Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” წყალობით, “მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა”

ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” წყალობით, “მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა”

1647

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. დაიწყო უჩვეულო გარემოში _ საგამოცდო სექტორში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება, სამუშაო მაგიდა დამცავი ფარითაა აღჭურვილი, აბიტურიენტები _ პირბადეებითრას იზამ, ასეთია მწარე რეალობა, რომელიც კოვიდ-19-მა მოუმზადა კაცობრიობას და მათ შორის ჩვენც. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება და ცხადია, ავად თუ კარგად ეროვნული გამოცდებიც უნდა ჩატარდეს. განათლებისა და სწავლების ავკარგზე კი ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია და ვერც ამჯერად ავუვლით გვერდს, რადგან საქართველოში მომავალი თაობის განათლების საქმე სათანადო დონეზე არც დღეს დგას.

როგორც დიდი ილია ბრძანებდა, განათლებამ უნდა მისცეს ხალხს ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად, მაგრამ, “ჩვენდა სამწუხაროდ, მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლაგანათლებისაო”. ჩვენისტრატეგიული პარტნიორებისწყალობით, ჩვენცფეხმოკლედ გვესმისბევრი რამ, თუნდაც განათლებულად მიჩნევა იმ ადამიანებისა, რომლებმაც უცხო ენები იციან და ევროპაამერიკაში რაღაც კოლეჯი დაუმთავრებიათერთი სიტყვით, ასეთგანათლებულებსუფრო მეტად სწყალობთ ბედი სამსახურის შოვნაში, ხოლო ქართულ ფასეულობებსა და ტრადიციებზე აღზრდილი ქართველები იჩაგრებიან. ისინი ხომ ძნელად სამართავნი არიან და უცხოთა დაკრულზე არ იცეკვებენ?! სწორედ ამიტომ ყოფენჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიცხვირს ჩვენი შვილების სწავლააღზრდის საქმეში, გვტენიანიუვენალურ იუსტიციას”, რომელიც, უპირველესად, ხელს შეუწყობს ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულველყოფას, იმ ოჯახის, რომელზეც მყარად იდგა ყოველთვის საქართველო. ახლა კიიუვენალური იუსტიციათანდათან აჩენს კლანჭებს და ახალახალ თავსატეხებს სთავაზობს საზოგადოებას. 2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონშიადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებვკითხულობთ:

დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი პირი”. გარდა იმისა, რომ კანონი სოციალურ მუშაკს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებს და მისგუნებაგანწყობაზეხდება დამოკიდებული ოჯახის ბედი, სრულიად შესაძლებელია, ერთ დღესაც თქვენი შვილი ბაღიდანვე ჩამოგართვან დაიუვენალური კანონითგამყარებული ქმედებით სახლში აღარც გაგატანონ.

და ხშირად სოციალურ მუშაკს ვისგან, ვისი ძალადობისგან უწევს ბავშვთა დაცვა? ვინ არის მოძალადე პირი: მშობელი, რომელიც დავით გურამიშვილის სწავლა მოსწავლეთაზე გაიზარდა, თუ მკაცრი მასწავლებელი, რომლის საგანსაც კლასში ყველაზე ზარმაცი მოსწავლეც კი სწავლობდა?

იმის იმედად ყოფნა, რომ ეს კანონი საქართველოში ვერ იმუშავებს, თავის მოტყუებაა მხოლოდ (აი, როცა იმუშავებს, მერე გვიანი იქნება თითზე კბენანი). ჩვენ კი დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნულ ფესვებზე მყარად ამოზრდილი როგორც სასკოლო, ასევე უმაღლესი განათლების სისტემა, როგორც ქვეყნის აღორძინებისა და დამოუკიდებლობის აუცილებელი წინაპირობა. ჩვენი შვილები ისე უნდა დაეუფლონ მეცნიერებათა საფუძვლებს, რომ დიპლომთან ერთად მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ქვეყანას მოევლინონ თავიანთი დარგის კარგ სპეციალისტებად.

თორემ რა გამოდის?

უცხოქვეყნელი, ვინ იცის საიდამ მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არამც თუ ლუკმაპურსა ჰშოულობს, მდიდრდება, კეთდება ჩვენს შორის, და ჩვენკი, ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში, ჩვენს საკუთარ მამაპაპის ბინაზედ, გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისაჩვენს საკუთარს სუფრაზედ სხვანი ძღებიან, ჩვენის საკუთარის ჯამიდან სველ ლუკმას სხვა იღებს, ჩვენის ქვეყნის რძენაღები სხვას მიაქვს და ჩვენკი, ცარიელზედ გასულნი, მარტო ვჩივით და ვტირით, გვშიან და გვწყურიანო”. ერის მამა, დიდი ილია სწორედ ამიტომ ანიჭებდა განსაკუთრებულ მნიშვნელობას განათლების საკითხს.

ილია ჭავჭავაძემ პერიოდული პრესისა და უმთავრესადივერიაშიდაბეჭდილი სტატიების საშუალებით ქართული პედაგოგიური აზროვნების სალარო გაამდიდრა სახალხო განათლების საკითხებზე დაწერილი წერილებითა თუ ნაშრომებით, როგორიცააპედაგოგიის საფუძვლები” (1888), “ჩვენი ხალხი და განათლება” (1886 .), “ისევ განათლების საკითხებზე” (1889 .)”ქალი მასწავლებელი” (1886 .), “დედათა საქმე და ქალთა განათლება” (1889 .) “ხილნარობისა და მევენახეობის სასწავლებელთა შესახებ” (1886 .), სატექნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ” (1896 .), “სასოფლოსამეურნეო განათლება” (1886 .), “თვითმოქმედება ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში” (1886 .) და სხვ.

ბევრი მისი მოსაზრება და თვალსაზრისი დღესაც საუკეთესო გაკვეთილად გამოდგება, თუკი მას ყურს მივუგდებთ და ჩავუღრმავდებით.

ჩვენი ხალხი და განათლება

უმეცრება _ აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალრბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლესეს არავისთვის საიდუმლო არ არის: თითონ ცხოვრება ხმამაღლივ ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაღებინოთგადიკითხეთ ყურადღებით გაზეთებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარედან მოწერილი ამბები და ჰნახავთ

ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მისდევს. წლითიწლობით მიწას ჩაჰყურებს, ატრიალებს, ჰხნავს, სთესავს; ვაზს უვლის, ბოსტნეული მოჰყავს; წელებზედ ფეხს იდგამს, თავს მაღლა არ იღებს, ჯაფას არ ერიდება, ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს. მაგრამ აი წელს სეტყვამ გაუნადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო, მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა. წლის ნაწვავ-ნადაგი ხელიდამ გამოეცალა… რა ქნას? ცოდნა მას არა აქვს, ვერც თავის საკუთარს ძალ-ღონეს დანდობია, ვერც სხვას მინდობია, ვერც ცალკე ღონით გასძღოლია. სად არის განათლებული, მეცნიერებით შეიარაღებული კაცი, რომ მისთვის გული შესტკივოდეს და წარმატების გზა უჩვენოს?..

ხალხს მოსავლიანი წელიწადი დაუდგა, ჯაფამ მუქთად არ ჩაუარა. ხალხს ათასგვარი ხარჯი და გადასახადი აწევს კისერზე. ამისათვის ფული უნდა. მოსავალია მთელი მისი სიმდიდრე, ერთად-ერთი წყარო. მოსავალია მისი ფული, მოსავლით უნდა გაუძღვეს ყველა ხარჯს და გადასახადსა. მოსავალი უნდა ფულად აქციოს. მაგრამ როგორ? აღებ-მიცემობისა არა ესმის რა, ანგარიში კარგად ვერ გაუგია, სად რასა აქვს გასავალი, არ იცის… ესეც ერთი უმეცრების ნაყოფი!

სიღარიბე, რიგიანის სახლების უქონლობა, ცუდი სასმელ-საჭმელი, უსუფთაობა, სიბინძურე და სხვა ამ-გვარი ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოება ავრცელებს ხალხში და ხელს უწყობს ათასგვარ ავადმყოფობას, სნეულებას და ჭირსა. ბევრი მათგანი იხოცება და შველას-კი ვერსაიდამა ჰხედავს. ექიმი არა ჰყავს, წამალი არა აქვს. უილაჯობით ხან შემლოცველთან გარბის, ხან მკითხავთან, ხან ხელთ ეძლევა უმეცარს ექიმობას სოფლისას, შელოცვას, ხატებში სიარულს. სოფლელ დედაკაცების წამლობას, ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვთ ხალხისათვის, ვიდრე სარგებლობა. განა ხალხს სიცოცხლე მოსძაგებია, განა სიკვდილი იამება? მაშ რატომ მეცნიერებას არ მიჰმართავს, რატომ თავის ერთს უძვირფასეს საუნჯეს – სიცოცხლეს არ იცავს რიგიანად? აქაც დამნაშავე იგივე უმეცრება, ცრუმორწმუნებაა.

დაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, ძარცვაგლეჯა, ჩხუბი, ცემახოცვა ეკონომიურს გაუწყობლობის გამო, და სხვა ბევრი ამგვარი ნაყოფი უმეცრებისა _ ვრცლად არის მოფენილი ჩვენს ცხოვრებაში. უმეცარ კაცს როგორ შთააგონებ, რომ მისი საკუთარი ინტერესები მოითხოვს, რომ თავის მეზობელთან კარგი განწყობილება ჰქონდეს, რომ მეზობლის უბედურება და შეუძლებლობა მას ბედნიერებას და შეძლებას ვერ შესძენს, რომ მხოლოდ ურთიერთობრივი თანხმობა, შეწევნა ჰბადებს ნამდვილ ბედნიერებას და სიმდიდრეს, როგორც მთელის ხალხისას, ისე კერძო კაცისას.

ბევრს ჯერ პირველ-დაწყებითის განათლების ნიშანწყალიც არ მოსცხებია. ხალხმა უმეტეს ნაწილად ცარიელი წერა-კითხვაც არ იცის. წიგნების კითხვა ჩვენში სრულიად არ არის გავრცელებული, რომ ხალხმა თავის ავი მაინც გაიგოს, თუ სხვის კარგას ჯერ კითხვით ვერ შეიძენს. ხალხი უმეცრების გამო სკოლებს ეჭვის თვალით უყურებს და განს უდგება. ზოგიერთ ადგილას ხალხი პირდაპირ მტრულად ეკიდება სკოლას. მაგალითად, ამ დღეებში ერთი ჩვენი კორესპონდენტი გვწერდა, რომ ილორის საზოგადოება ცდილობს, თავის სკოლას ხელი შეუშალოსო.

სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება; განათლებამ უნდა განფანტოს მისი გონებითი სიბნელე, განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად, და ხალხი კი სდევნის სკოლას, განათლებას. რა მიზეზია? ცხადია, უმეცრება!

აი მოკლედ რა სურათს წარმოგვიდგენს ჩვენ… უმეცრების შედეგი. დასაფიქრებელია ასეთი არა-სანუგეშო სურათი. უმეცრებაა ჩვენის საშიშარი მტერი. უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან. განათლება, სწავლა, ცოდნა _ აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას. კვალში ჩაუდგეს, ხალხს მხარი მისცეს და შველა აღმოუჩინოს, ვისაც წამალი აქვს, ვისაც მკურნალობა შეუძლიან. მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი, მიწის შემუშავების მცოდნე, – ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი, საქმით დაამტკიცონ სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდამ. უნდა ჩვენს კერძო სარგებლობას, კეთილდღეობას ცოტა რამ ჩამოვათალოთ და საზოგადო სარგებლობას, კეთილდღეობას შევსწიროთ. ფული არა გვაქვსო, გარშემო შემწეობას არა ვხედავთო და ამიტომ უღონონი ვართ ამ საქმისათვისაო, ეს, რასაკვირველია, შესაწყნარებელი მიზეზია და არა გასამართლებელი. ნიჭი, გარჯა და მხნეობა დღეს თუ ხვალ ფულსაც იშოვის და შემწეობასაც მოიპოვებს; ყოველივე ეს თითონ ფულია, თითონ ღონეა და სიმდიდრე, ოღონდ კი კაცი ნუ შეიკეტება ოთხკედელშუა, ოღონდ კი გულხელდაკრეფილი ცას ნუ შევაჩერდებით: აცა, მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდებაო. ამ ნიჭსა, გარჯას და მხნეობას ითხოვს დღეს ჩვენი ცხოვრება განათლებულის კაცისაგან და ან ვის მოსთხოვს სხვას, თუ არ განათლებულსა და მცოდნე კაცსა!..

ტფილისი, 22 მაისი,

1886 წელი

ისევ განათლების საკითხებზე

დღეს ჩვენშიაც-კი ბევრი არ არის იმისთანა კაცი, რომ არ იცოდეს, _ რა კარგი რამ არის ადამიანისათვის ცოდნა, სწავლა და განათლება. კარგი რამ არის, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა. ჩვენ იგი მოგვწონს, როგორც იმისთანა მორთულობა, იმისთანა სამკაული, ურომლისოდაც ადამიანს შეუძლიან ასე თუ ისე ცხოვრების გზა დაჰლიოს, იოლად გამოვიდეს ხალხსა და ქვეყანაში, ერთის სიტყვით, ურომლისოდაც არცა ჰშივა კაცს და არცა სცივა. ამის გამო ცოდნის არქონას ისე ვუყურებთ, როგორც არქონას მორთულობისას, სამკაულისას, სახელდობრ იმ მორთულობისას, იმ სამკაულისას, რომელიც, თუ არის, ხომ რა კარგი, თუ არადა, არა ჰღირს იმისთვის კაცმა თავი შეიწუხოს, თავი იტკინოს.

ჩვენი შეცდომა სწორედ ამაშია. ცოდნა, სწავლა-განათლება, ასე ახსნილი და გაგებული, სწორედ ცოდნისა და სწავლა-განათლების შეგინებაა, გაუპატიურებაა. ცოდნა, სწავლა-განათლება დღევანდელ კაცისათვის არსებითი პურია. უამათოდ ადამიანი დღეს ყველაფერს მოკლებულია: ადამიანობასაც, სარჩო-საბადებელსაც, ღონესაც და შეძლებასაც. დღეს უცოდნელად, უსწავლელად კაცი ერთს ნაბიჯსაც ვერ გადასდგამს ცხოვრების მოედანზედ უმარცხოდ და უძლეველად. ცხოვრების მოედნიდამ ბურთი დღეს მარტო მცოდნეს გააქვს, მარტო მცოდნეს აქვს საკმაო და საპატიო კერძი წუთისოფლის სუფრაზედ, და თუ უცოდინარისათვის რჩება რამე, ნარჩენი მარტო მცოდნეს ნასუფრალია, მცოდნე კაცის სუფრის ნაბღერტია. დღეს მარტო მცოდნე და ნასწავლია ბატონი, და უსწავლელი, უცოდინარი-კი მისი ყურმოჭრილი ყმაა, რომელიც ძალა-უნებურად იძულებულია იმას დასჯერდეს, რასაც მცოდნეს და ნასწავლს მორჩება, რასაც მცოდნე და ნასწავლი ხელს არა ჰკიდებს, როგორც მისთვის უღირსსა და გამოუსადეგს.

ჩვენ გვავიწყდება, რომ ცოდნა, სწავლაგანათლება დაუშრეტელი წყაროა, როგორც კაცად მყოფობისათვის, ისეც თავის სარჩენად, ქონებისა და სარჩოს მოსაპოვებლად. რასაც მცოდნე კაცი ერთს საათში მოიამაგებს, იმას უცოდინარი მოანდომებს ოთხხუთ საათს. შესაძლოა კაცს სიმდიდრე თვალ წინ ედოს და ვერა ჰხედავდეს უცოდინარობით და ან ჰხედავდეს და არ იცოდეს, როგორ და რა გზით აიღოს და შინ შეიტანოს, და მცოდნე კაციკი ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ ამოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება.

ესეთი ძლიერება ცოდნისა და სწავლა-განათლებისა ჩვენ საკუთარ თვალ-წინ შესაძლოა კაცმა დაინახოს. რამდენი მაგალითია, რომ უცხო-ქვეყნელი, ვინ იცის საიდამ მოსული და ჩვენში შემოხიზნული, არამც თუ ლუკმა-პურსა ჰშოულობს, მდიდრდება, კეთდება ჩვენს შორის, და ჩვენ-კი, ჩვენს საკუთარ სახლსა და ქვეყანაში, ჩვენს საკუთარ მამა-პაპის ბინაზედ, გვენატრება სარჩო და საგზალი ცხოვრებისა. ჩვენ მუდამ იმასა ვჩივით და ვტირით, რომ ღარიბნი ვართ, ლუკმა-პურის ილაჯს ვერსად გამხდარვართ, და ის-კი აღარ გვახსოვს, ის-კი აღარ გვაგონდება _ სად და რაშია სათავე და მიზეზი ჩვენის სიღარიბისა.

საკვირველია! თუ უცხოქვეყნელი მოდის აქ, ამ მისთვის უთვისტომო ქვეყანაში, საცა არც ერთი მტკაველი მიწა აქვს, არც ერთი კაცი ჰყავს ხელშემწყობი და გულშემატკივარი და მარტო თავის თაოსნობაზედ და მხნეობაზედ დანდობილი, ჰშოულობს საქმეს, თავს ირჩენს, მდიდრდება, კეთდება, ჩვენ რაღა დაგვემართა, ჩვენ, რომელთაც მიწაცა გვაქვს, მამულდედულიც, ბინაც, მახლობელნი და ნათესაობაც გვყავს და მაინც ვჩივით და ვტირით სიღარიბეს. ჩვენს საკუთარს სუფრაზედ სხვანი ძღებიან, ჩვენის საკუთარის ჯამიდან სველ ლუკმას სხვა იღებს, ჩვენის ქვეყნის რძენაღები სხვას მიაქვს და ჩვენკი ცარიელზედ გასულნი, მარტო ვჩივით და ვტირით, გვშიან და გვწყურიანო. ისკი ვიცით, რომტირილითა და ვიშითასოფელი არ აშენდება.

რათ არის ესე? იმიტომ არის, რომ უცხოქვეყნელი იმ განძით, იმ საუნჯით მოდის ჩვენში, რომელსაც ცოდნა ჰქვიან და ურომლისოდ ეხლანდელ დროში თითონ ფულითაც მდიდარი ღარიბია, რადგანაც უქმია და გამოუსადეგი, და უქმი და გამოუსადეგი ხომ მარტო ქონების მჭამელია და არა ქონების გამდიდებელი და გამაძლიერებელი, ქონების გამღებია და არა მომღები. ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ; ნაღებს ქვეყნისას და ცხოვრებისას მცოდნე კაცი ჰხდის და უცოდინარს სასვლეპავად თუ დო დარჩა, ღმერთს მადლობა შესწიროს.

ჩვენი უცოდინარობა, უსწავლელობა ისე გვაბრკოლებს და გვაბორკილებს, რომ ცილობაც ვეღარ გაგვიწევია ახალმოსულთა უცხოელთათვის. ყველგან იგინი გვჯობიან, ყველგან იგინი წინ გვასწრობენ, გამოსარჩენს საქმეს ხელიდამ გვაცლიან. რას იზამთ? იმათკენ ცოდნაა, განათლებაა, მიხვედრილობა და გაგებულობაა, ჩვენკენკი უვიცობა, სიბნელე, მიუხვედრებლობა, გაუგებლობა. ამ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფნი რით უნდა შევეჭიდნეთ, რით უნდა გავუმკლავდეთ სწავლითა და ცოდნით შეთოფიარაღებულს, ცოდნითა და სწავლით გაძლიერებულს, გაღონიერებულს და გათამამებულს? რასაკვირველია, იმავ იარაღით, რითაც ისინი იმარჯვებენ ჩვენზედ, ესე იგი, ცოდნითა და სწავლულობითა. სხვა ვერაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არ ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისაგან, თუ არ ის ხერხი, ის უნარი, ის ძალღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლაგანათლება იძლევა.

ტყუილი ჩივილია, ტყუილი ტირილია უფულობისა, უქონლობისა. უნდა ვტიროდეთ და ვჩიოდეთ უცოდინარობას, უვიცობას, იმიტომ რომ სათავე და მიზეზთა-მიზეზი ყოველ უბედურობისა ეგ უვიცობა, ეგ ცოდნის უქონლობაა. მაშასადამე, ცოდნა, სწავლაგანათლება, მარტო სამკაულიკი არ არის კაცისა, პირველ წყების საჭიროებაა, როგორც პური, როგორც წყალი, როგორც საჭმელი და სასმელი, ერთის სიტყვით, როგორც ყოველივე ის, ურომლისოდაც კაცს გაძლება და ხეირი ამ ქვეყანაზედ არ შეუძლიან.

აქედამ აშკარაა, რას უნდა ეტანებოდეს ჩვენი ქართველობა, თუ სურს, რომ ჯანი მიეცეს მის სულსა და ხორცს ცხოვრების მოედანზედ საჭიდაოდ და გასამარჯვებლად. იგი უნდა ეტანებოდეს სკოლებს, სასწავლებლებს, ამ სწავლა-ცოდნის მომფენელთ და მომავლინებელთ. მაგრამ, აბა ერთი უყურეთ, ან ამ მხრივ რა ყოფაში ვართ. აქაც, ჩვენდა საუბედუროდ, სხვებზედ უკანა ვართ დარჩენილნი.

რის გამო გავმართეთ საუბარი ამ ძველის-ძველ და ყოველთვის-კი ღირს-სახსენებელს საგანზედ, ამას შემდეგს წერილში გამოვარკვევთ.

ტფილისი, 26 ოქტომბერი, 1889 .

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here