მთავარი დაიჯესტი ჩხრეკა ფილარეტის გაკრიტიკების გამო

ჩხრეკა ფილარეტის გაკრიტიკების გამო

163
გააზიარეთ
ჩხრეკა ფილარეტის გაკრიტიკების გამო

კიევპეჩორის ლავრის წინამძღვრის გასაჩხრეკად სამი ავტობუსით მივიდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები

კიევის ოლქში მიმდინარეობს კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვრის, მეუფე პავლეს ჩხრეკა. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთ იერარქს უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეუტია.

როგორც ცნობილია მეუფეს საკუთარი სახლი აქვს ბორისპოლთან ახლოს, სოფელ ვორონკოვში. საბაბად იქცა Youtube-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელშიც მეუფე პავლე აფასებს უკრაინისთვის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭების საკითხს და აკრიტიკებს თვითმარქვია კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ ფილარეტს.

რას ნიშნავს მეუფე პავლეს წინააღმდეგ საქმის აღძვრა?

ლავრის წინამძღვრის ჩხრეკა ძალიან ჰგავს პოლიტიკურ შეკვეთას. თუ პავლეს განცხადებებში იყო დისკრიმინაციული გამონათქვამები, რას ეძებენ მის სახლსა და ლავრაში? ხომ არსებობს ვიდეომტკიცებულება _ მეუფის ინტერვიუ ხელმისაწვდომია Youtube-ზე.

როგორც ჩანს, გამომძიებლებს სჭირდებოდათ საბაბი, რათა შესულიყვნენ ლავრაში და მისი წინამძღვრის სახლში.

პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საქმეში უკრაინის უშიშროების სამსახურის განყოფილება “T”-ს (სახელმწიფოებრიობის დაცვის განყოფილება) მონაწილეობაც. ეს ნიშნავს, რომ საუბარი მოქალაქეთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე არ არის. განყოფილება “თ” დაკავებულია უფრო გლობალური საქმეებით. ჩანს, პავლეს ნათქვამი სურთ აქციონ არსებული წყობილებისთვის ძირგამომთხრელ განცხადებად.

შემაშფოთებელია ლავრის ფასეულობების რევიზიაც _ უკრაინის კულტურის სამინისტრომ რევიზორები გაგზავნა უახლოეს გამოქვაბულებში, სადაც დაიწყო სამარხებისა და წმინდანთა ნაწილების აღწერა ასეთმა პროცესებმა პოჩაევის ლავრაში უკვე გამოიწვია სერიოზული იურიდიული შედეგები _ იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა დადგენილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლო მონასტრის გამოყენება.

ცხადია, რომ უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე ზემოქმედების კურსს. ეს ეკლესია უარს ამბობს, შეუერთდეს ერთიან ადგილობრივ ეკლესიას, რომლის შექმნასაც ცდილობს მსოფლიოს საპატრიარქო უკრაინაში ამ ქვეყნის პრეზიდენტის აქტიური მხარდაჭერით.

პავლეს ჩხრეკის მეორე ასპექტია კიევ-პეჩორის ლავრის წართმევისთვის მზადება. თუ მიტროპოლიტს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულებენ, ეს იქნება საბაბი მკაცრი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისა მონასტრის შესახებ.

ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ლავრის წართმევა ავტოკეფალიის მომხრეთა დაუფარავად გამოცხადებული მიზანია, პავლეს ფიგურა აქ უკიდურესად ხელის შემშლელია. პავლე არის იერარქი, რომელსაც არ ეშინია ღია კონფრონტაციის. მონისტრის გარშემო დაწყებული კონფლიქტებისას ის პირადად გამოდიოდა და ურთიერთობა ჰქონდა რადიკალებთან _ მოურიდებლად კამათობდა. ბოლო მაგალითია, მისი ურთიერთობა C14-თან, ამ ჯგუფმა შარშან ზამთარში დაბლოკა ლავრაში მისასვლელი გზა.

ეს ნიშნავს, რომ პავლეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ლავრის დაცვის ორგანიზება, თუკი მის ჩამოშორებას ფიზიკურად არ შეეცდებიან.

P.S. მეფე პავლეს შემდეგ უშიშროების სამსახურმა კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა იერარქიებიც მასობრივად გამოიძახაგასაუბრებაზე”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here