიღეთო, მაგრამ ჯერ გასარკვევია: რაა მათი შეცდომები და რა დანაშაული. პენსიონრებს რომ პენსია მოუმატოთ, იმისთვის ვერ მოიცალეთ, ხელფასებსა და დანამატებს ხომ მალ-მალე იმატებთ და იღებთ? არადა, 700 ათასი პენსიონერის ზურგზე დგახართ, რომლებიც ხმას გაძლევენ და მათ უნდა გადაგარჩინონ? ახალგაზრდები თქვენი უნიათობით დაკარგეთ, ისეთ სწავლა-განათლებას აძლევთ.

ამას წინათ ერთმა მეგობარმა დამირეკა თბილისიდან, _ როგორ ხართ გურულებიო. როგორ და საფლავები გათხრილია, გურულები გამზადებული შიგ ჩასალაგებლად, მაგრამ მიწის დამყრელი არაა არავინ, რადგანაც ყოველი მეორე სახლი დაკეტილია და პატრონი გადახვეწილია ლუკმაპურის საშოვნელად, ვინ იცის, სად. ყოველი მეორე სახლი იყიდება, ყოველ მეორეში სიღარიბე და სიღატაკე სუფევს. ქვეყნის საფუძველთა საფუძველი _ ოჯახი მოშლილია. გადარდებთ კი ეს ვინმეს მთავრობაში?

საქართველოს ბევრჯერ ჰქონია ძნელბედობის ჟამში. ეს არჩევნებიც ჩვენი ბედისწერაა, ღმერთმა ინება. ახლა ჩვენი ბედი ჩვენივე გადასაწყვეტია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა: “ურმით დადის ბედისწერა, რაც არ უნდა ირბინო, ბოლოს მაინც წამოგეწევა” და წამოგვეწია კიდეც.

იყო ასეთი გამონათქვამი: “კადრები წყვეტენ ყველაფერს”. სამწუხაროდ, გაივსო, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური სახელისუფლო შტოები უნიათო, უპასუხისმგებლო და უვიცი კადრებით. ახლაოცნებაგვიხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ გვერდით ვიდექით და ვიბრძოდით. ეს იმ დროს თავგანწირვა იყო, ვინაიდან, წაგების შემთხვევაში, დანდობას არავინ ველოდით. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გამოიყენეთ და მიატოვეთ. ეს იყო თქვენი შეცდომაც და დანაშაულიც, რომლის მოსავალსაც დღეს იმკით.

ეს წერილი იმ ჩემი ხალხის გამოძახილიცაა, რომლებიც უსამართლოდ იჩაგრებოდნენ და იჩაგრებიან.

მიუხედავად ყველაფრისა, დღეს შურისძიების დრო არ არის. გვერდით უნდა დავუდგეთ “ოცნებას”, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რათა კვლავ უსამართლობისა და ბოროტების ჭაობში არ ჩავეფლოთ. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აწუხებს და ადარდებს ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი, ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს!

როცა ამ სტრიქონებს ვწერ, მრცხვენია და თანაც მეტირება, ეს ჩემი ლამაზი, მშვენიერი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა რა დღეშია, რამ მიგვიყვანა აქამდე, ვინ ჩაგვაგდო ამ დღეში.

კარგად უთქვამს ვაჟას: იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედისწერასა”.

მე მგონი, ქართველ ხალხს ეყოფა იმდენი ჭკუა და გონება, რომ ჩვენი ბედისწერა აზრიანი და საიმედო გავხადოთ, თავისუფლებასაც მაშინ მივიღებთ, როცა უზენაეს ძალაუფლებას ხალხი განკარგავს. ამ გამარჯვებით კი გვეძლევა შანსი მისი დაუფლების, ხოლო ბედნიერება ბრძოლისა და კეთილი სურვილების გარეშე არ მოდის, თუ გვინდა ვიცხოვოთ თავმოყვარეობის ქვეყანაში.

ვიყოთ ბაირახტარი ამ საბოლოო გამარჯვების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

პატივისცემით,

ჯონი ციცნაძე,

ბიოლოგიურ

მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here