მთავარი ისტორია წააკითხეთ ეს წერილი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ აწყენთ!

წააკითხეთ ეს წერილი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. არ აწყენთ!

3383
გააზიარეთ
იაკობ კედმი

რატომ იქცა რუსეთი აშშის უპირველეს მტრად

და კვლავ, ამჯერად არა მხოლოდ მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორიის პოპულარული ანალიტიკოსის, არამედსაქართველო და მსოფლიოსგანათლებული მკითხველებისთვის უკვე ცნობილი იაკობ კედმის შეფასებებს წარმოგიდგენთ მსოფლიოში დღეს მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე. პრინციპულს, უკომპრომისოსა და ზოგჯერ მოულოდნელს, მაგრამ ყოველთვის ყურადღების მისაქცევ პოზიციას.

ისტორიის გადაწერის მცდელობა

_ ისრაელის ყველა სკოლაში ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლიან ჰოლოკოსტის მემკვიდრეობას, _ ამბობს კედმი, _ მე არ მიყვარს ეს სიტყვა: რადგან რუსულად ვლაპარაკობთ, რუსული შესატყვისი უნდა ვიხმაროთ _ კატასტროფა. ისევე, როგორც ოსვენციმი ოსვენციმია და არა გერმანული აუშვიცი.

კედმი გაკვრით მიგვანიშნებს, რომ პოლონელების ინიციატივა საკუთარი ისტორიისთვის ფაშისტური ოკუპაციისდროინდელი ლაქის მოცილება გეოგრაფიული სახელების მანიპულირებით ფუჭი მცდელობაა და ძალიან ჰგავს პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ისტორიის მორგებას, რაც ფრიად გავრცელებული მეთოდია დასავლურ ისტორიოგრაფიაში. ამას აკეთებენ იმ ქვეყნის მოსახლეობის ფაშისტებთან თანამშრომლობის მისაფუჩეჩებლად, რომელიც გერმანელების მიერ დაპყრობილ სახელმწიფო წარმონაქმნებში ხორციელდებოდა.

_ ეს კანონი (ჰოლოკოსტის შედეგების სწავლების შესახებ ისრაელში) ჰგავს დიდ ბრიტანეთში შემოღებულ წესს, რომლითაც აიკრძალა ებრაელთა კატასტროფის ხსენება არა მარტო გაკვეთილებზე, არამედ საერთოდაც, რათა არ შეურაცხყონ მუსლიმი მოსწავლეების (და, საერთოდ, მუსლიმთა) გრძნობები. იმ მეთოდებს ჰგავს, რომლებსაც ორი ათასი წლის განმავლობაში სირიაში ებრაელთა წინააღმდეგ, დღეს კი, საერთოდ, რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

რუსეთს წარმოგვიდგენენ, როგორც აბსოლუტურ ბოროტებას, რომლის ბრალიცაა დღეს არსებული ყველა პრობლემა. 1990-იან წლებშიც ამას აკეთებდნენ, მაგრამ თქვენ (მიმართავს კედმი რუსულ აუდიტორიას) ამას ვერ ხვდებოდით, თუმცა აშკარად ჩანდა. რუსეთს მიიჩნევდნენ დანაშაულის ერთერთ უსაშინელეს კერად. ვერაფერი სხვა ვერ მოძებნეს და ეს დააბრალეს _ “რუსული დამნაშავეობაწალეკავსო რუსეთს.

ვინ ისარგებლა ამით ყველაზე მეტად? _ სვამს კითხვას კედმი და, როგორც სპეცსამსახურის პროფესიონალი, თავადვე უპასუხებს: MI-5-მა და აშშის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ. ისინი მოითხოვდნენ დამატებით სახსრებს რუსული მაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიმდინარეობდა რუსეთის დემონიზაცია ყველა მიმართულებით.

ანალიტიკოსი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ დღესაც იგივე მეორდება, ყველა დარგსა და სფეროში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ტოტალური ომი, მათ შორის, პროპაგანდისტულიც:

_ და როცა თქვენ აბსოლუტურ ბოროტებად გაცხადებენ, უნდა იცოდეთ, რატომ აკეთებენ ამას. აბსოლუტური ბოროტება აბსოლუტურად უნდა განადგურდეს. მას არსებობის უფლება არ აქვს.

როცა რეიგანმა საბჭოთა კავშირს აბსოლუტური ბოროტება უწოდა, იგი სწორედ ამას გულისხმობდა.

აბსოლუტურ ბოროტებად წარმოგიდგენენ დღესაც.

თქვენ როგორ რეაგირებთ?

და, როგორც გამოცდილი მკურნალი, კედმი სვამს დიაგნოზს. აცხადებს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე.

პაციენტის თანდასწრებით:

_ ბოლო პერიოდში დაიწყეთ თავის მართლება დამეტი არაფერი. თქვენ არ იბრძვით. თქმა იმისა, ასეთები არ ვართო, ბრძოლას არ ნიშნავს. თქვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, ჩხუბში თავს კი არ იცავენ, ურტყამენო! თქვენ კი თავს იმართლებთ. ასე განაგრძეთ, თუ გსურთ. (ქვეტექსტი: ვნახოთ, რასაც მოიმკით. დავაზუსტოთ პუტინის ციტატა: “ჯერ კიდევ პიტერის ქუჩების გაკვეთილიდან მახსოვს, თუ ჩხუბი გარდუვალია, პირველმა დაარტყი!”).

შვილი მამის გამო პასუხს არ აგებს, მაგრამ

_ 90-იან წლებში აშშ-ის არმიის გაერთიანებულ შტაბებს სათავეში (ხუთვარსკვლავიანი) გენერალი შალიკაშვილი ედგა. მამამისი ფაშისტური ეს-ეს-ის ქართული ბატალიონის კაპიტანი იყო, _ იხსენებს კედმი, _ იგი გაექცა (გაერიდა) წითელ არმიას, რადგან (ასე რომ არ მოქცეულიყო) ჩამოახრჩობდნენ როგორც ეს-ეს-ელს.

(კედმის შეეკამათებიან: _ შვილი მამის გამო პასუხს არ აგებს! _ უთხარით ეს ამერიკელებს, რომლებსაც სანქციების სიებში (მათთვის არასასურველი აქტორების) ოჯახის წევრებიც შეჰყავთ, _ აიცდენს კედმი. _ იაკობ, აუხსენით ოპონენტებს, რომ რაც მათ არ წაუკითხავთ, ის თქვენი დაწერილია. ეს ბლიცდაპირისპირება მოჰყვა ამერიკელი ჟურნალისტის რეპლიკას, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ შალიკაშვილის მამა თურქეთში იყო ემიგრირებული და ფაშისტებთან შეხება არ ჰქონია. მას სთხოვეს ბოლომდე ჩაეკითხა ინტერნეტში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია. წაიკითხა და ხელები ასწია: გენერალ შალიკაშვილის მამა ეს-ეს-ის ოფიცერი იყო.

ტოკშოუს მონაწილეებმა გულიანად იცინეს ამ კონფუზის გამო).

კედმი განაგრძობს:

_ რომელის შვილისგან და სხვა ნაცისტი გენერლების შვილებისგან განსხვავებით, მას (გენერალ შალიკაშვილს) არავითარი სინანული არ გამოუთქვამს მამის წარსულის გამო. არ დაუგმია. მაგრამ ეს წმინდა ამერიკული პრობლემაა.

ახლა სხვა საკითხის შესახებ.

დღეს ამერიკული ტანკები მოსკოვიდან 700 კილომეტრში დგანან. ტანკები გერმანულია, რაც ფრიად ყურადსაღებია. ხოლო F-16-ების ესკადრილიას 10 წუთი დასჭირდება ლენინგრადიდან (პეტროგრადიდან, სანკტ-პეტერბურგიდან) მოსკოვამდე მანძილის დასაფარავად.

რეალური, პრაქტიკული შეტევა რუსეთის წინააღმდეგ (ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ შეტევასთან ერთად) დაიწყო თბილისში 2004 წელს, როცა თქვენ (რუსეთმა) მათ (დასავლეთს) მხარი დაუჭირეთ და აიძულეთ აბაშიძე, დაეტოვებინა აჭარა

ჯერჯერობით, დებიტ-კრედიტის ბალანსს თუ შეაჯერებთ, გაურკვეველია, რა შედეგებს მიაღწიეთ. იმათ (დასავლეთს) აქვთ: ბალტიისპირეთიც, კავკასიაც, ყაზახეთთან დაწყებული ფლირტიც, უზბეკეთთან არშიყი. არავინ იცის, საით შეაბრუნებენ ავღანეთს. ვინც ფიქრობს, რომ ამერიკელები ავღანეთით არიან დაინტერესებული ავღანეთისა და პაკისტანის გამო, ზემიამიტია.

ბოლოს: მხოლოდ თავდაცვა სასურველ შედეგს არ მოგვცემს.

მაშ, რა ვაკეთოთ?

იაკობ კედმი ფიქრობს, რომ პასუხი ამ ტრადიციულ შეკითხვაზე რუსეთმა უკვე მიიღო უახლესი ისტორიის გაკვეთილით:

_ ადამიანს, რომელსაც სჯეროდა, რომ სახელმწიფო საკუთარი ძალებით ვერაფერს გააკეთებს, მიხეილ გორბაჩოვი ერქვა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მან ყველაფერი დაუთმო დასავლეთს. მიაჩნდა, რომ ყველა საშინაო პრობლემას სწორედ ასე და ამით გადაწყვეტდა, ხსნა მხოლოდ დასავლეთიდან მოვიდოდა.

მაგრამ მოვიდა სხვა ამხანაგი (ელცინი), რომელსაც საგარეო პოლიტიკა არ აინტერესებდა. იჯდა ტახტზე და რით იყო გართული, ამის თქმაც კი უხერხულია. მის დროს ისეთი “შესანიშნავი” საგარეო პოლიტიკა ხორციელდებოდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი (კოზირევი) აცხადებდა _ ჩვენს ქვეყანას საგარეო ინტერესები არ გააჩნია. ყველას აქვს, რუსეთს არ ჰქონდა! ასეთმა პოლიტიკამ კატასტროფის ზღვარზე დაგაყენათ. კიდევ რამდენიმე წელიწადს ასე რომ გაგრძელებულიყო, რუსეთი არ იარსებებდა.

(რეპლიკა: გრძნობთ, რომ ქალები, რომლებიც ახლა გვისმენენ, მზად არიან, გულში ჩაიკრან ტელევიზორები?.. კედმის ოდნავ გაეღიმება).

_ მე თქვენს ქვეყანაში ვმუშაობდი 1980-იან წლებში, ოთხმოცდაათიანებშიც, და კატასტროფის ზღვარზე თქვენი ქვეყნის მიყვანის იმავე აზრებისა და მიზეზების გამეორებას რომ ვხედავ, ცოტა არ იყოს, გაოცებული ვრჩები: ადამიანებმა ვერაფერი ისწავლეს!

ახლახან გარდაცვლილმა დიპლომატმა და მეცნიერმა ვალენტინ ფალინმა ჯერ კიდევ როდის განაცხადა (წაიკითხეთ მისი ნაწერები!) აბსოლუტურად ზუსტად: აშშის მიზანია, გაანადგუროს რუსეთის სახელმწიფო იმ ფორმით, როგორითაც არსებობს, ადრე თუ გვიან. თქვენი არსებობით ხელს უშლით აშშ, შეინარჩუნოს მსოფლიოს ბატონპატრონის პოზიცია.

ბრძოლა თქვენ წინააღმდეგ გაგრძელდება, სანქციებით თუ სხვა ფორმით. რუსული ანდაზისა არ იყოს _ სურვილი თუა, მიზეზი მოინახება.

_ რა გზები არსებობს ამ მიზნის მისაღწევად? _ შეეკითხებიან კედმის.

_ ყველა გზა, რომელიც დღეს არსებობს, _ უპასუხებს ანალიტიკოსი და განაგრძობს, _ ეკონომიკური სანქციები, პოლიტიკური ზემოქმედება, რუსეთის იზოლაცია.

იაკობ კედმი ისრაელის არმიაში
იაკობ კედმი ისრაელის არმიაში

კედმიმ გაიხსენა ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის სპორტსმენების სახელმწიფო დროშით გამოსვლის, საერთოდ, მონაწილეობის აკრძალვის პრობლემა, როცა ოლიმპიური კომიტეტის არც ერთმა ქვეყანამ რუსეთს მხარი არ დაუჭირა, არც ერთმა ქვეყანამ არ დაიცვა სპორტის სახელი და ღირსება, რომელიც ამ გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ შელახეს. ეს ნიშნავს, რომ მას (დასავლეთს) შეუძლია თავისი ჩანაფიქრის რეალიზება ჯერ _ სპორტში, შემდეგ _ სხვა სფეროებში.

_ ისინი ცდილობენ თანდათან შეუზღუდონ რუსეთს განვითარების შესაძლებლობა.

_ არის ეს პოლიტიკური ელიტის გადაბირების შედეგი?

_ გადაბირება სპეციფიკური მეთოდია, რომელსაც გამოიყენებენ იშვიათ შემთხვევებში. ადამიანზე ზემოქმედება კი ფორმალური გადაბირების გარეშეც შეიძლება. ზეგავლენის მოხდენა მისი ამა თუ იმ ინტერესის ან ამა თუ იმ სისუსტის გამოყენებით. თუ ადამიანს აქვს რაიმე პირადი ინტერესი _ მატერიალური ან სხვა, რომელიც მოწინააღმდეგის მხარის გამგებლობაშია, ყოველთვის შეიძლება ჩააგონო გაითავისოს მისი პერსონით დაინტერესებული ქვეყნის სურვილები. მაგრამ ეს გადაბირება არ არის.

რას ნიშნავს თანამედროვე ლიბერალიზმი და დემოკრატია

ბოლო ათეული წლების განმავლობაში წარყვნეს ისეთი ცნებები, როგორებიცაა ლიბერალიზმი და დემოკრატია! ასეთ აზრზე დგას ისრაელელი საზოგადო მოღვაწე, _ დემოკრატია გულისხმობს ყველა ადამიანის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს. ლიბერალიზმი გულისხმობს შემწყნარებლობასა და პატივისცემას განსხვავებული თვალსაზრისის მიმართ და არა მხოლოდ ჰომოსექსუალების მიმართ. შეერთებულ შტატებში მათთვის ასეა. განსხვავებული თვალსაზრისის მიმართ _ არა. ეს ლიბერალიზმი არ არის, მას სხვა სახელი ჰქვია.

კედმი იხსენებს პანამის მაგალითს. ამ ქვეყანას მართავდა დიქტატორი ნორიეგა, რომელიც ყოველთვის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან იღებდა ხელფასს. პრეზიდენტობის დროსაც კი.

ჰქონდა დამატებითი შემოსავალი _ ნარკოტიკებით ვაჭრობდა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მან პანამის არხის ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. ამერიკელებმა მყისვე გაუხსენეს წარსული. პანამაში შევიდნენ ამერიკის გმირული შეიარაღებული ძალები. ნორიეგა დაამხეს. მას შემდეგ პანამაში ყველაფერი დალაგდა.

ამერიკას გაუჩნდა უდიდესი ეკონომიკური პრობლემები გერმანიასთან, სამხრეთ კორეასთან, სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ვითარდებიან, უბრუნდებიან იმ ადგილებს, რომლებიც ეკავათ დამსახურებისამებრ და არა ამა თუ იმ ომის შედეგად.

რუსეთის გართულებული მდგომარეობა აშშსთან ტრამპის პოლიტიკის შედეგი კი არ არის, არამედ იმის ბრალია, რომ აშშის პრეზიდენტი ქვეყანას ვერ მართავს. ეს ფუნქცია გადავიდა კონგრესისა და სენატის ხელში, რომლებიც ყოველთვის უკიდურესად ანტისაბჭოთა და ანტირუსული განწყობილებით გამოირჩეოდნენ და ინტელექტუალური პოლიტიკური განვითარების უკიდურესად დაბალი დონით იყვნენ დაღდასმული.

ტრამპი იძულებულია, შეასრულოს ის, რასაც მას მიაწერენ.

ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოსთვის თქვენ თვითონ მოშალეთ არმია, გაანადგურეთ სამხედრო მრეწველობა, ეკონომიკა საშინელ დღეში ჩააგდეთ, ქვეყნის მართვა თვითდინებაზე მიუშვით.

საკითხავია, რატომ არ მიიყვანა აშშმა ეს პროცესი ბოლომდე? ამას ხომ მცირე ჩარევას ჭირდებოდა? მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომელიც ადრეც მითქვამს და ყოველთვის გავიმეორებ _ ეშინოდათ, რომელიმე რაკეტა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არ დავარდნილიყო.

ვერ გაამართლეთ აშშ-ის იმედი. იმის ნაცვლად, რომ გაგეგრძელებინათ დეგრადაციის პროცესი და მისულიყავით იმ მდგომარეობამდე, რომელზეც ოცნებობდნენ ამერიკელები, დაჩოქილი რუსეთი ფეხზე წამოაყენეთ, წელში გაიმართეთ. და ამიტომ შტატების ყველაზე დიდი მტერი გახდით, შეურაცხყავით ამერიკელების საუკეთესო გრძნობები, დაამცირეთ. ხელი შეუშალეთ მათ მისწრაფებას, მსოფლიო რუკაზე წაეშალათ თქვენი ქვეყანა, აღეგავათ იგი პირისაგან მიწისა.

(შეკითხვა: დაინტერესებულია თუ არა რუსეთი წინააღმდეგობა გაუწიოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას მსოფლიო მასშტაბით?)

კედმი ამ შეკითხვას უკრაინის მაგალითის განხილვით უპასუხებს. მისი აზრით, “ნეზალეჟნაიაში” მიმდინარეობს პროცესი, რომლის დროსაც მოფაშისტო “შტურმოვიკები” (მოიერიშე ჯგუფები) წარმართავენ “ქუჩის განწყობილებას”, პოლიცია ან უძლურია, ან მათ (“შტურმოვიკების”) ნებას ემორჩილება. ე.ი., უკრაინა სავსებით გარკვევით 1933 წლისკენ ისწრაფვის და თანდათან უახლოვდება. ქვეყანაში ნორმალური მდგომარეობის აღსადგენად უკრაინა იძულებული იქნება, ძალის გამოყენებით გაანადგუროს ნაცისტური თუ პრონაცისტული გარეწრები. მათმა გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული თუ სხვა დემოკრატიები ამ “ამხანაგებს” ვერ მოერევიან. კიევში მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერაფერი შეიცვლება. როცა ეს ხელისუფლება დაემხობა, მას კი მხოლოდ ძალის გამოყენებით შეცვლიან, მაშინ გათავისუფლდება უკრაინა.

არის ასეთი ამერიკული ანდაზა: თუ იხვივით დააბოტებს და იხვივით ყიყინებს, მაშასადამე, იგი იხვია. თუ ისინი “შტურმოვიკებივით” დადიან, თუ ისინი ნაცისტურ იდეოლოგიას აღიარებენ, თუ ისინი იმგვარად მოქმედებენ, როგორც კრემენჩუგში პოლიციის წინააღმდეგ, მაშასადამე, ისინი “შუტრმოვიკები” არიან.

ეს ერთი.

მეორე. თუ დღეს საფრანგეთში გამართავენ დემონსტრაციას ლოზუნგით “ფრანგული წესრიგი”, მსოფლიო შეძრწუნდება; დანიაში _ “დანიური წესრიგის” დროშას თუ ააფრიალებენ, მთელი ევროპა აიქოჩრება. აღარაფერს ვამბობ გერმანიაზე. გერმანიას თავი დავანებოთ. ვერც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში მსვლელობას ვერ გაბედავს ვერცერთი ჯგუფი ნაცისტური ლოზუნგებით. და, თუ უკრაინაში მაინც გაბედავენ, ვნახოთ, როგორი რეაგირება ექნება ფაშიზმის ასეთი დემონსტრაციის მიმართ დღევანდელ ევროპას. ხოლო იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ვერ შეედრება წვრილმანი ნაცისტური გამოხდომები, რომლებიც აქა-იქ შეინიშნება ევროპულ ქვეყნებში.

(რეპლიკა: ამერიკელები ვერ განასხვავებენ პროპაგანდას და სიმართლეს. მათ სჯერათ თავიანთი პროპაგანდის. თვითკრიტიკული ერი არ არის).

_ შემიძლია დაგისახელოთ მაგალითი ჩემი ქვეყნის პრაქტიკიდან. ჩვენ აშშ-ის მტრები არ ვართ. 1992 წელს არჩევნები იყო ისრაელში. მაშინ რუსეთიდან ბევრი ჩამოდიოდა აღთქმულ ქვეყანაში. ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაიღებდა 10 მილიარდი დოლარის სესხს ახალჩამოსულთა დასახმარებლად. მაგრამ, ამასთანავე, ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ამ ფულს არ მისცემდა იცხაკ შამირის მთავრობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიღებთ, თუ ისრაელს ახალი მთავრობა ეყოლებაო. ამან იმუშავა. რუსეთიდან ჩამოსულებს პირდაპირ უთხრეს _ თუ გსურთ, მიიღოთ დახმარების ფული, ხმა მიეცით სხვა მთავრობას და არა იმას, რომელიც არის.

ანალიტიკოსი მოიშველიებს 1953 წლის მაგალითსაც, როცა ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და MI-6-მა დააფინანსეს დემონსტრაციები, რომლებიც მიმართული იყო ირანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერმინისტრის მოსადიკის წინააღმდეგ და ქვეყნის სათავეში ირანის შაჰის _ რეზა ფეჰლევის მომხრე ძალების მოსაყვანად.

_ ამერიკელებმა თავად აღიარეს ყველაფერი.

ის, რაც მას შემდეგ განვითარდა აღნიშნულ ქვეყანაში, აქ იღებს სათავეს. მსოფლიოში ერთ-ერთმა სერიოზულმა გაზეთმა “ეკონომისტმა” დაბეჭდა წერილი, რომელშიც სავსებით ღიად და თავხედურად ასეთი რამ იყო განცხადებული: ჩვენ უნდა დავეხმაროთ რუსეთის ოლიგარქებს პუტინის გზიდან ჩამოცილებაში, ისევე, როგორც 1996 წელს დავეხმარეთ მათ ელცინის ხელისუფლების შენარჩუნებაში. ეს არ იყო უბრალო მოწოდება, რომელიც გაზეთმა დაბეჭდა. ერთი მხრივ, ეს იყო კონსტანტაცია ფაქტისა და, მეორე მხრივ, მოწოდება მოქმედებისკენ, რათა იმ მეთოდებით, რომლებითაც ხელი შეუწყვეს რუსეთის ხელისუფლების შეცვლას ამერიკული ფულითა და რუსეთის ოლიგარქების დახმარებით, იგივე გაეკეთებინათ პუტინის დასამხობად.

დასასრულ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ამერიკული სანქციების ორი მიზნის შესახებ.

პირველი პრაქტიკულია: რუსულ ეკონომიკას არ მისცენ საკმარისი განვითარების საშუალება ქვეყნის უშიშროების განსამტკიცებლად.

მეორე მიზანი რუსეთში ცხოვრების დონის დაკნინებაა ისე, რომ ქვეყნის მოსახლეობამ იგრძნოს და ხმა არ მისცეს თავის ხელისუფლებას. ამერიკელები ამას არ მალავენ, ღია ტექსტით ლაპარაკობენ.

უფრო მეტიც. სამი წლის წინათ (ახლა აღარ) ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ, ცოტაც და აზავთებული ხალხის ტალღა წალეკავდა პუტინს. ამერიკელებს ეს სწამდათ ისე, როგორც სწამთ და სჯერათ ბიბლიის. პირადად მომისმენია. მხოლოდ მე არ ვარ ამის მომსწრე.

მაშასადამე, მათი საგარეო პოლიტიკა მიმართულია იქით, რომ უკანონო, ძალისმიერი საშუალებებით შეცვალონ ხელისუფლება ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ აქ.

გაზეთ “ეკონომისტის” მოწოდება სწორედ ამას გულისხმობდა.

ჰოლივუდის ნაცისტური პასაჟები

იაკობ კედმი განიხილავს ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობის პრობლემას და აცხადებს, რომ, მაგალითად, ჰოლივუდი ჩამოურეცხავი სირცხვილით არის დაღდასმული:

_ ოცდაათიანი წლების ბოლოს იგი (ჰოლივუდი) გაურიგდა ჰიტლერს, და არ გადაუღია ისეთი ფილმი, რომელშიც დაგმობილი კი არა, რაიმე ფორმით მითითება ყოფილიყო ნაცისტურ გერმანიაზე. გამონაკლისი მხოლოდ მტრად შერაცხილი ჩარლი ჩაპლინი იყო. ჰოლივუდი სრული შეგნებით მხარს უჭერდა ამერიკის პოლიტიკას, საკუთარი რწმენით და ყოველგვარი დაძალების გარეშე. ამერიკული რასიზმით იყო გაჟღენთილი ყველა ფილმი ვიეტნამის ომზე, ავღანეთის შესახებ.

კედმი აზუსტებს:

_ ყველა ფილმი, სილვესტერ სტალონეს ფილმებიდან დაწყებული, გაჟღენთილია რასიზმით ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ, ვიეტნამელები არიან ისინი თუ ავღანელები, სერბები თუ სხვები.

1990-იან წლებში ისინი საერთოდ გადადგნენ ჭკუიდან და კაცობრიობის მთავარ მტრად ყველაზე პოპულარულ სერიალებში გამოყვანილი ჰყავთ სერბები, რომლებსაც სურთ მსოფლიოს განადგურება (!).

ჰოლივუდი ყოველთვის სავსებით შეგნებულად და გაცილებით ეფექტიანად, ვიდრე საბჭოთა წლებში კომუნისტური პროპაგანდა, მთავრობისთვის მუშაობდა. ეს მათ დნმ-შია ჩაწერილი.

ივრითზე ერთი ასეთი ანდაზაა: სიბნელეში შეიძლება ფარნით მოძებნო და იპოვო რამე. ამერიკელები კი ფარნის ქვეშ ეძებენ, იქ რაც დევს, მათთვის უფრო ხელსაყრელია. ამიტომაა, რომ ისინი ყოველთვის ეძებენ, პოულობენ და ეყრდნობიან ოპოზიციას (რომელიც ფანრის ქვეშ, სინათლეს არის მორიდებული) იმ რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც მათ ხელს არ აძლევს. თუმცა თავადვე აღიარებენ, რომ ხშირად ცდებიან: ზედმეტად ენდნენ ოპოზიციას ერაყში, ასევე _ ეგვიპტის ოპოზიციას, სირიის ოპოზიციას.

ამერიკელების პროფესიული დაავადებაა: სჯერათ იმის, რაც მათთვის არის სასარგებლო. ენდობიან მათ, ვისთანაც ეადვილებათ საუბარი, რადგან სახეიროა. მე ეს პირადი გამოცდილებით ვიცი, მოწმე ვარ იმ დროიდან, როცა რუსეთში ვმუშაობდი. ისინი (ამერიკელები) ურთიერთობდნენ მხოლოდ მათთან, ვინც ეუბნებოდა იმას, რისი გაგონებაც სურდათ. დავერ იგებდნენ, რა ხდებოდა რუსეთში.

ვისაც ფულს უხდით, ისინი ყოველთვის გეტყვიან იმას, რისი გაგონებაც გსურთ. მაგრამ ასეთნაირად გაგონილს არსებულ ვითარებასთან საერთო არაფერი აქვს.

ამიტომ, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ურჩიეთ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს წაიკითხონ ეს წერილი. ეგებ ცოტათი გონს მოეგონ.

ყოველ შემთხვევაში, არ აწყენთ!

სატელევიზიო პროგრამის საგაზეთო ვარიანტი მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

 

 

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ქება და დიდება რუსეთის დაზვერვას ნალები დაუჭედებია კედმისთვის!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here