Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩვენ აქ საცდელი მაიმუნებივით ვართ”, _ ყაზახმა გენერალმა აშშ-ს ბრალდება წაუყენა და…...

“ჩვენ აქ საცდელი მაიმუნებივით ვართ”, _ ყაზახმა გენერალმა აშშ-ს ბრალდება წაუყენა და… მოკვდა

237

2016 წელს აშშის თავდაცვის დეპარტამენტმა ყაზახეთში ააშენა სამეცნიერო ობიექტი, ბიოლოგიური დაცვის მესამე ხარისხით _ ცენტრალური რეფერენსლაბორატორია. ის განლაგებულია ყაზახეთის მასგუტ აიკომბაევის სახელობის ზოონოზური (დაავადება, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე ან ადამიანზე) ინფექციების ცენტრის ტერიტორიაზე.

აშშ-ისა და ნატოს კვლევები ტარდება სხვა სამეცნიერო ობიექტებშიც, მათ შორის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ბიოტექნოლოგიების ნაციონალურ ცენტრსა და მის ფილიალებში. პროექტს ხელმძღვანელობენ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამედიცინო ცენტრისა და ბრიტარული და გერმანული სამეცნიერო დაწესებულებების სპეციალისტები.

რას შეისწავლიან ამერიკელი სპეციალისტები ამ მხარეში? _ დაავადებებს, დამახასიათებელს რეგიონის მოსახლეობისთვის, აგრეთვე, მათი გავრცელების მეთოდებს ცხოველებისა და მწერების დახმარებით.

რა მიზნით?

უწინარესად, თავიანთი სამხედროების დასაცავად ამ მიწაზე შეჭრისა და ოკუპაციის შემთხვევაში, მეორე _ ბიოლოგიური ომის მოსამზადებლად და საწარმოებლად ცენტრალური აზიის რეგიონში.

ამერიკელები ამის შესახებ საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ვინ დაიჯერებს მათ კეთილგანზრახვასა და ზრუნვას ადამიანებზე? განსაკუთრებით, თუ გავიხსენებთ, რომ დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონე ვირუსსაც კი შეუძლია, ავნოს ეკონომიკასა და საზოგადოებას. ეს უკვე დაამტკიცა კორონავირუსის პანდემიამ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილ “მოძმე” რესპუბლიკებში დარჩა საბჭოთა ლაბორატორიები, რომლებიც ახლა დაიკავეს ამერიკელებმა. ასე მოხდა უკრაინაში, საქართველოში, უზბეკეთსა და მოლდოვაში, ახლა ყაზახეთშიც.

ალმათის ბიოლაბორატორიას მთლიანად აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ობიექტი, რომელშიც მუშაობენ ძალიან სახიფათო პათოგენებსა და ვირუსებზე; მათ შორის ჭირისა და ციმბირის წყლულის, ტულარემიისა და ბრუცელოზის გამომწვევზე. აქ უნდა გავიხსენოთ სახიფათო ინფექციების აფეთქებები იმ რეგიონებში, რომლებშიც ამერიკული ბიოლაბორატორიებია განლაგებული.

ბიოლაბორატორია ალმათიში

დიდი ხანია, საიდუმლო აღარ არის, რომ აშშ ძალიან სახიფათო ტოქსინებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს ამზადებს, თანაც გაეროს კონვენციის დარღვევით, რომელიც კრძალავს ბიოიარაღის წარმოებას.

ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალმა ამირბეკ ტოგუსოვმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა: “ჩვენ აქ ისე ვართ, როგორც საცდელი მაიმუნები, ჩვენი ტერიტორია კი ბუნებრივი საცდელი პოლიგონია ახალი ვირუსების ტესტირებისთვის (…) ლაბორატორიები არ ექვემდებარება ეროვნულ კონტროლს და მუშაობენ საიდუმლო რეჟიმში”.

მაღალი რანგის სამხედრომ შესაბამისი მასალები 2020 წელს რუსეთს გადასცა და უეცრად გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ამჟამად პენტაგონი ცდილობს ეთნიკური ბიოლოგიური იარაღის შექმნას, რათა გაანადგუროს ცალკეული გენოტიპები ან ეთნიკური ჯგუფები. ამის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ ეს არც არის საჭირო. ცნობილია, რომ აშშ აგროვებს რუსებისა და ჩინელების ბიომასალას, ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო აშშ-ის სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო რეესტრის ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ბიოლაბორატორიების ქსელში ჩადებულია 400 მლნ დოლარი. რესპუბლიკის მოსახლეობა უკმაყოფილოა, ადამიანები ამბობენ, რომ ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიები ამ საიდუმლო ობიექტებში ჩატარებული ცდების შედეგია.

rusvesna.suზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here