Home რუბრიკები ეკონომიკა ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში რუსეთიდან შემოდის

1105

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების 2018 წლის მაისის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ქვეყანაში 130,4 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე 1,7%-ით ნაკლებია.

ფულადი გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, რომლებშიც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში რუსეთი ლიდერობს, საიდანაც 2018 წლის ხუთ თვეში დაახლოებით 175 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, მხოლოდ მაისში კი _ 37,84 მილიონი დოლარი. მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 11.68 მილიონი დოლარი გადმოირიცხა; ხოლო მესამე ადგილს საბერძნეთი იკავებს, საიდანაც მაისში 11,71 მილიონი დოლარი შემოვიდა. საქართველოდან უცხოეთში მაისში 19,6 მილიონ დოლარზე მეტი გადარიცხეს, რაც 8,2%-ით მეტია გასული წლის მაისის მონაცემზე. საერთო ჯამში, საქართველოდან პირველ ხუთ თვეში გადარიცხულია 92 მილიონ დოლარზე მეტი, რაც, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,3%-ით მეტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here