მთავარი Facebook ფრაზები “წინა ხელისუფლების დროს ჩემს გათავისუფლებასაც თხოვდნენ, მან არ დამთმო! დამიცვა! დღეს კი...

“წინა ხელისუფლების დროს ჩემს გათავისუფლებასაც თხოვდნენ, მან არ დამთმო! დამიცვა! დღეს კი მე არ დავთმობ მისი შვიდშვილიანი ოჯახის სიმშვიდეს!”

4739
გააზიარეთ

მომღერალი და კომპანია „ბადაგონის“ პიარმენეჯერი ლიზა ბაგრატიონი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე კომპანია “ბადაგონის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.

“მესამე კვირაა, რაც საგანგებო რეჟიმში ვცხოვრობ! მას შემდეგ რაც ფინანსური პოლიცია შემოიჭრა ბადაგონის ოფისში, თითქოს ახალი ფურცლიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება! მტანჯავს უსამართლობის და დაუცველობის განცდა.

მწყინს, რომ გამიცრუვდა იმედები და ამდენი ადამიანის ბედი, ჯანმრთელობა და სიმშვიდე ვიღაც ჩინოვნიკებისთვის სულერთი აღმოჩნდა. თითქოს ახლობელ-მეგობრებიც შეგვიმცირდა, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანების იმხელა მხარდაჭერა მივიღეთ, რომ მივხვდით ვერაფერი მოგვერევა! საოცარი ერთიანობაა ბადაგონში. ეს ჩვენი მართლაც, რომ ოჯახი ერთად განვიცდით, ვშრომობთ და ვიბრძვით ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად!

და მაინც ყველაზე რთული ჩემთვის იმ სიბინძურეების მოსმენა აღმოჩდა, რასაც ავრცელებენ იმისათვის რომ როგორმე გაამართლონ მომხდარი. არ გავჩერდები ჩემზე და პირდაპირ ამ ბინძური ომის მთავარ სამიზნეზე გოგი სალაყაიაზე მოგახსენებთ. 

ეს “ჭორები” მის არაკეთილსინდისიერ ბიზნეს საქმიანობას და “შავ სამყაროსთან” ურთიერთობას ეხება, რასაც რა თქმა უნდა ისევე ვერ დაამტკიცებენ როგორც სამართლებრივ დავაში მათ სიმართლეს. ეს შავი პიარკამპანია ემსახურება ჩვენი ურიცხვი, ერთგული მხარდამჭერების და მთავრობისა თუ პარლამენტის შეცდომაში შეყვანას.

გოგი სალაყაია ჩემთვის სიყვარულის, ერთგულების, კაცობის და წესიერების მაგალითია. მართლაც ბედნიერება და უდიდესი სიამაყეა ის საქმ, რასაც მასთან ერთად უკვე 10 წელია ვემსახურები! ამ ადამიანმა ქართული ღვინო სულ სხვა ხარისხში და სხვა სიმაღლეზე აიყვანა. უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ფასად ბადაგონმა საოცარ წარმატებებებს მიაღწია. 600 თანამშრომელი მისი პირადი მეგობარი და თანამოაზრეა. 

რთული იყო გზა აქამდე…. ყველაფერს გაუძლო, ყველასთვის იბრძოლა. მათ შორის პირადად ჩემთვისაც.

წინა ხელისუფლების პირობებში კომპანიისთვის ყოველი შემოწმება პრობლემებით მთავრდებოდა და როგორც მე შემდგომში გავიგე სტაბილურობის ფასად ჩემს გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. მან შეძლო! დამიცვა!

არ დამთმო! დღეს კი მე არ დავთმობ მის პატიოსან სახელს, მისი შვიდშვილიანი ოჯახის სიმშვიდეს. მის, ჩემს, “ბადაგონის” ოჯახის და თქვენს მომავალ წარმატებებსა და იმ დიდ, ეროვნულ საქმეს რასაც ქართული ღვინო “ბადაგონი” ქვია, რომელიც რაც არ უნდა ხმამაღალ ნათქვამად მოგეჩვენოთ გიორგი სალაყაიას გარეშე ვერ იარსებებს!!”,- წერს ბაგრატიონი.

7 თებერვალს, კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო. 

კომპანია “ბადაგონის” 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა.

სალაყაიას მხარე დავის სასამართლოში წარმართვას ემხრობა, “გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედი” კი ამბობს, რომ წილების უკანონო მითვისება სამოქალაქო დავა არ არის და საგამოძიებო სამსახურს ამიტომ მიმართეს.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ახლანდელი მთავრობა ნაცებს ებრძოდა და თვითონ უარესად იქცევა – ბიზნესს გასაქანს არ აძლევს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here