Home ახალი ამბები მსოფლიო შედეგები მასშტაბური სამიტისა “რუსეთი _ აფრიკა”

შედეგები მასშტაბური სამიტისა “რუსეთი _ აფრიკა”

814
შედეგები მასშტაბური სამიტისა “რუსეთი _ აფრიკა”

სამიტის ყველა მონაწილემ და ეს აფრიკის 54 ქვეყანაა, პლუს რუსეთი, შეძლეს შეთანხმებულიყვნენ ერთიან პოზიციაზე სავალუტო და საგარეო პოლიტიკაში შანტაჟისა და დიქტატის თაობაზე, რომლის დაწესებასაც ცდილობს ზოგიერთი სახელმწიფო. რუსეთი დააფინანსებს აფრიკის ინფრასტრუქტურას, გზების მშენებლობას, ენერგეტიკის სფეროს, სოფლის მეურნეობას, განათლებასა და ჯანდაცვას.

24 ოქტომბერს სოჭში დასრულდა მასშტაბური და თავისებურად უნიკალური სამიტი “რუსეთი-აფრიკა”. ეს ღონისძიება მსოფლიოს ისტორიაში შევა, როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება აფრიკის კონტინენტისთვის. 24 ოქტომბერს სოჭში 10 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ინიციატივით, უზრუნველყონ აფრიკის სტაბილურობა და აყვავება. სამიტის მონაწილეთა შორის იყვნენ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოს 43 ლიდერი, აგრეთვე, მინისტრები და ელჩები კიდევ 11 ქვეყნიდან (აფრიკის 54-ვე სახელმწიფოდან), 120 ელჩი და მინისტრი, აგრეთვე, ევროპის წამყვანი ქვეყნების, აშშის, კანადისა და ავსტრალიის 6000-ზე მეტი წარმომადგენელი.

1500-ზე მეტი ოფიციალური შეხვედრისა და 35 დიდი ღონისძიების გამართვის შემდეგ 24 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა შედეგები შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს რუსეთსა და აფრიკას შორის ყველა საკვანძო მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით დიდ დეკლარაციაზე ხელმოწერის გამო. აღსანიშნავია, რომ ყველაფერთან ერთად, ქვეყნებმა შეძლეს მოლაპარაკება ერთიან პოზიციაზე ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან შანტაჟსა და დიქტატზე სავალუტო და საგარეო პოლიტიკაში.

2 დღე-ღამის განმავლობაში მიღწეული იქნა მკაფიო საყოველთაო შეთანხმება თანამშრომლობასა და მეგობრობაზე; ურთიერთგაგება დოლარის გავლენიდან გამოსვლის შესახებ, გაეროს გარდასაქმნელად ძალისხმევის კოორდინაციაზე, შეთანხმება თანამშრომლობის გაფართოებისა, როგორც პირდაპირ მთავრობათაშორისი ურთიერთობებით, ასევე აფრიკის კავშირის მეშვეობით; შეთანხმება _ აღდგეს კეთილმეზობლური და საქმიანი ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ეს ურთიერთობები ადრე დაინგრა; შეთანხმება _ ერთობლივად აამაღლონ აფრიკის უსაფრთხორება და სხვ.

სულ ხელი მოაწერეს 15 მლრდ დოლარის 1500-ზე მეტ შეთანხმებას, მემორანდუმსა და კონტრაქტს. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, ამიერიდან სამიტი “რუსეთი-აფრიკა” სტაბილურად ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გაიმართება _ რიგრიგობით სხვადასხვა ქვეყანაში.

შედეგები მასშტაბური სამიტისა “რუსეთი _ აფრიკა”

სამიტის გამორჩეული მოვლენა იყო ეგვიპტის პრეზიდენტის _ ფათაჰ ასსისისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომლის შემდეგაც ას-სისიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ კაიროსთვის მოსკოვი ყველაზე საიმედო პარტნიორია. ორი ქვეყნის ლიდერებმა მოილაპარაკეს ჩარტერული ავიამიმოსვლის განახლების შესახებ, აგრეთვე, აფრიკის ინფრასტრუქტურის, გზების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროს დაფინანსებაზე.

სამიტზე იმსჯელეს არა მხოლოდ პერსპექტივებზე, არამედ გაიხსენეს უკვე მიღწეულიც. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა და მისმა კოლეგამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან _ ფორსტენარკანჟ ტუადერამ ღონისძიებების მონაწილეებს უამბეს იმის შესახებ, როგორ თანამშრომლობენ ისინი განათლების, ვაჭრობისა და თავდაცვის სფეროებში.

სახელმწიფოების ლიდერებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ ლიბიის საკითხი. ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდელ ჰადი ალ-ჰუვეიჯმა განაცხადა, რომ მზად არის, აამოქმედოს სახალხო ერთობის მთავრობის ჩამოყალიბების პროცედურა და, ბოლოს და ბოლოს, ქვეყანაში ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები.

ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლის კომენტირებისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლიბიაში კრიზისი პირდაპირ არის დაკავშირებული ზოგიერთი ქვეყნის უპასუხისმგებლო და საფუძველშივე მცდარ პოლიტიკასთან, რომლებმაც გააუკუღმართეს გაეროს რეზოლუცია. რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი შეეცდება, ყველაფერი გააკეთოს კონფლიქტის მოსაგვარებლად და ლიბიის სახელმწიფოებრიობის აღსადგენად.

რუსეთი ცდილობს აფრიკაში ფეხის მოკიდებას. უწინარესად, ეს ეხება გასაღების ბაზრებსა და სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებას, შემდეგ მოდის სამხედრო ბაზების განლაგება.

აფრიკის პოლიტიკურ ველზე რუსეთი თამაშობს ტრანსნაციონალური კორპორაციების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავებული არიან ამ კონტინენტიდან სხვადასხვა რესურსის ამოქაჩვით, ამიტომ იქ რუსებისთვის ყველაზე დიდი რისკია დაპირისპირება შეიარაღებულ დაქირავებულებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ადგილობრივ მოსახლეობაში ჩანერგილი აგენტების მეშვეობით სტიქიური ამბოხების მოწყობით, ადგილობრივი პოლიტიკოსების მოსყიდვითა და მათი მოშორებით, “ექსპერიმენტულიდაავადებების სპონტანური აფეთქებით ადამიანებსა და ცხოველებს შორის. იქ არ არის სერიოზული რისკი დაპირისპირებისა ფორმატშიარმია არმიის წინააღმდეგ”.

რუსეთი აფრიკაში, ძირითადად, წარმოდგენილი იქნება დაზვერვისა და სამხედროების მიერ მხარდაჭერილი რუსული კორპორაციების სახით. უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში რუსეთი გეგმავს კონტინენტთან გააორმაგოს საქონელბრუნვა. ამჟამად რუსეთს აფრიკაში გააქვს 14 მლრდ დოლარის შეიარაღება და 2,3 მლრდ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები.

გეოპოლიტიკური კონკურენცია აშშთან (საზოგადოდ, დასავლეთთან) ნიშნავს სისტემების პრინციპულ შეჯახებას პლანეტაზე, როდესაც ლაპარაკია ამერიკის გლობალური ჰეგემონიის ნგრევის აუცილებლობაზე, უნდა გვესმოდეს, რომ წარმატების შემთხვევაში წარმოქმნილი სიცარიელე ალტერნატივით უნდა შეივსოს. აქ არის ორი ვარიანტი _ ან ჩინეთი, ან რუსეთი. სოჭში გამართული დიდი შეხვედრის შედეგები მიუთითებს აფრიკელების სერიოზულ განაცხადზე, რომ ასეთი ლიდერი რუსეთია. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოსკოვს აქვს აფრიკის განვითარების მომხიბვლელი პროგრამა და რუსულ კომპანიებს შეუძლიათ, თანამშრომლობის უკეთესი პირობები შესთავაზონ ადგილობრივებს, ვიდრე ჩინელებს, ამერიკელებს ან ევროპელებს.

ჯერ კიდევ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სპეციალისტები აფრიკაში 600-მდე ობიექტს აშენებდნენ, მათი ნახევარი წარმატებით დასრულდა. ალუმინის საბჭოთა წარმოება ეფუძნებოდა აფრიკულ ბობსიტებს, მათ შორის გვინეაში მოპოვებულს. მხოლოდ კონგოს რესპუბლიკა საბჭოთა კავშირში ყიდდა 10 ათას ტონა ტყვიის კონცენტრატს წელიწადში.

აფრიკაში არის სასარგებლო წიაღისეულის მსოფლიო მარაგის მესამედი. ამჟამად აფრიკაში მოიპოვებენ მსოფლიოში მოპოვებული პლატინის 83%-, ალმასების _ 45%-, ოქროს _ 40%-, კობალტის _ 47%-, პალადიუმის _ 54%, ქრომის _ 42%-.

რუსეთისთვის აფრიკა საჭიროა, სულ ცოტა, სამი საკვანძო მიმართულებით:

პირველი _ როგორც გასაღების ბაზარი რუსული ქიმიური პროდუქციისთვის, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო სასუქებისთვის. ამჟამად კონტინენტზე ცხოვრობს 1,2 მლრდ ადამიანი, 2050 წლისთვის 1,8 მლრდ-ს მიაღწევს. იქ სურსათის საკითხი ძალიან მწვავედ დგას, პირველ რიგში, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დანგრევის გამო ევროპული და ამერიკული “ჰუმანიტარული” დახმარების გამო. უფასო პურმა აფრიკის ქვეყნებში მოკლა სოფლის მეურნეობის დარგი _ ეს თემა დიდი და მრავალწახნაგოვანია.

ფაქტია, გაეროს (უზარმაზარი კორუფციული სისტემა) ჰუმანიტარული დახმარებების მოცულობის გაფართოებამ აფრიკაში გამოიწვია იქაური სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემცირება, სიღარიბის მატება და შიმშილობა. პრობლემის მოგვარება კი შეიძლება სურსათის იმპორტის შემცირებით. ამისთვის კი საჭიროა ბევრი სასუქი, ძალიან ბევრი. წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ეს ბაზარი ყოველწლიურად 5-7 მლრდ დოლარის შემოსავალს მოიტანს 2025-2030 წლებისთვის და მატების პერსპექტივაც ექნება;

მეორე _ ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებისთვისაც საჭიროა რუსეთში წარმოებული მოწყობილობები. მაგალითად, ამჟამად “როსატომი” აფრიკის 12 ქვეყანაში ახორციელებს 30 პროექტს, ხოლო ატომური ენერგეტიკის საკითხებს სტუდენტებს შეასწავლის 50 ქვეყანაში.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ აფრიკული შეკვეთების 14-მილიარდიანი პაკეტი შეიძლება გაორმაგდეს, რადგან ენერგეტიკული სიმძლავრეები უფრო საჭიროა, ვიდრე სასუქები;

მესამე _ მარტივი გათვლებითაც ჩანს, რომ აფრიკული ქვეყნების ბაზარი დიდ სივრცედ შეიძლება იქცეს ყველა სახის რუსული პროდუქციისთვის. ის შეიძლება გახდეს რუსული საწარმოების პროდუქციის გასაღების ადგილი.

თუ გადავხედავთ აფრიკული ქვეყნების საგარეო ვაჭრობის სტრუქტურას, ვნახავთ, რომ ისინი ეკონომიკურად 45-50%-ით მიბმულნი არიან ევროკავშირთან; დაახლოებით მესამედით _ მეზობელ ქვეყნებთან კონტინენტზე; 11-15%-ით _ ჩინეთთან; აშშ-ის წილი კი 3,5%-ს შეადგენს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. 1. 2 დღე-ღამის განმავლობაში მიღწეული იქნა მკაფიო საყოველთაო შეთანხმება თანამშრომლობასა და მეგობრობაზე; ურთიერთგაგება დოლარის გავლენიდან გამოსვლის შესახებ,
    2. სულ ხელი მოაწერეს 15 მლრდ დოლარის 1500-ზე მეტ შეთანხმებას, მემორანდუმსა და კონტრაქტს.
    და ამის სემდეგაც მხოლოდ დოლარსია დათვლილი ყველაფრი და რა ბოდვაა, ჯერ როოგრ უნდა გააკეტონ დედოლარიზაცია, როცა აქ, ევრაზილ კავსირსი ვერ ამოიღეს და კიდევ, რუსეთს თავისი გზები ვერ აუშენებია, აფრიკის მასშტაბი წარმოდგენილი ამინც აქვს ავტორს? მე მგონი, საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რა არის აფრიკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here