Home ახალი ამბები მსოფლიო ყაზახეთის ინოვაციური გეგმები გაეროში

ყაზახეთის ინოვაციური გეგმები გაეროში

3372

ერთი წელია, რაც ყაზახეთი პლანეტის საკვანძო ორგანოს – გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრია. 2018 წლის იანვარში იგი ერთი თვით უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, ყაზახეთს ეძლევა შესაძლებლობა აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს საგანგებო სხდომები, ჩაატაროს თათბირები. მარტივად რომ ვთქვათ, ყაზახეთს გაუჩნდა შანსი გააძლიეროს ქვეყნის ხმა გაეროში, გააჟღეროს ქვეყნის ინიციატივები უმაღლეს დონეზე. 

მთავარი საკითხი ყაზახეთის თავმჯდომარეობისას იქნება უსაფრთხოების საბჭოს მიერ დოკუმენტის მიღება  ცენტრალურ აზიასთან და ავღანეთთან დაკავშირებით ( თუმცა მისი ფორმატი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის). უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთი პირველი და დღეისათვის ერთადერთი ქვეყანაა აღნიშნული რეგიონიდან, რომელსაც ერგო პატივი დაიკავოს თანამედებობა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. აღნიშნული სერიოზული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და ცენტრალური აზიის ლიდერის როლის მორგებით ყაზახეთი სწორედ ამ პოზიციიდან წამოაყენებს არა მხოლოდ ყაზახეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, არამედ ასევე რეგიონალურს და გლობალურს.

ცენტრალურ აზიაში პრობლემათა სიის სათავეში დგას ავღანეთის თემატიკა, ავღანეთში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები – დაწყებული კონტრტერორისტული მოქმედებებიდან დამთავრებული ჰუმანიტარული ასპექტის გაძლიერებით. სწორედ ჰუმანიტარულ ასპექტს დაუთმობს ყაზახეთი ავღანეთის სტრატეგიასთან მიმართებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გათვალისწინებით, რომ წინანდელი მეთოდები სიტუაციის ნორმალიზების მიზნით არაეფექტური აღმოჩნდა: სამხედრო ოპერაციები, რაც დამარცხებული კონტინგენტის გაყვანით მთავრდება, ასევე ასტრონომიული თანხების მუდმივი გადარიცხვები ავღანეთის ეკონომიკაში, რომელიც ავღანეთში ძლიერი კორუფციის პირობებში ადრესატამდე მაინც არ აღწევს.

უნდა გვახსოვდეს, რომ სამოქალაქო ომი ავღანეთში თითქმის 40 წელი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში გაიზარდა თაობები, რომლებსაც ომის გარდა სხვა ცხოვრება არ უნახავთ და იარაღის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. მათთვის საომარი მოქმედებები სამსახურის ტოლფასია. ამიტომ, იმისათვის, რომ ავღანეთში ომი შევაჩეროთ და ნორმალური ცხოვრება დავამყაროთ, უპირველესყოვლისა აუცილებელია აღვზარდოთ ახალი თაობა, რომელსაც ეცოდინება ცხოვრება ომის გარეშე. ამ მიზნით ყაზახეთმა ჯერ კიდევ 7 წლის წინ ყაზახეთის უმაღლეს სასწავლებლებში ავღანელი სტუდენტებისთვის უფასო სწავლების პროგრამა აამოქმედა. სტუდენტების ნაწილი სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და წარმატებით მუშაობენ ინჟინრებათ, დიპლომატებად, ექიმებად. მიგვაჩნია, რომ ეს პოზიტიური გამოცდილება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იმსახურებს. ასევე უსაფრთხოების საბჭოს წევრის პოზიციიდან ყაზახეთს აქვს შანსი გაამახვილოს გაეროს სხცა წევრების ყურადღება ავღანეთის კრიზისის დარეგულირების საქმეში სწორედ ჰუმანიტარულ ასპექტზე.

რა თქმა უნდა, დიდი ცენტრალური აზიის მტკივნეული საკითხების სია მხოლოდ ავღანეთით არ შემოიფარგლება. აქ უამრავი პრობლემებია: სასურსათო, წყლის და ენერგეტიკული უსაფრთხოების , დღემდე დაუდგენელი საზღვრების საკითხები. ყველა აღნიშნულ პუნქტზე ყაზახეთს გააჩნია გადაწყვეტის თავისი რეცეპტი. აქედან გამომდინარე, თითოეული დოკუმენტის შემუშავებისა და მისი მიღების მცდელობა ცენტრალური აზიის პრობლემატიკაზე ინიცირებული სწორედ ჩვენი ქვეყნით გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დონეზე ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

რაც შეეხება ყაზახეთის გლობალურ ინიციატივებს, დღეს ეს ინიციატივები აქტუალურია როგორც არასდროს . არსებულ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმმა კატასტროფული მასშტაბები მიიღო, წაშალა ყველა არსებული საზღვრები, როცა ტერაქტი შეიძლება მოხდეს პლანეტის ნებისმიერ წერტილში, ამ გამოწვევას ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ გაეროს ეგიდით გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის შექმნით. ასეთი კოალიციის შექმნის ინიციატივით ნურსულთან ნაზარბაევი ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვიდა. აღნიშნული ინიციატივის თანახმად ქვეყნებმა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო პოტენციალი კი არ უნდა ზარდონ , არამედ გაერთიანდნენ საერთო საფრთხის წინააღმდეგ. სამხედრო პოტენციალი კი აღმშენებლობის გეგმებზე მიმართონ. ყაზახეთი სთავაზობს გაეროს წევრ–ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტიდან 1%–ის გადარიცხვას სპეციალურ ფონდში, რომელიც დააფინანსებს ბრძოლას სიღატაკესთან, შიმშილთან და კლიმატის ცვლილებებთან.

რაც კლიმატის ცვლილებებს შეეხება. ოკეანეში ნაგვის უზარმაზარი კუნძულები, ქალაქები, რომლებიც მომწამვლავ გამონაბოლქვში იგუდებიან, ცუნამი და მიწისძვრები – ეს აღარ არის კადრები ფანტასტიკური ფილმებიდან აპოკალიპტიკური სცენარით, დღეს ეს ჩვენი რეალობაა. პლანეტის ეკოლოგიური დეგრადაციის შესაჩერებლად აუცილებელია „მწვანე ტექნოლოგიების“ მასიური დანერგვა. სწორედ ამიტომ ასტანაში საერთაშორისო გამოფენის EXPO -2017 ჩატარების დროს ყაზახეთმა აირჩია თემა „მომავლის ენერგია“. ხოლო გამოფენის ჩატარების შემდეგ ინიცირება მოახდინა გაეროს ცენტრის შექმნის მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისა და ინვესტიციური პროექტებისთვის, რაც ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას გამოცდილების გაცვლის , ასევე ერთმანეთის ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობის.

უნდა აღინიშნოს, რომ ყაზახეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსში შეუძლია შესთავაზოს საერთაშორისო თანამეგობრობას წინადადებები რეალური პრობლემების გადაწყვეტისათვის, სიტუაციის გაუმჯობესებისათვის არა მხოლოდ ცენტრალური აზიის რომელიმე რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ ინიციატივებს შეისმენენ.

შოთა ბათიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here