Home ახალი ამბები საქართველო ყველაზე მეტი ღვინო კვლავ რუსეთმა შეისყიდა

ყველაზე მეტი ღვინო კვლავ რუსეთმა შეისყიდა

160

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 პროცენტითაა გაზრდილი.

ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე ოთხი პროცენტით მეტია.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი. ზრდა აღინიშნა შემდეგ ქვეყნებში: კანადა _ 91% (317692), შვედეთი _ 97% (119494), ჩეხეთი _ 259% (141432), საფრანგეთი _ 6% (84028), ისრაელი _ 62% (422839), ყაზახეთი _ 38% (3775978), აზერბაიჯანი _ 21% (209987), თურქეთი _ 209% (93330), უკრაინა _ 11% (11667525), რუსეთი _ 6% (55867692), მონღოლეთი _ 174% (402810), ბელარუსი _ 26% (4454009) და ..

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421 კომპანიაზე მოდის. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, ეს 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. აგრეთვე, ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 12 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here