Home რუბრიკები ეკონომიკა ხისტი “ბრექსიტი” დიდ ბრიტანეთს 80 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება

ხისტი “ბრექსიტი” დიდ ბრიტანეთს 80 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება

1301
ბრიტანეთი

ევროკავშირიდან გამოსვლა სრულფასოვანი სავაჭრო შეთანხმების გარეშე დიდ ბრიტანეთს 80 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება, ნათქვამია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გასაიდუმლოებულ გაანგარიშებაში, რომელიც The Guardian -ისა და სხვა მედიასაშუალებებს ხელთ ჩაუვარდა.

სამთავრობო ეკონომისტების გათვლით, ბიუჯეტის დეფიციტი მომდევნო 15 წელიწადში 120 მილიარდი ფუნტით გაიზრდება. თუმცა, ისიცაა, რომ “ბრექსიტის” დადებითი ეფექტი, მათ შორის, ევროკავშირის ბიუჯეტში შესატანი თანხის არგადახდა, ქვეყანას 40 მილიარდს დაუზოგავს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ხისტი “ბრექსიტი” დიდი ბრიტანეთის ცალკეულ რაიონებში სამომხმარებლო ფასების 21 პროცენტით გაძვირებას გამოიწვევს. ყველაზე მეტად დაზარალდება ის რეგიონები, რომლებმაც ხმა მისცეს “ბრექსიტს”. ესენია ჩრდილო-აღმოსავლეთისა და დასავლეთ მიდლენდის რაიონები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here