Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ხიზილალის 50 კგ-იანი ქილა

ხიზილალის 50 კგ-იანი ქილა

841
ხიზილალის 50 კგ-იანი ქილა

ცნობილ კურორტ ატლანტის დე პალმში (დუბაი) გინესის რეკორდი დამყარდა _ წარმოადგინეს ზუთხის ხიზილალის ყველაზე დიდი ზომის ქილა.

50-კილოგრამიანი ქილით სტუმრებს მიართვეს ზუთხის ხიზილალა და ამით დაამხეს რეკორდი, რომელიც დამყარდა 2017 წელს, როდესაც დაამზადეს 17,86 კგ-იანი ქილა. 50-კილოგრამიანი ქილას, რომლის ფორმაც იყო რომბისებური, ერქვა “კლეიტო” ცნობილი ქალღმერთის პატივსაცემად, რომელსაც, აგრეთვე, ეძახიან “ატლანტიდის დედას”.

98X74 სმ ზომის ქილა დამზადებული იყო ძალიან თხელი უჟანგავი ფოლადისგან და ჰქონდა ნაკვეთურები სპეციალური გელისთვის, რომელიც ინარჩუნებს ხიზილალასთვის საჭირო ტემპერატურას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here