Home რუბრიკები საზოგადოება ქონდომების დედოფალო, მარტი გაგვიმ-”აიის”-ე

ქონდომების დედოფალო, მარტი გაგვიმ-”აიის”-ე

4053
ანანია გაჩეჩილაძე

მარტი რომ ატეხვის თვეა ცხოველებში, ყველამ ვიცით. ალბათ, ამიტომაც იყო სიმბოლური, რომ ორფეხა ცხოველებმაც სწორედ მარტში მოინდომეს ქართულ სინამდვილეში ყველაზე ხმაურიანი სკანდალის აგორება. როგორც ჩანს, მათ ვერაფრით ძლიეს მოძალებულ ცხოველურ ჰორმონებს და ერთი ამბავი ატეხეს, _ მაინცდამაინც მეფეებისა და წმინდანების გამოსახულებიანი ქონდომები (პრეზერვატივის ოფიციალური სახელია) გვინდაო.

ამასთანავე, “ქონდომების დედოფლის” ტიტულისთვის მებრძოლმა ანანია გაჩეჩილაძემ “მძიმე კაცის” მეშვეობით, ტელეეთერიდან ისიც გვაუწყა, რომ მისი საყვარელი საქმიანობა პორნოს ცქერა ყოფილა… კარგი, ჯანდაბას, არ შევიცხადებთ, _ არიქა, პორნოს ყურება ქალისთვის როგორ შეიძლებაო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ანანიას თურმე გეიპორნო იზიდავს ყველაზე მეტად. ვინმემ, დედამიწაზე რომელიმე ფსიქოლოგმა, ახსნას იქნებ, ქალს, თუნდაც ლესბოსელი იყოს, მამაკაცის მამაკაცთან ბღლარძუნი რატომ იზიდავს?!

ქონდომების დედოფალ ანანია გაჩეჩილაძის სახით რომ უიშვიათეს დაავადებასთან გვაქვს საქმე, ნათელია. თუმცა, მაინც გასაოცარია მისი ის უაზრო ფრაზები, რომლებიც კომპანია “აიისას” მფლობელმა ანანიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. მოგეხსენებათ, სასამართლომ “აიისას” მფლობელი 500 ლარით დააჯარიმა, ფირმას კი პრეზერვატივების შეფუთვაზე ასეთი გამოსახულებების დატანა აუკრძალა.

არ მესმის, რატომ არ შეიძლება პრეზერვატივებზე მეფეებისა და წმინდანების გამოსახვა? ამიხსენით, რატომ არ მაქვს ამის უფლება? თუ მინდა, ღმერთს დავახატავ პრეზერვატივზე!” _ გაოცებულმა განაცხადა ქონდომების დედოფალმა.

მაგრამ კანონები ხომ იმიტომ არის შექმნილი ნორმალურ სახელმწიფოში, რომ, როცა ვინმეს რამეარ ესმის”, ზღვარს არ უნდა გადავიდეს და, თუ რეგვენია და ვერ შეიგნებს, უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს, რათა მეორე რეგვენმა იგივე არ გაიმეოროს. ეგრე, ზოგს ისიც არ ესმის, რატომ არ შეიძლება ქურდობა, თაღლითობა, ადამიანების ფიზიკური შეურაცხყოფა და . ., მაგრამ, როცა საქმე კანონს ეხება, იქ უკვე ნაკლებად საინტერესოა, ვის რაესმისდა ვის რაარ ესმის”.

სწორედ შეუგნებლებმა და ხეპრეებმა, რომლებსაც რაღაცები “არ ესმით”, თავიანი უგუნური და უზნეო ქმედებებით სახელმწიფო რომ არ ჩამოშალონ და დაანგრიონ, არსებობს კანონი და ზნეობის ელემენტარული ნორმები. როგორც ჩანს, ზოგიერთს, ვისაც ძალიან ინტელექტუალურობასა და განათლებულობაზე აქვს პრეტენზია, ლექციის წაკითხვა სჭირდება იმაზე, თუ რა არის საზოგადოება და სახელმწიფო. საზოგადოება ის მთავარი ინსტრუმენტია, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. საზოგადოება თანხმდება, როგორი უნდა იყოს ამ კონკრეტულ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების, ინდივიდების ცხოვრების ძირითადი წესები. აი, სწორედ ამას ჰქვია (უხეშად) კანონი. საზოგადოება, აგრეთვე, აწესებს ზნეობის მინიმალურ ნორმებს. მართალია, არავის აქვს ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება, მაგრამ საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია, ზნეობის ეს მინიმალური ნორმები დაიცვას და მით უფრო არავის აქვს უფლება, საზოგადოებას უზნეობა უქადაგოს და თავს მოახვიოს; ხოლო ვინც ვერ ჯდება საზოგადოების მიერ დაწესებულ მინიმალურ ნორმებში, ან კანონით დაისჯება, ან საზოგადოებისგან გაირიყება. დღეს მოდური პოზა “საზოგადოების მიმართ პროტესტისა და არდამორჩილებისა” სწორედ სახელმწიფოს რღვევისკენ არის მიმართული. თავისუფლება განუკითხაობას არ უნდა ნიშნავდეს. ყოველივე ამის დეტალურად ახსნას გაზეთის რამდენიმე ნომერიც არ ეყოფა, ამიტომ ვეცდები, ბიბლიიდან ერთი მარტივი მაგალითით გაჩვენოთ, რასაც ვგულისხმობ. ამ მაგალითით არ ვცდილობ რელიგიური შინაარსისთვის ხაზგასმას. უბრალოდ, მიიღეთ ეს, როგორც ფაქტი. ძველი აღთქმის ერთი ეპიზოდის თანახმად, მოსემ ებრაელი ჯარისკაცების იმ ნაწილს, რომელსაც ამდენი შეგნება არ ჰქონდა, აუკრძალა სამხედრო ბანაკის ტერიტორიაზე მოსაქმება. დიახ! ამ ჯარისკაცებს “არ ესმოდათ”, რატომ არ ჰქონდათ უფლება, მოესაქმებინათ ბანაკში. მათ არ აწუხებდათ სიმყრალე და სიბინძურე და სხვა ჯარისკაცებსაც არად დაგიდევდნენ, ამიტომ მათთვის მკაცრი სასჯელი დაწესდა.

მოსე ამ ერთი შეხედვით ელემენტარულ აკრძალვასაც კი ებრაელთა მომავალი “აღთქმული ქვეყნის” სახელმწიფოებრივ სიძლიერეს უკავშირებდა… რატომ? ამაზე პასუხი გნებავთ?

ქონდომების დედოფალო, რას იტყვი: სახელმწიფო ან ვინმე ვალდებულია, აგიხსნას, რატომ არ შეიძლება მოისაქმო იქ, სადაც ჭამ? იქ, სადაც გძინავს? იქ, სადაც სხვებიც არიან? როგორ ფიქრობ, “ბანაკის შიგნით მოსაქმება” თავისუფლება და თავისუფალი არჩევანია თუ თავხედობა, უკულტურობა და განუკითხაობა? თუმცა, ერთი ბრძენი კაცისა არ იყოს, ამის ახსნა რომ დავიწყოთ, თქვენ გასაგებად მარადისობა დაგჭირდებათ…

ბაკურ სვანიძე

P.S. მე მაინც მგონია, რომ განხილული ეპიზოდი კიდევ ერთი შეგნებული მცდელობაა მართლმადიდებლური ფასეულობების წაბილწვის, საქართველოს ახალგაზრდების ზნეობრივი გადაგვარებისა და ქართული სახელმწიფოს, ქართველი ერის ზნეობის ძირის გამოთხრისა. წესით, მოცემული საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ კომპეტენტური ორგანოები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here