მთავარი ყველაზე ყველაზე ყველაზე საოცარი ქუჩები მსოფლიოში

ყველაზე საოცარი ქუჩები მსოფლიოში

333
გააზიარეთ
მედინა (შეფშაუენი, მაროკო)

ევროპის, აზიისა თუ ამერიკის ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი, რასაც ათვალიერებ და იკვლევ, ქუჩებია _ თანამედროვე და ძველებური, გრძელი და მოკლე, ვიწრო და ფართო, პირქუში და ლამაზი. სწორედ ქუჩებს შეუძლია გაგრძნობინოს ქალაქის განწყობა და ატმოსფერო.

მედინა (შეფშაუენი, მაროკო)
მედინა (შეფშაუენი, მაროკო)

მედინა (შეფშაუენი, მაროკო)

ლურჯი შეფერილობის მოყვარულები, უბრალოდ, ვალდებულნი არიან, მოინახულონ განსაცვიფრებელი ქალაქი შეფშაუენი, რომლის ძველ უბანში ქუჩების უმეტესობა, კედლები, კარები შეღებილია ლურჯად. ფანტასტიკური ქუჩები გაჩნდა ლტოლვილი ებრაელების წყალობით, რომლებიც მაროკოში 1930-იან წლებში ჩავიდნენ. ქუჩების ფერი კიდევ უფრო ალამაზებს მთებს, რომლებიც გარს აკრავს ქალაქს.

ვილა დე გრასია (ბარსელონა, ესპანეთი)
ვილა დე გრასია (ბარსელონა, ესპანეთი)

ვილა დე გრასია (ბარსელონა, ესპანეთი)

როდესაც ლაპარაკია გრასიაზე, იგულისხმება ბარსელონას ძველი, ისტორიული კვარტალი ვილა დე გრასია. ის ბარსელონას ყველაზე განსაცვიფრებელი გარეუბანია. მთავარი ქუჩები _ Torrent de L’olla æï Trovessera de Gracia ყოველთვის სავსეა ხალხით, აქ ცხოვრება ჩქეფს და უნიკალურ ატმოსფეროს ქმნის. ისედაც ლამაზი ქუჩები აგვისტოში, როცა ტარდება ფესტივალი Festa Majot და ცხადდება კონკურსი ყველაზე ლამაზი ქუჩის გამოსავლენად, კიდევ უფრო ლამაზდება.

მოლივლივე ქოლგების ქუჩა (აგედა, პორტუგალია)
მოლივლივე ქოლგების ქუჩა (აგედა, პორტუგალია)

მოლივლივე ქოლგების ქუჩა (აგედა, პორტუგალია)

ხელოვნების ფესტივალ Agitagueda-ს მიმდინარეობისას აგედას ქუჩებში შეგიძლიათ ნახოთ საოცარი ინსტალაცია “მოლივლივე ქოლგები”. ეს ქოლგები არა მხოლოდ ალამაზებს ქუჩებს, არამედ მზის მწველი სხივებისგანაც იცავს გამვლელებს.

დახეთქილი ქვების ქუჩა (ენსხედე, ჰოლანდია)
დახეთქილი ქვების ქუჩა (ენსხედე, ჰოლანდია)

დახეთქილი ქვების ქუჩა (ენსხედე, ჰოლანდია)

Roomber-ი _ სავაჭრო ქუჩა ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეს ცენტრში, სადაც მიედინება ნაკადული. ოდესღაც ის მიწისქვეშ მიედინებოდა, მაგრამ მიწის ზედაპირზე გაუკვალეს გზა და ქუჩის არქიტექტურის ელემენტად აქციეს. ნაკადულს ფსკერი რელიეფური გაუკეთეს, რათა შეემცირებინათ ნაკადის ძალა და შეექმნათ წყლის ზედაპირის მუდმივი ლივლივის ილუზია.

ძველი ქალაქი ლიძიანი (ჩინეთი)
ძველი ქალაქი ლიძიანი (ჩინეთი)

ძველი ქალაქი ლიძიანი (ჩინეთი)

XVIII საუკუნეში დაარსებული ქალაქი დამთვალიერებლებს აცვიფრებს თავისი ქუჩებით. სახლები აგებულია ტრადიციულ ნასის სტილში ალიზის აგურითა და ხით. არხების უნიკალურ სისტემასა და ნასის კულტურას საფრთხე ემუქრება ტურისტების მოზღვავების გამო.

ორქიდეების ქუჩა (სინგაპური)
ორქიდეების ქუჩა (სინგაპური)

ორქიდეების ქუჩა (სინგაპური)

სუფთა ქუჩის გასწვრივ ჩამწკრივებული ხეები დამთვალიერებლებს გასეირნებისკენ და მრავალრიცხოვან მაღაზიებში შესვლისკენ მოუწოდებს. ასწლეულების წინათ აქ ჯავზი და ბამბუკი ხარობდა, ახლა კი ქუჩას ორქიდეები ამშვენებს.

ლომბარდ-სტრიტი (სან-ფრანცისკო, აშშ)
ლომბარდ-სტრიტი (სან-ფრანცისკო, აშშ)

ლომბარდსტრიტი (სანფრანცისკო, აშშ)

ორ ქუჩას _ Hyde-სა და Leave en worth-ს _ შორის მოქცეული ლომბარდ-სტრიტი მსოფლიოში ყველაზე დაკლაკნილ ქუჩად ითვლება. მისი ერთ-ერთი მონაკვეთი განთქმულია მკვეთრი მოსახვევებით, რომლებმაც დაღმართის დახრილობის კუთხე შეამცირეს. მოძრაობის სიჩქარე შეზღუდულია 8 კმ/სთ-მდე.

ჯადოსნური ხალიჩების ქუჩა (ლა-ოროტავა, კანარის კუნძულები)
ჯადოსნური ხალიჩების ქუჩა (ლა-ოროტავა, კანარის კუნძულები)

ჯადოსნური ხალიჩების ქუჩა (ლაოროტავა, კანარის კუნძულები)

კანარის კუნძულები თავისი კურორტებითაა ცნობილი, მაგრამ ძველი ქალაქი ოროტავა ივნისში ყველას იწვევს ფერადი ხალიჩების ფესტივალზე. ქალაქში შენარჩუნებულია XVII საუკუნის ატმოსფერო: ვიწრო მოკირწყლული ქუჩები, სახლები უნიკალური ჩუქურთმებით. ეს ყველაფერი თვალს ახარებს ჩვეულებრივ დღეებშიც, მაგრამ ფესტივალ Corpus Christi-ის მიმდინარეობისას ქვაფენილი იფარება საოცარი ნახატებით. ქალაქი თითქოს აყვავდაო, თუმცა ეს ტექნიკურად სულაც არ არის ყვავილების ფესტივალი. ყველა ნახატი შესრულებულია ვულკან ტეიდეს კრატერიდან აღებული ვულკანური ქვიშით.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here