მთავარი მსოფლიო ქორწინებამდელი სექსისთვის 5 წლიანი პატიმრობის შემოღებას ითხოვენ

ქორწინებამდელი სექსისთვის 5 წლიანი პატიმრობის შემოღებას ითხოვენ

1535
გააზიარეთ

ინდონეზიის პოლიტიკური პარტიები სისხლის სამართლის დანაშაულის ახალ კანონპროექტს იხილავენ, რომელიც ქორწილამდე სექსის, ასევე ერთნაერსქესიანი კავშირის გამო პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამის შესახებ  coconuts.co იუწყება.

ახალ კანონს ქვეყანაში ბევრი მოწინააღმდეგე ყავს. მათ შორის ჰეტეროსექსუალებიც, რომლებსაც ქორწინების გარეშე ინტიმური სიახლოვე სურთ.ახალი  კანონის თანახმად, ქორწინებამდე სექსუალური კავშირი და მეუღლის ღალატი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იუწყება ინტერნეტ პორტალი.

ამავე დროს, პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი რაოდენობა თვლის, რომ ახალი კანონი მომავალ არჩევნებზე ორთოდოქსი მუსლიმების ხმებს მიიზიდავს. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური დოკუმენტის გამოცემა დააანონსა, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ფსიქიკურ დარღვევათა რიცხვში შეიყვანს. მანამდე, ხელისუფლების მოთხოვნით,  Google იძულებული გახდა, ინდონეზიის გეებისთვის შემუშავებული ონლაინ-გაცნობის სერვისი გაეუქმებინა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here