მთავარი პოლიტიკა ჩვენი “ჰაჰართველო” აქ არის, ანუ ხომ დავუჭყლიტეთ რუსეთს პომიდორები?!

ჩვენი “ჰაჰართველო” აქ არის, ანუ ხომ დავუჭყლიტეთ რუსეთს პომიდორები?!

2288
გააზიარეთ

მსოფლიო ჩემიონატი ჩამოიშალაუი, უკაცრავად! კი არ ჩამოიშალა, ჩამთავრდა. მინდოდა, მეთქვა, რომ ჩამოშლილ, დანგრეულ, გაუბედურებულ და მიწასთან გასწორებულ, სანქციებდადებულ რუსეთში ტრიუმფალურად დასრულდა მსოფლიოს ნომერ პირველი საფეხბურთო ზეიმი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს სამუდამოდ დავამახსოვრეთ თავი ქართველებმა.

ლამაზი ფეხბურთით? _ არა! ჩვენი ნაკრები ხომ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი არა, შესარჩევი ჯგუფის შუაგულშიც ვეღარ ტივტივებს და უსასრულოდ მიისწრაფვის ფსკერისკენ… მაშ, რით? საქმეც ეგაა და სწორედ ამიტომ დაგვიმახსოვრა მსოფლიომ, რომ მსგავსი პრეცედენტი ჯერ არავის ახსოვს. ქართველები, ფაქტობრივად, მსოფლიოს ჩემპიონები გავხდითჰაჰავში”. დიახ, ეს სპორტის ერთგვარი ახალი სახეობაა, რომელსაც საქართველოში საკმაოდ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, და მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან პროფესიონალურადაცჰაჰაობენ”.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, დაეცინა რუსეთის ნაკრებისთვის და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის “ფეისბუკ”-გვერდზე გაგზავნეს ერთნაირი კომენტარი: “ჰაჰა”. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა, ხოლო ქართველმა “ძაან პატრიოტებმა” გადაწყვიტეს, ეს ამბავი რუსების დასაცინი თემააო და კიდეც “დაუჰაჰავეს” რუსებს გვერდი.

მესმის, რომ ჩვენი გაზეთი სპორტული გაზეთი არ არის და მკითხველს შეიძლება კიდეც გაუკვირდეს, რატომ ვუთმობთ ასეთ ყურადღებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, მაგრამ საქართველოს საზოგადოებრივ არხზე და სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტზე ეს მსოფლიო ჩემპიონატი რომ ყველაფერი იყო, ფეხბურთის გარდა, ალბათ, ბევრი დამეთანხმება.

ხორვატების მიერ გადამწყვეტი პენალტის გატანისას ქართველი ტუტუცი კომენტატორის მიერ წამოძახებული “შიგ _ კრემლში!” რად ღირს მარტო. ან ის მარაზმი, რომელიც მანამდე დააბრეხვა იმავე კომენტატორის მეწყვილემ, მაშინ, როდესაც პენალტს რუსი ფეხბურთელი ასრულებდა _ “პირდაპირ მოგიწოდებთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, რაც იცით, ყველაზე მაგარი დათარსვა, ყველამ ერთად დავთარსოთ რუსეთის ნაკრები”.

მთელ ამ ამბავში ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იგებენ, რატომ ვლაპარაკობ ირონიით ასეთ “პატრიოტრებზე”. როდესაც სოციალურ ქსელში ირონიულად გამოვეხმაურე ფეხბურთის ქართველი კომენტატორების ასეთ უტვინობას და ქართველი “გულშემატკივრების” სამარცხვინო “ჰაჰაობას”, ზოგიერთმა მომწერა: “მერე რა მოხდა?! გაუხარდათ ადამიანებს მტერი ქვეყნის ნაკრების გამოვარდნა მსოფლიო ჩემპიონატიდან და აღნიშნეს, რა არის ამაში ცუდი?”

სიმართლე გითხრათ, ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ზოგი მართლა ვერ ხვდება, რა არის ამაში ცუდი და მიუღებელი. კი, ბატონო, ადამიანს შეიძლება გაგიხარდეს მტრის წარუმატებლობა, თუნდაც ფეხბურთში, მაგრამ მისთვის ასეთი გადაჭარბებული მნიშვნელობის მიცემა, უბრალოდ, სიტუტუცეა. ეს იმას ჰგავს, ერთი ადამიანი მეორეს რეალურად რომ ვერაფერს უბედავს და სასაცილოდ “ეშპილკავება”. ბავშვობაში ერთი მეზობელი მყავდა, რომელსაც უბნელი ტიპი ჩაგრავდა ხოლმე _ როცა დათვრებოდა, ხან აგინებდა, ხანაც თავში წაუთაქებდა. ეს “დაჩაგრული” კი ვერაფერს უბედავდა, ხამადაბალი წაწუწუნების გარდა. ერთხელაც, ვხედავ, ეს “მჩაგვრელი” ხილ-ბოსტნის მაღაზიიდან მოდის კარგად შეზარხოშებული, ხელში სავსე ცელოფნებით. ერთი პარკი, როგორც ჩანს გახეულა და ყოველ 5 ნაბიჯში თითო პომიდორი ვარდება ასფალტზე. უკან ის “დაჩაგრული” ტიპი მოჰყვება და ამ პომდვრებს ჩუმად ჭყლეტს ფეხით, სახეზე კი უზომო სიამოვნება აწრია. ცოტა ხანში ერთ-ერთმა შემხვედრმა უთხრა “მჩაგვრელს”: პომიდორები გიცვივათო. “დაჩაგრული”, იგრძნო რა საფრთხის მოახლოება, იმ წამს მოტრიალდა და ზუსტად იმ სადარბაზოში შემოვარდა, რომელშიც უბნელი ბიჭები ვიდექით.

მოკლედ, მოიხედა მჩაგვრელმა უკან და რომ დაინახა ეს საგულდაგულოდ დაჭყლეტილი პომიდორები, კი გაუკვირდა, მხრები აიჩეჩა, მაგრამ მაინც ღიღინ-ღიღინით განაგრძო გზა. სადარბაზოში შემოვარდნილი “ჩაგრული” კი ამას აღფრთოვანებული ადევნებდა თვალს. მერე ბიჭებს მოგვიბრუნდა: “აგე, ასე ვიცი მე სამაგიეროს გადახდა! დიდხანს ვითმენ მარა, თუ ამომასხა და გადამეკეტა, არავის არაფერს შევარჩენ. აწი ისწავლის ეგ ჭკუას, ხომ დავუჭყლიტე პომიდორები?!”

მაშინ კი ბევრი ვიცინეთ ბიჭებმა, მაგრამ, ახლა რომ ვუყურებ, ეს ცრუპატრიოტები როგორი რიხით “უჭყლეტენ პომიდორებს” რუსეთს, ცრემლი უფრო მადგება თვალზე, ვიდრე მეცინება.

ასე უღირსი, ასე გასაცოდავებული, ასე გამოშტერებული ქართველი საზოგადოების ეს არც თუ მცირე ნაწილი მართლა ძალიან ამაზრზენი საყურებელია. მტერთან, ოკუპანტთან თუ ვისთანაც გინდა, როდესაც რეალურად და პრაქტიკულად არაფრის თავი არ გაქვს და ასე საჯაროდ და სამარცხვინოდ მოუწოდებ ქვეყნის მთავარი ტელევიზით ხალხს მისი საფეხბურთო გუნდისდათარსვისკენ”, ამაზე მეტიპომიდორების ჭყლეტარაღა უნდა იყოს?!

მით უმეტეს, როცა ხალხის ნაწილი მას დიდი შემართებით ჰყვება ამ “პომიდორების ჭყლეტაში” და არის ერთი ჟივილ-ხივილი და კომენტატორების “გმირებად” შერაცხვა.

ვიმეორებ: კი, ბატონო, გამოხატე შენი მიწების ოკუპანტის მიმართ უარყოფითი განწყობა, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ცოტა ღირსეულად გააკეთო და არა გაბუტული და განაწყენებული ბავშვებივითთარსი კატასძახილით?! თუმცა გია თვალაბეიშვილის (ზედმეტსახელად “თვალიას”) ამ საყოველთაო საჯარო დათარსვასაც გადააჭარბა გიორგი ზურაბიშვილის სისულელეებმა, ბოლოს კი მოსკოვში გადაღებული ფოტოთი მისმა “პატრიოტულმა” მარიაჟობამ. ზურაბიშვილმა “ფეისბუკზე” ატვირთა ფოტო _ მას აცვია მაისური, რომელზეც გამოსახულია არათანაბრად გაყოფილი ფეხბურთის მოედანი, რაც სიმბოლურად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე “გადმოწეულ” საზღვრებს ნიშნავს. ამ ფოტოს სოციალური ქსელის ზოგიერთი ქართველი მომხმარებლის აჟიტირებული კომენტარები მოჰყვა.

“ჩემს თვალში გმირია ეს კაცი. მოსკოვში ასეთ მაისურით სიარულს გაბედვა, გმირობა უნდა!” _ წერდნენ აღფრთოვანებული ძალადპატრიოტები. არადა, ფოტოზე ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ზურაბიშვილს სპეციალურად აქვს მონახული ცარიელი “ლუჟნიკების” ფონი ამ ფოტოს გადასაღებად. გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ არის, ხოლო “გმირს” ცალი ხელით მიკროფონი ისე უჭირავს და მეორე ხელით გამარჯვების (“ვიქტორია”) ჟესტს ისე აკეთებს, რომ ფაქტია, მაისურის დამალვას ცდილობს შემთხვევითი გამვლელების თვალისგან _ ემანდ არავინ შემამჩნიოს და არ დამახიოს თავზეო. დააკვირდით ფოტოს და მითხარით, ოდესმე გინახავთ ასე ჭიპთან დაჭერილი მიკროფონი ან კიდევ გამარჯვების ჟესტი არა შემართული ხელით, არამედ იდაყვში მოხრილი, მაცხენა ფილტვთან გაჩერებული გაფარჩხული თითებით?

აი, ასე ემუქრებიან კრემლს და პუტინს ჩვენი ძაანპატრიოტი კომენტატორები. ერთი ქართული ფილმის პერსონაჟი ცხენს მუქარით შემოახტება და რიხით ყვირის: “მოიდა ზურაბა!”. არადა, ვისაც ემუქრება, მასთან მისული, ჭიქას-ჭიქაზე უჭახუნებს და ძმობას ეფიცება. აი, ასეთი “მოიდა ზურაბების” ცვენაა დღეს საქართველოში და “თარსი თვალიები” ბანს აძლევენ.

არადა, დარწმუნებული ვარ, ამ “მოიდა ზურაბამ” ის “ანტისაოკუპაციო” მაისური სწორედ იმ ერთი, “ფეისბუკზე” ასატვირთად გამიზნული ფოტოს გადასაღებად ჩაიცვა. მერე რომ გაიხადა, აშკარად ჩემოდნის ყველაზე შორ კუთხეში ჩაკუჭა და მანამდე არც ამოუღია, სანამ თბილისში ჩამსულმა “თარსი თვალიას” არ გადასცა სამახსოვროდ.

და ბოლოს, ისევ “მოჰაჰავე” ქართველებს მივუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ ვთქვათ: კაი, ჯანდაბას, შეიძლება ადამიანს მტრის წარუმატებლობა გაგიხარდეს და, ჰა, ჯანდაბას, ძალიან გამწარებულმა შეიძლება ფეხბურთიც მიაბა პოლიტიკასმაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომელიწარუმატებლობა” “დავუჰაჰავეთქართველებმა რუსებს: მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა? მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის გამოგდებაფლეიოფიდანთუ მსოფლიოს ვერცხლის პრიოზიორ ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიით წაგება? მინდა, მკითხველმა კარგად გაიაზროს, რას ვამბობ, თუმცა აქ გასააზრებელი არც არაფერია, მაგრამ ამ ბოლო დღეებში ცხოვრებაში, ტელევიზორში და სოციალურ ქსელში იმდენი სირეგვნე ვნახე და მოვისმინე, მაინც ვფრთხილობ!

ხალხო, რუსეთის ნაკრებისთვის მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდიდან გამოვარდნა არის უდიდესი წარმატება და მე (ჩემნაირებსაც!) რომ მაძალებთ, _ მტრის წარუმატებლობა თუ არ გაგიხარდა და თუ არ “დაუჰაჰავებ” სამშობლოს მოღალატე იქნებიო, _ მართლა ამ დონის რეგვნები ხართ თუ სხვა გგონიათ რეგვენი? ასეთი შედეგის გამო რუსეთის ნაკრებს ქუჩებში ოვაციებით ხვდებიან. მათი მთავარი მწვრთნელი ჩერჩესოვი ჩეგევარას შეადარეს, თქვენ კი დგახართ დაჰაჰა”- დასცინითრას დასცინით და რა გიხარიათ: ოკუპანტისა და მტრის ასეთი ისტორიული წარმატება? თან ვინჰაჰაობთ” _ იმ ქვეყნის მოქალეები, რომლის საფეხბურთო ნაკრებმა ლუქსემბურგის მსოფლიოში ყველაზე სუსტ გუნდთან წააგო? იმ ლუქსემბურგისა, რომელსაც არსებობის იტორიაში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი და ისიც საქართველოს კარში.

ამ კითხვების რიტორიკულობა თავისთავად აშკარაა, მაგრამ მე ის მაინტერსებს, ასეთ “ჰაჰართველოს” ოდესმე, ნეტავ, მართლა თუ ეშველება რამე. თუმცა ხალხი, რომელსაც ხორვატიის ცანცარა პრეზიდენტის _ კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის სამარცხვინო ხუნტრუცი აღაფრთოვანებს და რომელიც ნატრობს: “ვაიმე, მეც მინდა ჩემს ქვეყანაში ასეთი პრეზიდენტიო”, გასაგებია, საბოლოოდ რა სახელმწიფოს მიიღებს… მამრობითი “კოლინდა” უკვე გვყავდა პრეზიდენტად, ახლა უკვე დიდი ძუძუებია მთავარი, თორემ სხვა რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს კიდევ ჩვენისთანა ტუტუცი სახელმწიფოს პრეზიდენტი?!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. ისტორიულად ერთმორწმუნე რუსეთი საქართველოს მტერი კი არა, მისი სახელმწიფოებრიობის გადამრჩენელი, გამაერთიანებელი და გამძლიერებელია. სამწუხაროდ, მაკკეინზე და ბუშზე სულმიყიდულმა სააკაშვილმა, დაამკვიდრა აზრი რუსების ჩვენი დაუძინებელი მტრობის შესახებ, რაც დღეს უფრო მეტი სიმწვავით მოქმედებს. ახლაც რუსეთს მილიონზე მეტი ქართველი ემიგრანტი ჰყავს შეხიზნული, რომლებიც ფულს აგზავნიან საქართველოში. დროა აღვადგინოთ მეგობრული და ძმური ურთიერთობები რუსეთთან, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია.

  2. ასე დადებილდა ეს ხალხი თუ სულ ასეთი დებილები იყვნენ? და სად იყვნენ ადრე და საიდან ამოტივტივდნენ აი ამას ვერ ვხვდები,ეხხხხ ძალიან გული კი მწყდება რომ ასეთი გამოთაყვანებულ ერად იქცა ერთ დროს უაღრესად ნიჭიერუ და ჭკვიანი ქართველი ადამიანი ამდენი დაქლიავებულის ფონზე თუ ვინმე მოახროვნეა აღარც ჩანს.წალეკა ქვეყანა უვიცობამ ,აქედან გამომდინარე,ცინიზმმა და იდიოტიზმმა

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here