მთავარი პოლიტიკა “ღირსების რევოლუციის” მეოთხე წლისთავი: გაცრუებული იმედი

“ღირსების რევოლუციის” მეოთხე წლისთავი: გაცრუებული იმედი

1185
გააზიარეთ

ოთხი წლის წინათ კიევში, მაიდანზე გამოსული ხალხის რევოლუციურმა აღტკინებამ პიკს მიაღწია და მასების საპროტესტო მოთხოვნით უკრაინაში შეიცვალა ხელისუფლება: წავიდა პრეზიდენტი იანუკოვიჩი და მოვიდა აშშ-ს მიერ ხელდასმული პრეზიდენტი პოროშენკო.
უმთავრესი შედეგი: ოთხი წლის თავზე ქვეყანა გახლეჩილია და სამოქალაქო ომით არის მოცული, უკრაინა მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ათეულშია შესული _ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სსრკ ბეღლად იყო აღიარებული. მისი ეკონომიკა სრულ სტაგნაციაშია, ქვეყანა მუდმივ მოვალედ გადაიქცა, მისმა სახელმწიფო და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულმა ვალმა 2017 წელს 77 მილიარდ აშშ-ის დოლარს მიაღწია. 2014 წლის შემდეგ, ანუ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ქვეყანას მართავენ `ევროპელი პროფესიონალების გუნდები~, ამ ვალის რაოდენობა 12 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ფინანსისტების დასკვნით, უკრაინა ფაქტობრივად აღმოჩნდა გლობალური პერიფერიის ქვეყნების `კლუბის~ წევრთა შორის, რომლებიც ვერასოდეს გაისტუმრებენ თავიანთ ვალს, რაც მას (ქვეყანას) `განუვითარებლობის განვითარების კალაპოტში ჩააყენებს.
კიევის მართველი გუნდისთვის ყველაზე დიდი უსიამოვნება იყო ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ უკრაინის დაფინანსების გაგრძელებაზე უარის თქმა. არადა, ელოდებოდნენ, რომ ბრიუსელი 600 მილიონ ევროს გაიღებდა, სავალუტო ფონდი კი _ დანაპირებ 1-1,7 მილიარდ ევროს.
უკრაინული ჟურნალის `ნოვოე ვრემიას შეფასებით, ამავე პერიოდში (2017 წლის განმავლობაში) ყველაზე მდიდარი 100 უკრაინელის ჯამური ქონება 33 პროცენტით გაიზარდა და 26,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
პარალელურად ამისა, ყოველწლიურად ქვეყნიდან 100 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი უცხოეთში საშოვარზე გაედინება.
როგორც უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, ის ადამიანები, რომლებმაც 4 წლის წინათ `ღირსების რევოლუცია მოახდინეს, უცხოეთში გაურბიან სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობას.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here