მთავარი დაიჯესტი შვიდი ათასი წლის წინანდელი სამარხი

შვიდი ათასი წლის წინანდელი სამარხი

1855
გააზიარეთ
შვიდი ათასი წლის წინანდელი სამარხი

ფლორიდის არქეოლოგიური კვლევის ბიუროს მკვლევარებმა აბორიგენი ამერიკელების შვიდი ათასი წლისწინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, _იუწყება გამოცემა Science Alert.

ნეშტები, თავდაპირველად, 2016 წელს სანაპირო ზოლს 275 მეტრის დაშორებით, ფლორიდის შტატის მანასოტა-კის მხარეში, 6,5 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. მყვინთავებმა იპოვეს ადამიანის ყბის ძვალი, შემდეგ კი ინდიელების მანამდე უცნობ სამარხს მიაგნეს, რომლის ფართობი სამი ათასი კვადრატული მეტრი იყო.

ახალი გამოკვლევის შედეგად მყვინთავებმა იპოვეს უამრავი ნეშტი და არტეფაქტი: ხელის მოტეხილი ძვალი, თავის ქალის ფრაგმენტები, ფიცრის ნატეხები, ქსოვილის ნარჩენები. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ ადგილზე გაცილებით მეტი ადამიანია დამარხული. მსგავსი სამარხი _ ვინდოვერი _ ფლორიდის ნახევარკუნძულის მეორე მხარესაა. იქ 168 ადამიანია დაკრძალული, მათი ჩონჩხები კარგად არის შემონახული ტბორის ტორფიან ფენაში. მიიჩნევენ, მანასოტა-კის სამარხი სანაპირო ზოლზე მაღლა მდებარეობდა, მაგრამ კლიმატური დათბობის შედეგად ზღვის დონემ აიწია და სანაპიროს დიდი ფართობი წყალქვეშ მოექცა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here