Home რუბრიკები პოლიტიკა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესი გამოჩნდა

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესი გამოჩნდა

1871
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესი გამოჩნდა

სანამ საქართველოშიქართული ოცნებისწევრთა კინკლაობით ვერთობოდით, ჩვენს სამეზობლოში მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. დავოსის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდნენ ერთმანეთს და არაფორმალურ ვითარებაში საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. ფაშინიანის თქმით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მოლაპარაკებების მიმდინარე მდგომარეობისა და საკითხის შემდგომი განხილვის შესახებ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედრის წინა დღეს ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით პარიზში მოლაპარაკებები გამართეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პარიზში მინისტრებს არ გაუმხელიათ, რაზე ისაუბრეს ამდენ ხანს, მაგრამ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრის შემდეგ განმარტეს, რომ სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა აუცილებლობა, მიიღონ კონკრეტული ზომები მშვიდობისთვის მოსახლეობის მოსამზადებლად, აგრეთვე, რეგიონის ეკონომიკური პოტენციალისა და ურთიერთხელსაყრელი ინიციატივების რეალიზაციისთვის.

ყოველივე აღნიშნული იძლევა საფუძველს, ვთქვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის კონკრეტული სცენარი და ახლა მიდის საგნობრივი დისკუსია, მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ვაჭრობა.

ყველა ნიშნის მიხედვით, დავოსში ალიევმა და ფაშინიანმა განიხილეს წინა დღეს პარიზში მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმებები და მოიწონეს ისინი, შეიძლება რამე კორექტივებიც შეიტანეს და მოამზადეს დარეგულირების საკითხები, რათა თებერვალში დაგეგმილ მინისტრების მორიგ შეხვედრაზე პროცესი კიდევ უფრო გააღრმავონ. ცხადია ისიც, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცვლელი არ დარჩება. ბაქოც და ერევანიც ლაპარაკობენ ერთი-ერთზე (!) და მიდიან ურთიერთმისაღებ კომპრომისზე, ისე, რომ სტეფანაკერტი განხილვებში არ მონაწილეობს. უნდა გავიხსენოთ, რომ ალიევი ყარაბაღის ტერიტორიული კუთვნილების შესახებ შეუვალი იყო მუდამ და მაშასადამე, მხარეები იხილავენ ყარაბაღის, სულ ცოტა, ნაწილის მაინც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასვლის პირობებს. ის სომეხი პოლიტიკოსები და ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ სომხეთი არასოდეს არ წავა ტერიტორიულ დათმობებზე მთიანი ყარაბაღის სტატუსის საბოლოოდ ჩამოყალიბების გარეშე (და ამ სტატუსის განსაზღვრაში ტრადიციულად გულისხმობენ რამე ფორმით მასზე სომხეთის გავლენის აღიარებას), ილუზიების ტყვეობაში იმყოფებიან. სტეფანაკერტის სტატუსის საკითხი და მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში დღეს უკვე თვითონ ოფიციალურ ერევანს აქვს მოხსნილი დღის წესრიგიდან. ჯერჯერობით უცნობია, რა კომპრომისებზე მიდიან მხარეები. სამაგიეროდ, ცნობილი შეიქნა, რომ საკითხის გადაწყვეტაში თურქეთი თითქმის ღიად მონაწილეობს.

რამდენიმე დღის წინათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: “…არსებული პრობლემების გადასაჭრელად ინიციატივების გამოჩენაა საჭირო. დღეს, სანამ ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელია, კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფა და თურქეთსომხეთის ურთიერთობების ნორმალიზება შეუძლებელია. 2019 წელს ჩვენ უფრო თანამიმდევრულები ვიქნებით ამ საკითხებში”.

თურქეთის მოქმედებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი კომპენსაცია ერევნისთვის ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში კომპრომისების სანაცვლოდ. მაგალითად, “რადიო თავისუფლების” სომხური სამსახურის ცნობით, თურქეთში იქმნება პირველი სომხური ტელეარხი, რომელიც მაუწყებლობას მარტში დაიწყებს. ეს სადღეღამისო არხი იქნება სომხურენოვანი, ნაწილობრივ _ თურქულენოვანიც (მიუხედავად იმისა, რომ სომხურენოვანი მოსახლეობა თურქეთში თითქმის აღარ დარჩა. ეს უფრო კეთილი ნების ჟესტია, ალბათ, და კიდევ იმაზეა გათვლილი, რომ გადაცემებს სომხეთშიც მიიღებენ). გარდა ამისა, შვედეთის მხარდაჭერით თურქეთში გამოიცა სომხეთის გზამკვლევი თურულ ენაზე. ავტორები მოუწოდებენ თურქ მოქალაქეებს, არ მიაქციონ ყურადღება ჩაკეტილ საზღვრებს, იმოგზაურონ და შეიცნონ მეზობელი ქვეყანა. სომეხი კომენტატორები აღნიშნავენ, რომ “…თურქეთში ნეოოსმანური (ეს განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენთვის, საქართველოსთვის) ტენდენციების მიუხედავად, ფაშინიანს ყველა შანსი აქვს, მიაღწიოს იმგვარ პროგრესს თურქეთთან ურთიერთობაში, რომ ეს იყოს საზოგადოების მოთხოვნასომხები და თურქები ალაპარაკდებიან საერთო, ორივესთვის გასაგებ კულტურულ ენაზე და საზღვრების გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აუცილებლობა იქნება. ამ ამოცანის გადაჭრა სავსებით შესაძლებელია, რადგან საამისოდ ყველა პირობაა შექმნილიახალგაზრდა პოლიტიკოსების, პოლიტოლოგებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ხელისუფლების შეცვლას სომხეთში, ამჟამად ხელისუფლებაში არიან…”

სანამ ბაქო და ერევანი ჯერ ისევ მოლაპარაკებების პროცესში არიან, თურქეთმა უკვე დაიწყო ამ მოლაპარაკებების (ჯერ მხოლოდ მოსალოდნელი) შედეგების შესრულება, ამიტომ, როგორც კი ალიევი და ფაშინიანი შეთანხმებას ოფიციალურად გააფორმებენ, თურქეთის პარლამენტი 2009 წლის ოქტომბერში ციურიხში ხელმოწერილ თურქეთ-სომხეთის დოკუმენტების რატიფიცირებას მოახდენს. ამ დოკუმენტებით განსაზღვრულია მხარეთა შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საზღვრების გახსნა.

მომზადებულია სააგენტორეგნუმისმიხედვით

რედაქციისგან: ყარაბაღის კონფლიქტი წარმოიშვა და აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაკარგა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასწყისში, როცა აშშ მოვიდა ამიერკავკასიაში და დაიწყო ლაპარაკი და მზადება აზერბაიჯანის ნატოში შესაყვანად. ანალოგიური რამ დაგვემართა ჩვენცსაქართველოს: ნატოში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ლაპარაკთან ერთად შეგვექმნა კონფლიქტი ორ რეგიონში და დღემდე სტატუს კვო აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში უცვლელია _ იქ საქართველოს იურისდიქცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიული კონფლიქტის ურთიერთმისაღები გადაწყვეტის ზღვართან არიან, ჩვენთან კი ვითარება უცვლელია. რატომ ხდება ასე? 2016 წელს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიოში ვითარება პრინციპულად შეიცვალა. ამერიკამ შეწყვიტადემოკრატიის ექსპორტისსტრატეგია და უარი თქვა საგარეო პოლიტიკურ ექსპანსიაზე. ამან ნატოს არსებობასა და საჭიროებას საფუძველი გამოაცალა, რადგან იგი სწორედ საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის ინსტრუმენტი იყო ამერიკისა და, საერთოდ, კოლექტიური დასავლეთისთვის. ტრამპი თვით ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ამერიკის გასვლაზე ალაპარაკდა.

აზერბაიჯანმა სწორად შეაფასა ახალი შესაძლებლობები. მან უარი თქვა ნატოში ინტეგრაციაზე, პარალელურად, გაააქტიურა კონტაქტები რუსეთთან და ამ კონტაქტებს საგნობრივი შინაარსი შესძინა. დაიწყო მზადება ევრაზიულ ეკონომიკურ პროექტებში შესასვლელად და ამ მიმართულებით კინკრეტული ნაბიჯებიც გადადგა. როგორც ვხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა და აზერბაიჯანი ოცდაათწლიანი კონფლიქტისა და საომარი მდგომარეობიდან სწრაფად გადადის მშვიდობის, ტერიტორიული გამთლიანებისა და ახალი ეკონომიკური აღმავლობის გზაზე.

აზერბაიჯანის ადეკვატური და წინდახედული ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, ჩვენი მთავრობა და პარლამენტი სრულიად მოწყვეტილი არიან რეალობას. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკურ მიდგომებში რამე ახალი შემოიტანონ და საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აუწყონ ფეხი, კონფლიქტების მოგვარებაში ისევსაერთაშორისო თანამეგობრობისმონაწილეობაზე გაიძახიან, ძალღონეს ერთმანეთთან კინკლაობაში ხარჯავენ და ქვეყანა უპატრონოდ ჰყავთ მიტოვებული. ბრმად და ყრუდ ისევ იმ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გაიძახიან. არადა, ამ გაერთიანებებიდან ცრუ დაპირებების მეტი არაფერი გვსმენია, ისინი დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ ქაღალდზეღა არსებობენ და ნატოსა და ევროკავშირისწამყვან როლზემხოლოდ თბილი ადგილების დაკარგვით შეწუხებული ამ ორგანიზაციების მაღალჩინოსნები გაიძახიან. შედეგად კონფლიქტური ვითარება ცალკე ქვეყნის რეგიონებთან და ცალკე ხალხსა და მთავრობას შორის არ ქრება, მოსახლეობას შემოსავალი უმცირდება და ხარჯები ეზრდება, პერსპექტივა არ ჩანს და რეალურ გამოსავალსაც არავინ გვთავაზობს.

1 COMMENT

  1. ნატო და ევროკავშირი ჩვენთვის არის დაბრკოლება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარების გზაზე. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ დასავლურ ქვეყნებს, რომ მათ მიერ გრანტებისა სესხების გამოგზავნა ემსახურებოდა ქვეყნის საქმეებში უხეშ ჩარევას და დროებით
    გარკვეული დისტანცირება მოვახდინოთ მათგან. თუ ამ ფონზე რუსეთი გამოთქვამს სერიოზული
    მოლაპარაკების სურვილს, მასაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ მხოლოდ თანასწორობის პოზიციიდან
    საუბარი იქნება ხელსაყრელი მისთვისაც და ჩვენთვისაც. ამისთვის საჭირო იქნება მოლაპარაკების
    პროცესში ისტორიკოსთა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ მეცნიერთა ჩართვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here