Home რუბრიკები პოლიტიკა “შავი ნაძვის ხიდან” “შავ სიამდე”

“შავი ნაძვის ხიდან” “შავ სიამდე”

3136
“შავი ნაძვის ხიდან” “შავ სიამდე”

დამდგარი ახალი წლისგაშავებისმცდელობა ქართულ .. ოპოზიციას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც 2020 წელი ჯერაცდამდეგისსტატუსით სარგებლობდა _ დეკემბრის პირველივე დეკადაში. ქვეყნის მთავარი ნაძვის ხესამოქალაქო აქტივისტებადწოდებულმანაცმოძრაობისმიერ დაფინანსებულმა ახალგაზრდებმა შავებით შემოსეს. თუმცა, აქვე შეგვეძლო გვეთქვა _ არა მხოლოდსამოქალაქო აქტივისტებადწოდებულმა, არამედახალგაზრდებადწოდებულმაც, რადგან ადამიანები, რომლებიც ხშირად სპეკულირებენმთელი ქართველი ახალგაზრდებისსახელით, ძირითადად, კაი 40 წელს მიტანებული მუტრუკები არიან.

საზოგადოდ, აუცილებლია, ითქვას, რომ ასეთიოპოზიციაქართულ პოლიტიკურ სპექტრს არც ერთი სხვა მთავრობისა თუ ხელისუფლების პერიოდში არ ჰყოლია. ეს არისოპოზიცია”, რომელიც მუდამ და ყველანაირად ცდილობს და ხელს უწყობს იმას, რომ ეს თითქმის უკვე მოყანყალებული ხელისუფლება კვლავ გაამაგროს დაოპოზიციისქმედებების შემხედვარე ხალხს ათქმევინოს: იმ ნაგიჟრებსა და მანიაკებს ისევ ეს უნიათოები და უნამუსოები მირჩევნიაო.

ანალოგიურ დღეში ვართ ჟურნალისტებიც. ის-ის არის, მოვემზადებით, რომ ერთი კაი მწარე, ხისტი და გამანადგურებელი კრიტიკა დავუწეროთ არსებულ ხელისუფლებას… რომ უცებ გამოხტება “ოპოზიცია” და იმისთანა სირეგვნეს, სიშტერეს, მანიაკობასა და არაადამიანობას იტყვის ან ჩაიდენს, რომ ძალაუნებურად ისევ მათზე გადაგვაქვს აქცენტი და მთავრობა, რომელიც მართლა გამაპარტახებელ კრიტიკას იმსახურებს, კვლავ ყურადღების მიღმა გვრჩება.

სწორედ ამიტომ მიწერია სიტყვა “ოპოზიცია” ყველგან ბრჭყალებში და სწორედ ამიტომ მაქვს ე.წ. გონივრული ეჭვი, რომ ე.წ. ოპოზიციის ქმედებებს ე.წ. პარტიის თავმჯდომარე, სინამდვილეში კი ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად რომ არის, აი, ის კაცი აფინანსებს და თვითონვე იგონებს იმ მარაზმულ გამოხდომებსაც, რომლებსაც შემდეგ “ოპოზიცია” პირნათლად ასრულებს, რათა ხალხმა თქვას: “ისევ ეს ოლიგარქი და მისი ტუტუცი ხელისბიჭები გვირჩევნია იმ ვერდასაბრუნებელ, უტიფარ და სულით ავადმყოფ მანიაკებსო”.

აბა, ამ საახალწლოდ, “შავი სიების” შედგენა ვის რეგვენ თავში შეიძლებოდა მოხარშულიყო, თუ არა უკიდურესად ჩერჩეტის ან უკიდურესად მოსყიდულის?

ეს უკვე არა მხოლოდ საკუთარი სამარის საკუთარი ხელით გათხრის ტოლფასია, არამედ ამავე სამარეზე შავი ქვის საკუთარი ხელით მიტანისა და დადებისაც.

განსაკუთრებით მძიმეა ასეთი სიშტერეების მოსმენა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თავის დროზე “დიდ იურისტად” “თავგადაკლულ უფლებადამცველად” და “წარმატებულ მოღვაწედ” მოჰქონდა თავი. მაგალითად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ყოფილ მრჩეველს, ასევე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილ თავმჯდომარეს _ კახა კოჟორიძეს.

განსაკუთრებით სავალალოა, როდესაც კვალიფიციური იურისტის იმიჯის მქონე ადამიანი “შავი სიების” შედგენის ფაქტს “აპრავებს” ასეთი არგუმენტით: შავ სიაში შეტანილი იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც რეალურად აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ბოლშევიკურ შავ სიებთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს, რადგან ბოლშევიკურ შავ სიებში უდანაშაულო და ეროვნული ცნობიერების ადამიანები იყვნენ შეტანილი, ჩვენ კი მხოლოდ ისეთი ადამიანების სიაზე ვსაუბრობთ, ვინც დანაშაული ჩაიდინა”.

უბრალოდ, უხერხულიც კია, როდესაც, საზოგადოდ, ნორმალურ ადამიანს და, მით უმეტეს, იურისტს ამის განმარტება სჭირდება, მაგრამ რა გაეწყობა, სხვა გზა, როგორც ხედავთ, არ არის. პატივცემულო პრეზიდენტის ყოფილო მრჩეველო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილო თავმჯდომარევ! სისხლის სამართლის დამნაშავე ვინ არის და ვინ არა, ამას ყოველთვის, ყველა ვითარებაში უნდა არკვევდეს სასამართლო და არა ადამიანთა ჯგუფი, რაც უნდა, თუნდაც სწორი და მართალი პოლიტიკური მიზნები ჰქონდეთ ამ ჯგუფის წევრებს.

ანუ, რა გამოდის? რომ თქვენ, როდესაც ხელისუფლებაში მოხვალთ (ეს უბრალოდ, დავუშვათ, თორემ რეალურად ღმერთმა დაგვიფაროს თქვენნაირების ხელისუფლებაში მოსვლისგან!) უკვე მზაშავ სიებსმიაწვდით სასამართლოს და უბრძანებთ მოსამართლეებს, რომ ეს ადამიანები დასაჯონ? კარგი და, სასამართლომ რომ გაამართლოს თქვენ მიერშავ სიაშიშეყვანილი ხალხი, რას შვრებით მერე? აჰ, თუ ეგ გამორიცხულია, რადგან, როცა თქვენნაირები ხელისუფლებაში მოდიან, სასამართლო პროკურატურის ქვემდებარე ორგანო ხდება და, რასაც პროკურორები უბრძანებენ, მოსამართლეებიც ზუსტად იმას აკეთებენ! აბა, როგორ?! ქვეყანა ხომ ხელისუფლების სათავეში თქვენი მოსვლის შემდეგ (მანამდე არ აგიდგათ გვერდები!) სწრაფი ტემპით უნდა განვითარდეს და განა ღირს დროის კარგვა სასამართლო გარჩევებზე: ვინ არის დამნაშავე და ვინ _ არა? რა თქმა უნდა, სჯობს, პირდაპირ მზა სიებით დააპატიმროთ ადამიანები, მიუსაჯოთ წინასწარ მოფიქრებული სასჯელები და გარკვეულ შემთხვევებში არ არის გამორიცხული, დახვრიტოთ ან ჩამოახრჩოთ კიდეც.

რაც შეეხება “ბოლშევიკებს”, გარდა სხვა ბევრი რამისა (თუნდაც ვაჟკაცობითა და გაბედულებით გაცილებით სჯობდნენ ისინი თქვენნაირ ქათმებს!) კიდევ ის სხვაობაა თქვენს შორის, რომ ეგ “შავი სიები” იმათ ჩუმად, დამალულად მაინც ჰქონდათ და გრიფი “საიდუმლო” ედო. აი, თქვენ, ანუ “ნაცები” და “ნაცების შნირი” პოლიტიკური პარტიები, თქვენი ლიდერებიანად, უკვე იმ დონეზე გამოტვინდით, რომ “შავ სიებს” სახალხოდ “ამარიაჟებთ” და საჯაროდ აცხადებთ ასეთ იდიოტურ რაღაცებს _ დღეს, რამდენიმე საათიანი შეკრების შემდეგ, დაწვრილებითი მსჯელობის შედეგად, ჩვენ შევჯერდითშავი სიისპირველ ხუთეულზე, დაახლოებით ორ კვირაში შავი სიის ათეულსაც გამოვაქვეყნებთ და ასე თანმიმდევრობით, შევჯერდებით ვინ იქნება შავი სიის ასამდე კანდიდატი…”

აი, ამდაგვარი ბოდვა ლამის სიტყვასიტყვით ერთნაირად გაიმეორეს “ოპოზიციის” ლიდერებმა და თანაც ამაყი და ბრძენი სახეებით…

და მაინც, ყველაზე უცნაური იყო ის, რომ ნაცებისა და “ნაცმეგობრების” ეს “შავი გამოხდომა” მათ რიგებში ექსცენტრიკულობით ცნობილმა თაკო ჩარკვიანმა გააპროტესტა.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე მყოფპუბლიცისტიკასგაცილებით უფრო საღი გონება აღმოაჩნდა, ვიდრე სხვა დანარჩენოპოზიციონერებს”. თაკო ჩარკვიანთან ერთად შეგვიძლია ვახსენოთ ნინია კაკაბაძეც და კიდევ ორიოდე არც ისე ცნობილი ნაცი, რომლებიც მიხვდნენ, რომშავი სიებისასე საჯაროდგამოცხობახელისუფლებიდანქართული ოცნებისჩამოცილებას არათუ ხელს უწყობს, არამედ პირიქით, ძალიან უშლის და მსგავსი სიშტერეები ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ სახელმწიფო მმართველობას მხოლოდ უხანგრძლივებს მთავრობაში ყოფნის პერიოდს

ცალკე საკითხია, ვინ მოხვდა ამ “შავ სიაში”. პირველ ხუთეულს თუ გადავხედავთ (ათეული ნაცებს აღარ გამოუქვეყნებიათ, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რამხელა იდიოტიზმი იქნებოდა ამის გაკეთება, ან ვინმემ მიახვედრა), იქ მოხვედრილი 5 ადამიანიდან 2 პოლიციელია, 1 პროკურორი, 1 მოსამართლე და ერთიც, არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნუგზარ ჭონქაძე, რომელიც სოციალურ ქსელში “სულიკო კედელაშვილის” სახელითაა ცნობილი.

დასკვნა მარტივია: ნაცებისა და მათი ბელადის უკვე ყავლგასული მეთოდებით “ოპოზიციონერები” ცდილობენ ძალოვანი სტრუქტურების დაშინებას, დემორალიზებას, “დაჩმორებას” _ ეს ყველაზე კარგი წინაპირობაა წარმატებული რევოლუციისთვის.

ამის საილუსტრაციო ნათელი მაგალითი სწორედ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის “შავი სიის” პირველ ხუთეულში შეყვანაა. კარგი, ჯანდაბას! სადღაც ორმოცდაათეულში რომ ყოფილიყო, კიდევ არაფერს ვიტყოდით, მაგრამ პირველ ხუთეულში ეს კაცი რა “დამსახურებისთვის” არის? თავადაც არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ძალიან პატარა ფიგურაა მოსამართლეებთან, პროკურორებთან, პოლიციის უფროსებთან შედარებით. ეს ადამიანიშავი სიისხუთეულში მხოლოდ იმიტომაა, რომ სასტვენიანი ხოშტარიახაბეიშვილი მერიისა და საკრებულოს შენობების კაბინეტებში თავიანთ ჭკუაზე არაგულავა”.

საზოგადოდ, საზოგადოებამ სამასხარაო თემად რომ აქცია “შავი სია”, ეს გარკვეული სიმშვიდის საფუძველს მაინც გვაძლევს. კარგია ის, რომ ქართველი საზოგადოება აშკარად გაზრდილია, თორემ აგერ, ჯერ კიდევ 2003 წელს ხალხი კმაყოფილების ყიჟინით ხვდებოდა ანალოგიურ შავ სიებს. ახლა ხალხი, უბრალოდ, ღადაობს და სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი “ჩაწყობასაც” კი ცდილობდა და ამბობდა: ნაცების შავ სიაში მოხვედრა ძალიან პრესტიჟული ამბავია და იქნებ ვინმემ მიშუამდგომლოთ და მომახვედროთო.

საბოლოოდ, ნაცებსა და მათთანგათანაბრებულსხვა პოლიტიკურ პარტიებს საახალწლო ავანტიურა არ გაუვიდათ და არცშავმა ნაძვის ხემმოუტანათ შედეგი, არცშავმა სანტაკლაუსმადა არცშავმა სიამ”. საქართველომ ჩვეულებრივ აღნიშნა ახალი წელი და .. ძველით ახალი წელიც, სხვანაირად _ “კალანდობა”.

ხურჯინიანი თოვლის ბაბუაც ვერ ჩაანაცვლა ნაგვის მანქანაზე შემხტარმა ელენე ხოშტარიამ.

ნაცები უკვე იმუქრებიან: თებერვალი ქართველ საზოგადოებას, განსაკუთრებით _ საქართველოს მთავრობას ძალიან ცხელი ექნებაო…

ვნახოთ! მანამდე კი ყველას გილოცავთ უკვე დამდგარ, როგორცახლით”, ასევეძველითახალ წელს და იმედს ვიტოვებ, რომ გაზეთის მომდევნო ნომერში ეს ჩერჩეტიოპოზიციარაიმე გრანდიოზულ სისულელეს აღარ ჩაიდენს და საშუალებას მომცემს არა მათზე, არამედ მთავრობასა და ხელისუფლებაზე დავწერო მწვავე კრიტიკული წერილი.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here