Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს…”

“ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს…”

820
აქცია გურჯაანში

ბოლო ხანს ქართველობამ გააცნობიერა, რომ ქუჩის აქციებით, საკუთარი თავის განდიდებით შეპყრობილი ადამიანების ჯგუფის პროვოკაციებით ქვეყანა დაიქცევა. ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, რაკი ავისა და კარგის გარჩევა შეგიძლია და ირწმუნებ, რომამ ყოფით დგომა ცხოვრების მოედანზე შეუძლებელია, რადგანაც მოასწავებს დედამიწის ზურგიდამ აგვას, თუ წამალი რამ არ დაიდვა და თუ ისე არ მოაწყო საქმე, რომ ამ გაჭირვებიდამ თავი დაიხსნას”.

დღესაც ბევრისთვის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლა თამაშია, ხოლო, როგორც სულმნათი ილია ამბობს, “ყოველი თამაში შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიუროდ ხდის”. “წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ საქმიანისათვის საწყენოაო”.

ჯერ იყო და ღარიბაშვილი დაგვინიშნაქართულმა ოცნებამპრემიერმინისტრად და სიღარიბეს თავი ვერაფრით დავაღწიეთ. მერე კვირიკაშვილი მოვიდა. ბევრი ევედრა წმ. კვირიკეს ხატს, რამე ისეთი სასწაული მოეხდინა, პრემიერობა რომ დიდხანს შერჩენოდა, მაგრამ, როგორც კვირიკობას სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ, ივანიშვილმაც ისე გაწირა კვირიკაშვილი

ბახტაძე? ბახტაძემ ბევრი იძახა: “ბახ, ბახო…” და _ ჩემი მისია შევასრულე, ანუმკვახე იყო ის ყურძენიო”.

და აჰა, გახარია.

ხუმრობა იქით იყოს და, რაც მართალია, მართალია _ გახარებას ელის ბევრი გახარიასგან. “ქართული ოცნებისშეუსრულებელი დაპირებების ფონზე გასაკვირიც კია, ამგვარი დამოკიდებულება ამ პრესონისადმი, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა ხასიათის სიმტკიცემ, შინაგანმა გაწონასწორებულობამ და ნებისყოფამ ადამიანებს მბჟუტავი იმედის ნაპრეწკალი გაუღვივა და ახლა პრემიერმინისტრის რანგში მისგან მართლაც გახარებას ელოდებიან. თუ როგორ გაახარებს ხალხის გულს, მხოლოდ ხალხის ბედზემზრუნველინაციონალები და ძმანი მისნი არ დაინტერესებულან, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან პარლამენტში მომავალ პრემიერზე ნაციონალების შეტევა თავმოჭრილი ქათმის უკანასკნელ გაფართხალებას ჰგავდა.

კეთილსინდისიერება არის ის ძირითადი, რითაც სხვა ყველაფერი იძენს ფასს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ბიუროკრატია იყოს ეფექტური და იყოს კეთილსინდისიერი.

ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, რომ მეტის მოთხოვნა შეგვიძლია, როგორც ჩვენი ოპონენტებისგან, ასევე თხოვნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მხარი დაგვიჭირონ და ჩვენთან ერთად, 24 საათი იშრომონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა განვავითაროთ”, _ თქვა გახარიამ. მან ასევე თქვა, რომბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ პენსიები”, “უნდა შევძლოთ, სულ მცირე, პროგნოზირებადი და რბილი იყოს ლარის კურსის მერყეობა, ეს შესაძლებელია”, “ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ”…

კეთილი და პატიოსანი. ესაა სწორედ ილიას გზა, რომლის წყალობით ივერია უთუოდ გაბრწყინდება. თუ, რა თქმა უნდა, ამ გზაზე ერს უწინამძღვრებენ პატიოსანი, სულით ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანები, თორემ იმედგაცრუების მორიგი ცუნამი საქართველოს დაღუპავს.

საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, გარჯა უნდა, გულდადებული ჯაფაცაო”.

და ცხოვრების მოედანი მარტო იმისია, ვინც მხნეობს და გამრჯელია. ღმერთი მხოლოდ მისი მწყალობელია, გაურჯელს კი წყალი წაიღებსო.

და მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის ძალისა და სიცოცხლის მიმცემიო.

ასე რომ, ბატონო გიორგი, სწორი გზის პოვნა და მასზედ სვლა ნახევრად გამარჯვებაა და ჩვენც ის გვინდა, რომ შენი გამარჯვება ერის გამარჯვება იყოს.

სამშობლოში მომავალმა ილიამ საკუთარ თავს კითხვა დაუსვა: “შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს, მაშინ რასა იქმ?” თქვენც იფიქრეთ, რას და როგორ იქმთ და იმაზეც, რომსაქმე დიდია და დიდი არის იგიც, ვინც გულთბილად, კაცთმოყვარეობით, პატიოსნად და სწორის სისწორით ხელში ემსახურა და ჰმსახურობსხალხს.

გრიგოლ ვაშაძე
გრიგოლ ვაშაძე

“ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს”. (“ქართვლის დედას”. 1858 წ. 15 დეკემბერი).

“ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, _ საცა უნდა იყოს, _ თუ გულმხურვალობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, _ უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა. იქნება ზოგიერთებს ეხამუშოს, ზოგიერთს ეუცხოვოს ეს ჩვენი აზრი, და სიტყვა შემოგვიბრუნოს: “დიდი საქმეა მარტო უტყუარი ნიშანი თითონ მოსაქმის დიდბუნებოვანობისაო”. ეს მართალია, თუ საქმე ქმნილია. თუ არ არის ქმნილი და მარტო ამაო თავმოწონებით და ცუდ-მედიდობით ხელწატანებულია, მაშინ საქმე დიდი თუ პატარა, სულ ერთია: იგი ხელის წამტანებელის ქარაფშუტობას უფრო გვისაბუთებს და გვიმტკიცებს, ვიდრე დიდბუნებოვანობასა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში ძალა ქმნასა ჰქონია და არა მარტო ხელის წატანებასა და ფოტინსა. არა-ქმნა ყოველ დიდს საქმეს ამცირებს და ქმნა-კი პატარასაც დიდად ჰხდის. ესეც მართალია, რომ ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა დიდი საქმეა, რომელიც თავისთავად ჰხმაურობს, ქარბუქს აყენებს და ყველას თვალ-წინ უდგა მთელის თავის სიდიდითა. ხოლო იმისთანა საქმენიც არიან, რომელთაც ჟღარუნები არა აქვთ და არა ხმაურობენ, მაგრამ მით არა ნაკლები მნიშვნელობა აქვთ წუთი-სოფლის სიმწარის დასატკბობელად და სიმწვავის გასანელებლად. ამისთანა საქმეა, მაგალითად მართლმსაჯულება. იგი არ დაიარება ქვეყანაზედ ბუკითა და ნაღარითა. მისთა მსახურთა მზად-მზარეული გვირგვინი შარავანდედისა არ ადგიათ თავზედ, რომ დიადობის ქარი ჰქონდეს კაცთა თვალთათვის. როგორც თითონ მართლმსაჯულება, ისეც მისი მსახურნი, მშვიდობიანად, უბუკნაღაროდ საქმობენ თავის საქმეს და მშვიდობას ქვეყნისას, სიკეთეს ოჯახისას, ნამუსს და პატიოსნებას ადამიანისას ჰპატრონობენ და ესარჩლებიან. თუ ესე არ არის, ასე მაინც უნდა იყოს და ჩვენ მასზედკი არა ვლაპარაკობთ, რაც არის, არამედ მასზედ, რაც უნდა იყოს (“იასე ანდრონიკაშვილი”. 1887 წ. 10 იანვარი).

“ნუთუ ამ არა-მყვირალა საქმეში კაცი ჩაბმული და პატიოსნად მოღვაწე არ შეიძლება დიდ-ბუნებოვანი იყოს, მარტო იმიტომ, რომ თითონ საქმე მყვირალა არ არის, ჩუმია და ხმაამოუღებელი? ნუთუ თითონ საქმე, ურომლისოდაც მთელი ქვეყნიერობა ერთს არეულს და ერთმანეთის მჭამელს მხეცთა გროვას წარმოადგენდა, ნუთუ, _ ვამბობთ, _ თითონ ეგ საქმე დიდი არ არის მარტო იმიტომ, რომ ბუკითა და ნაღარით არ იჩენს თავსა!.. საქმე დიდია და დიდი არის იგიც, ვინც გულთბილად, კაცთმოყვარეობით, პატიოსნად და სწორის სისწორით ხელში ემსახურა და ჰმსახურობს” (“იასე ანდრონიკაშვილი”. 1887 წ. 10 იანვარი).

“ყოველს ადგილას, ყოველს საქმეში _ რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე _ ადამიანს შეუძლიან აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: “ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, საცა მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობასაო” (“იასე ანდრონიკაშვილი” 1887 წ. 25 თებერვალი).

ამ წუთისსოფელში ადამიანს ბევრი და მრავალსახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავისთავისათვის, ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალ-გვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ უძღვება. თითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერს შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია” (“იასე ანდრონიკაშვილი”. 1887 წ. 25 თებერვალი).

ბევრი რამ გვაკლია ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ჯერხანად არ ვიცით საზოგადო საქმეს როგორ მივცეთ მხარი, როგორ მოვუაროთ, როგორ ვუპატრონოთ (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. ნოემბერი).

“თუ შენობა ქვიშაზეა აგებული, ვერა დიდი ოსტატი, ვერა დიდი არქიტექტორი ვერას უშველის. მაგისთანა შენობას თვით თავის აგებულებაშივე აქვს მიზეზი სისუსტისა და თუ დაიქცა, სასაცილო იქნება ბრალი შენობის ყარაულს, მეთვალყურეს დაჰბრალდეს”.

“ზოგი იმისთანა კაცია, რომ, რაც გინდ ბევრი ისურვოთ, ვერას იტყვით, რადგანაც არა აქვს-რა ღირსი თქმისა, და ზოგი იმისთანა, რომ სათქმელი ზღვაა და ან უღონოდ გრძნობ თავსა _ მისს თვალგაუწვდენელს კიდეებს ერთბაშად თვალი გადავაწვდინოთ მთლად და უკლებლივ, ან არ ვიცით, რომელ მხრიდამ დავუწყოთ ყურება, რადგანაც ყოველმხრიდამ დიდებული სანახავია”. (“სიტყვა თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს”. 1896 წ.).

“ქართველობამ ამ ბოლოს ხანებში დააჯერა გული, რომ ამ ყოფით დგომა ცხოვრების მოედანზე შეუძლებელია, რადგანაც მოასწავებს დედამიწის ზურგიდამ აგვას, თუ წამალი რამ არ დაიდვა და თუ ისე არ მოაწყო საქმე, რომ ამ გაჭირვებიდამ თავი დაიხსნას” (“ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი”. 1893 წ. 17 ივლისი).

ვერაფერი სანუგეშო ამბავია, როცა კაცი საზოგადო საქმის მოედანზედ გამოდის მარტო იმისათვის, რომ სიტყვა და აზრი წინ გავიგდო და ვითამაშოო. ყოველი თამაში შექცევაა და საზოგადო საქმეს უპატიუროდ ხდის. საზოგადო საქმეს მარტო შრომა უნდა, ჯაფა უნდა, ბეჯითი და გულდადებითი ჯაფაცა. უამისოდ საზოგადო საქმე, რაც უნდა კარგი იყოს თვალად, შიგნით ფუღუროა, დღემოკლეა, სუსტია. წარამარად ბარბაცი საზოგადო საქმეში იქნება უსაქმო კაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ საქმიანისათვის საწყენოა. ამაზედ უფრო სავაგლახოა, როცა საზოგადო საქმეში “მე ესე მიჯობს” აღვირაშვებული დაიარება და ის კი, “რაც საქმეს უჯობს”, თავჩაღუნული დადის, თითქო დედინაცვალის ხელში ჩავარდნილი ობოლიაო, ჩაგრული და ხმაამოუღებელიო. ბოლოს ცხვირში ამოგვკრავს, რომ ესე წინდაუხედავად შევსვამთ ხოლმე საზოგადო მძიმე საქმეს ერთმანეთის მტრობისა და შურის საქანელაზედ და ისე უკადრისად წინდაუკან ვაქანებთ. ბოლოს ცხვირში ამოვიკრავთმეთქი, მაგრამ ვაი თუ გვიანღა იყოს (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. აპრილი).

“ერთის სიტყვით, ჩვენი შინაური საქმეები ჯერ გაუკეთებელი ხორბალია ხოლმე, უნდა ჩვენ თვითონ გავანიავოთ, გავცხრილოთ, დავფქვათ, მოვზილოთ და საკუთარის ჭკუის თონეში ჩვენის ხელით გამოვაცხოთ” (“შინაური მიმოხილვა”. 1879 წ. ივლისი-აგვისტო).

“ბევრი რამ გვაკლია ჩვენ, ქართველებს, მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ჯერ-ხანად არ ვიცით საზოგადო საქმეს როგორ მივცეთ მხარი, როგორ მოვუაროთ, როგორ ვუპატრონოთ” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. ნოემბერი).

“თუ შენობა ქვიშაზეა აგებული, ვერა დიდი ოსტატი, ვერა დიდი არქიტექტორი ვერას უშველის. მაგისთანა შენობას თვით თავის აგებულებაშივე აქვს მიზეზი სისუსტისა და, თუ დაიქცა, სასაცილო იქნება ბრალი შენობის ყარაულს, მეთვალყურეს დაჰბრალდეს” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. ნოემბერი).

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

ჩვენ, ქართველებს, ერთი საკვირველი ხასიათი გვჭირს. რაც უნდა მძიმე და რთული საგანი იყოს, რაკი კბილზედ მოვიგდეთ, რაკი დრომ, თუ სურვილმა, ხელი ჩაგვაკიდებინა, ვალად იმას კი არა ვრაცხთ, _ საქმეს თირკმელები მოვუჩხრიკოთ, შიგნეულობა გამოვუწლათ, ცუდისა და კარგის მიზეზი ზედმიწევნით შევუტყოთ და შესაფერი წამალი მოვუნახოთ, არამედ იმასა ვცდილობთ, რომ საქმეს ზედაპირზედ ავუცურდეთ, ავუსხლტეთ, და იმისთანა წამალზედ მივუშვიროთ ხელი, რომელიც ყველას ყოველთვის თვალწინა აქვს, ფეხქვეშ უგორავს და რომელსაც თუ არა ხმარობენ, მარტო იმ მიზეზით, რომ ის წამალი წამლად გამოსადეგი არ არის, და მაჩვენებნელს კი ჰგონია _ გამოცანა მარტო მე მერგებაო. უყურებთ და გიკვირთ ამისთანა მოქმედება, თითქო ეს ამოდენა კორიანტელი მარტო იმისათვის აუყენებიათო, რომ ქვეყანას დაანახვონ: აი, საქმე რა ადვილი მოსავლელია და მის გამგებელთ იმოდენა ჭკუა და მოხერხება არა აქვთ, რომ მოუარონო. არ ვიცით, ამით საქმეს შველიან რასმე, თუ არა. ეს კი ვიცით, რომ მაყურებელნი, თუ მსმენელნი, _ სტყუვდებიან და არც შეიძლება არ მოსტყუვდნენ. მართლადაც, არ-მცოდნეს რომ მძიმე საქმე გაუმჩატო, მჩატე ეგონება. აშკარაა, იფიქრებს, რომ ვისაც ის საქმე ზურგთა ჰკიდია, ტყუილად წელში იხრება, ტყვიის მაგიერ ბუმბული წამოუკიდნია და ხვნეშის კიო” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. ნოემბერი).

მძიმე და რთული საქმე იმიტომ არის მძიმე და რთული, ვერც ავის წამალი აქვს ადვილად საპოვნელი და ვერც კარგისა. პირიქით რომ იყოს, ქვეყანაზედ ხომ არც მძიმე საქმე იქნებოდა, არც რთული. მაგრამ რაკი მცოდნე კაცის სახეს მიიღებ, ბრძნულად შეიკრავ წარბებს და ფიცით გაიჭაჭები, რომ ავკარგიანობის მიზეზი თვალ-წინ არის წამოჩხირულიო, წამალიც ცხვირ-წინ არისო, მარტო დაწვდომა და მიწოდებაღა უნდაო, მაშინ ამისი მთქმელი გულდაჯერებული უნდა იყოს, რომ იგინი, ვის ხელთაც არის საწამლებელი საქმე, ან ბრმანი არიან, რადგანაც ცხვირ-წინ ვერა ჰხედავენ, ანუ ყოვლად სულელნი, რადგანაც ვერა სცნობენო, ანუ კიდევ თითონ საქმის მტრები არიანო, რადგანაც ჰხედავენ კიდეც, სცნობენ კიდეც და წამლად არა ხმარობენო” (“შინაური მიმოხილვა”. 1883 წ. ნოემბერი).

“რამოდენაც კაცში დიდია სიამოვნების სურვილი, იმოდენად მასში ძლიერია ბეჯითობა შრომაში, რადგან ქვეყანაზედ სიამოვნება უშრომოდ არ მოიპოვება. შრომა კაცსა სძულს, მაგრამ აუცილებელია. რამდენადაც სიამოვნება მაღალია და შესაფერია ღვთისკერძ კაცისა, იმოდენად შრომა, როგორც გზა _ მიმავალი სანატრელ საგნამდინა, ხალისიანია. მხოლოდ მაშინ კაცი შეიყვარებს ხოლმე შრომას და ბუნებით სიძულვილს მოჰსპობს, როცა იგი მიახწევინებს ხოლმე დიდ საგნამდინა. საქმე საგანია, რომლის მიღწევაც ადამიანისათვის არის უმაღლესი სიამოვნება. ხალხს მიეცით სურვილი დიდის კაცობრივის საგნის მოპოვებისა, და შრომას იგი სურვილი არამც თუ წაართმევს ყოველს მას, რაც კაცს შრომაში ჰსძულს, არამედ თვით შრომას, თავისთავად საძულველსა, დიდი საგანი სიამოვნებადა ხდის. მარტო ამით აიხსნება ის საკვირველნი ღვაწლნი და შრომაში და ჯაფაში ჯანის დალევა, რომელნიც უკეთეს კაცთა ცხოვრებაში წაგვიკითხავს. წინ გამოხატული საგანი სცვლის სიამოვნებად შრომასა, თავისთავად უსიამოვნოსა. ეს არის ჩემი აზრი. ამას მერმეთ მგონი უბრალოდღა მკითხავთ, რატომ ჩემი წრის ხალხი არა შრომობსო. იმიტომ არა შრომობს, რომ საგანი არა აქვს. იმ მცირედს საგანს, რომლითაც იგინი იოლად მიდიან, მცირედის შრომითაც ადვილად პოულობენ. რიღასთვის იშრომონ? შრომა ღონისძიებაა მისაღწევად რისამე. ეგრე რომ არ იყოს, ნაცარქექიობაც შრომა იქნება, და, თქვენის აზრით, იგივე ნაცარქექიობა, ვითარცა შრომა, ცხოვრება იქნება და ის ცხოვრება _ სიამოვნება” (“იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. 1861-1863 წ.).

“მაშ რამ გაასულელა ეს კაცობრიობა და რაზედ იმტვრევს თავსა და პირს, რომ ცხოვრება დაიტკბილოს, ყველა მაძღარი იყოს, თუკი დაჰკარგავს ნიჭს სისტემატიურის და მედგარის შრომისას _ მაგ ძლიერს ღონეს ადამიანის ცხოვრების ყოველ-გვარად წარმატებისას” (“მითამ და “ახალი რაზმის კაცი” ანუ ორი ფელეტონი”. 1883 წ.).

ბედს თითონ კაცი ჰქმნის და არა ბედი კაცსა. ჩვენი თავის მტრები ჩვენ თითონვე ვართ, ამის ღვიარება ჩვენ გულს გვიძმარებს და ამიტომაც ყველაფერს ბედს ვაბრალებთ. რა მიზეზია, რომ ჩვენ თავს ჩვენვე ვმტრობთ? ათასია, ჩვენ საუბედუროდ, მაგრამეს ხომ ვიცით, რომ მამაპაპით ეგ თავის მტრობა კაცს არ დაჰყვება ხოლმე, მაშასადამე, ჩვენის ბუნების თვისებაში არა ყოფილა. ესეც გვეყოფა სათქმელად, რომ მიზეზს მივაგნოთ(“ცისკარი” 1857 წლიდან 1862 წლამდინა”. 1862 წ.).

ჩხუბი პარლამენტში
ჩხუბი პარლამენტში

“ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა-თქმას ბატონად ნუ გაიხდი. იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილებისამებრ” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. 1897 წ. 31 დეკემბერი).

“ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა, _ რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლ-მთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით _ იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით. ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით. ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!.. იმ დროთა ჩარხზე გაჩარხსულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. “სილბო გვქონდა ნაქსოვისა” _ ვით ქრისტიანებს” და “და სიმტკიცე ნაჭედისა” _ ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. 1897 წ. 31 დეკემბერი).

“ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც მცდელია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. 1897 წ. 31 დეკემბერი).

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწაწყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლორა _ შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეულიკი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს, სახსენებელი ქართველებისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვეღარავინღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. 1897 წ. 31 დეკემბერი).

“ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა-კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა ნიაღვარს-კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, “მდუმარე წვიმისამებრ ნაყოფის გამომცემელია”. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არ სწერია, თუ თითონ ადამიანმა გესლი ულმობლის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა. ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა _ პატიოსანია, ნამუსიანი, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, _ იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ” (“რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”. 1897 წ. 31 დეკემბერი).

ღმერთმა რომ ქვეყანა გააჩინა, დედამიწას გული გადაუხსნა, შიგ აუარებელი, ულეველი სიმდიდრე ჩაუდვა და ადამიანს უანდერძა: იშრომე, გაისარჯეო და ეგ სიმდიდრე დედამიწის გულიდამ ამოიღე და შენს სადღეგრძელოდ მოიხმარეო”. (“სიტყვა წინამძღვრიანთ-კარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე”. 1883 წ.).

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here