Home ახალი ამბები საქართველო “შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაერთიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ შეჩერდეს...

“შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაერთიანება ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ შეჩერდეს მე-5 მუხლის მოქმედება”

3141
რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენმა, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა 2009-2014 წლებში, განაცხადა, რომ შეუძლებელია საქართველოს ნატოში შესვლა ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ შეჩერდეს ალიანსის წესდების მე-5 მუხლის მოქმედება, რადგან, მე-5 მუხლის გაუვრცელებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, გაჩნდეს იმის საფრთხე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები _ აფხაზეთი და .. სამხრეთ ოსეთი _ დაიკარგოს.

“ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. ასე რომ, შეუძლებელია საქართველოს ნატოში გაერთიანება ისე, რომ ამ ტერიტორიებზე დროებით მაინც არ გავრცელდეს მე-5 მუხლი. შეიძლება ვიდავოთ, რომ წარსულში არსებობდა მსგავსი პრეცედენტი და მაგალითად გერმანია მოვიყვანოთ, მაგრამ გერმანიის შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მდგომარეობა იყო. აღმოსავლეთ გერმანია არ იყო ოკუპირებული, ისე, როგორც ოკუპირებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რთული საკითხია, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია: საქართველოს შემთხვევაში ეს ვარიანტი არ იქნება შესაძლებელი, რადგან არ გაჩნდეს საფრთხე, რომ ეს ტერიტორიები დაიკარგოს. არ მგონია, საქართველოსთვის ეს მისაღები იყოს”, _ განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ამ საკითხზე მიმდინარე დისკუსიისას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here