მთავარი დაიჯესტი ჩრდილოეთ კორეა: მზად ვართ, აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოყენებით მკაცრი გაკვეთილი ჩავუტაროთ

ჩრდილოეთ კორეა: მზად ვართ, აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოყენებით მკაცრი გაკვეთილი ჩავუტაროთ

გააზიარეთ
ბირთვული იარაღი

აზიაწყნარი ოკეანის ზონის ქვეყნების შეხვედრაზე ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იუნ ჰომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ აპირებს ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას. მინისტრის თქმით, მსოფლიოს საფრთხეს, ჩრდილოეთ კორეის რაკეტები კი არა, აშშ უქმნის. იუწყება The Wall  Street Journal .

ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეა მზად არის, ბირთვული იარაღის გამოყენებით, აშშ-ის მკაცრი გაკვეთილი ჩაუტაროს. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ, არ იღელვონ, სანამ ამერიკას დაუჭერენ მხარს და შეუერთდებიან.

ფხენიანში, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ აშშ-ის უგუნური საქციელი მხოლოდ ამ ქვეყნის გაქრობას დააჩქარებს.

Загрузка...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here