მთავარი ახალი ამბები შსს: თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა თანატოლმა ბიჭმა შურისძიების მოტივით მოკლა

შსს: თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონა თანატოლმა ბიჭმა შურისძიების მოტივით მოკლა

7737
გააზიარეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, მეგობარს – 1997 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”, – განაცხადეს შსს-ს სპეციალურ ბრიფინგზე.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულის მიერ დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. დაავადებულია ახალგაზრდობა და ამათ კიდევ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდათ?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here