Home სხვადასხვა Facebook ფრაზები „წამყვანებმა და სტუმრებმა არ იციან, რა არის “ფოლკლორი” ან რას ნიშნავს სიტყვა...

„წამყვანებმა და სტუმრებმა არ იციან, რა არის “ფოლკლორი” ან რას ნიშნავს სიტყვა “განვითარება”

2294

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

 “– დღეს “პრაიმშოუში” დაისვა კითხვა: უნდა განვითარდეს, თუ – არა ფოლკლორი;
– გადაცემის მონაწილეთა ერთმნიშვნელოვანი პასუხი იყო: “დიახ, უნდა განვითარდეს”.
– არავის არ გამოუხატავს ამის საწინააღმდეგო აზრი.
– უნდა ვაღიარო, რომ მეც ვიყავი ამ გადაცემაში მიწვეული, მაგრამ წინა ოთხშაბათს ჩაწერაზე მისვლა არ მომიხერხდა.
– გადაცემამ კი გამიჩინა ეჭვი, რომ მისმა წამყვანებმა და სტუმრებმა არ იციან, რა არის “ფოლკლორი” ან რას ნიშნავს სიტყვა “განვითარება” !!!
1. ცნობილია, რომ ფოლკლორი არ არის მარტო ცეკვა (ამჯერად შეგნებულად ავუვლი გვერდს ცეკვას, მაგრამ ზოგადი დასკვნა მასაც ეხება).
2. პოეტური ფოლკლორის ნიმუშია, მაგალითად, “თავფარავნელი ჭაბუკი”; მეტყვის ვინმე, ჩვენი ხალხური პოეზიის ეს შედევრი როგორ უნდა “განვითარდეს” და რას მივიღებთ ამ “განვითარების” შედეგად???
3. ქართული მუსიკალური ფოლკლორის შედევრებია ასეულობით ხალხური სიმღეა; ნამდვილად ვიცით, რომ ბევრი მათგანი წინარექრისტიანულ ეპოქაშია შექმნილი და დღემდე პირველქმნილი სახითაა მოღწეული. როგორ წაროუდგენია მავანს – “ლილეს”, “კვირიას”, “ოდოიას”, “ოროველას”, “ჩაკრულოს, “გრძელი კახური მრავალჟამიერის”…. განვითარება??? ….სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შევასრულოთ? თუ როგორ მოვიქცეთ?
4. აკი მოგახსენეთ, რომ აქ საგანგებოდ არ განვიხილავ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საკითხს; მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის მიმართაც არ მაქვს სრულიად ერთმნიშვნელოვანი პოზიცია.
5. დღეს ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური ბალეტის” სახელმწიფო ანსამბლს ინახავენ ოჯახის ბიუჯეტიდან; თუ ეს ასეა (ან კი ტყუილს რატომ იკადრებდა, თანაც ასე საჯაროდ!!!), მაშინ სირცხვილი იმ სახელწიფოს ხელისუფლებას, სადაც სახელმწიფო ანსამბლს ოჯახი ინახავს და არა – სახელმწიფო ბიუჯეტი.
– მე რომ პრემიერი ვიყო და ასეთი რამ დამბრალდეს, იმ დღესვე მივიღებდი შესაბამის გადაწყვეტილებას”.-წერს ღვინჯილია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here