მთავარი Facebook ფრაზები “ქეჩოში წავლებულს მოათრევს სპეცნაზი იმ კაცს, რომელიც ჩვენი პრეზიდენტი იყო – განა...

“ქეჩოში წავლებულს მოათრევს სპეცნაზი იმ კაცს, რომელიც ჩვენი პრეზიდენტი იყო – განა თავად არ დანერგა “ნულოვანი ტოლერანტულობა”?

11069
გააზიარეთ

თთილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ეჰ, შაყირი – შაყირად და მართლა გული ჩამწყდა იმის ნახვაზე, როგორ ქეჩოში წავლებულს მოათრევს სპეცნაზი იმ კაცს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენი პრეზიდენტი იყო.

მაგრამ განა თავად არ მოიჯაყა თავი?

განა თავად არ იქცა დასავლური დემოკრატიის ნორმების დამცველიდან – კანონის და სამართლის უზურპატორად?

განა თავად არ დანერგა კანონის უზენაესობის ნაცვლად ძალადობის უზენაესობა?

განა თავად არ გაამეფა ჩადებების და შეთითხნილი საქმეების კულტი? 

განა თავად არ დანერგა “ნულოვანი ტოლერანტულობა”?

განა თავად არ მოიგონა “ღამის ნოტარიუსები”, ბიზნესის მასიური რეკეტი და სახელმწიფო ტერორი?

განა თავად არ შეუწყო ხელი სასჯელაღსრულების დაწესებულებების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ადგილად ქცევას?

განა მის გარეშე ხდებოდა პირად ცხოვრებაში ჩარევის ათასობით ფაილების გადაღება და კომპრომატად მოგროვება?

განა თავად არ გახადა საპროცესო შეთანხმებები ბიუჯეტში ყველაზე დიდი შემოსავლების მუხლად?

განა თავად არ გააგრძელა და უმაღლეს საფეხურზე არ აიყვანა არჩევნების გაყალბება?

განა თავად არ დადგა “მოდელირებული ქრონიკა”?

განა თავად არ მიართვა, საკუთარი უგუნური ცანცარით –

რუსეთს ხონჩით კოდორის ხეობა, სამაჩაბლო, და აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების საუკეთესო შანსი?

განა თავად არ გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა ოდესის გუბერნატორობაში?

განა თავად არ დათმო ქართველი პოლიტიკოსის იმიჯი უკრაინელი პოლიტიკოსის იმიჯის სანაცვლოდ?

განა თავად არ იძახდა ორიოდ დღის წინ – “ამოვიდა ყელში…ნუ გააჭირეთ საქმე ამ გირგვლიანითო? 

განა მისივე ძმაკაცები, დაქალები და ამფსონები არ უძახიან დღეს მატყუარას, ისტერიჩკას, ტოქსიკურ და ბოროტ კლოუნს?

ეჰ, მარშალი ბეტანკურის არ იყოს, კარგად დაიწყო და როგორ …”, – წერს თსუ–ის პროფესორი.

მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს, კიევში, რესტორან “სულგუნში” უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა და მალევე პოლონეთში გაამგზავრა.

მანამდე ის ორჯერ იყო დაკავებული.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. პატ. პროფესორს მინდა ვუპასუხო, თუ შევახსენო, საქართველოში რა საჭირო იყო მიშას გარჯა უკანონობის დასანერგად? განა მიშამდე არ იყო ჩადებები, პოლიტიკური დაპატიმრებები, კანონის უზურპაცია სამთავრობო ნაწილად ქცეული მხედრიონელების და მსგავსის მიერ?
    განა მიშამდე არ იყო ძალადობა, გზებზედაყაჩაღება, ბინებში შეჭრა, მილიციის შენობის მეორე სართულიდან გადმოხტომები, გულუს უეცარი შეტევით გარდაცვლილი , დასაკითხად მიყვანილები? განა შეთითხნილი ბრალდებით არ იყო დაპატიმრებული ძიძიგური, ჟორჟოლიანი და სხვები? განა ბიზნესის წასართმევად ვინმეს ნოტარიუსი ჭირდებოდა? განა გაყალბების გარეშე დაამარცხა მოქალაქეთა კავშირმა ჯერ მრგვალჯ მაგიდის მომხრეები და მერე სხვა დანარჩენი? განა გაყალბების გამო არ მოხდა ვარდების რევოლუცია? განა ურა ურათი არ დაიწყო დარბევა ჯერ სამეგრელოსი და რომ ვერ გაძღა, აფხაზეთის, რამაც გამოიწვია ათასობით ლტოლვილი , გადამწვარი , გაუპატიურებული და დაპყრობილი საქართველო? იყო გადაცდომები? იყო, იყო დანაშაულებრივი შეცდომა -გადაცდომა? იყო. მაგრამ რაც იყო, და ვინც დამფინანსებელი, შემოქმედი თუ არა აღმსრულებელი იყო, ყველა აგერ გყავთ პარლამენტში, მთავრობაში თუ სამოქალაქო მმართველ სექტორში, განა სწორედაც რომ ხალხის ჯიბიდან გამდიდრებული, ციხეებში მწვალებელი( ჩხარტიშვილი, ზარდიაშვილი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი) არ ყელყელაობენ თქვენი აივნიდან გადმომდგარი? სააკაშვილს რა შეცდომებიც ქონდა , იმისთვის ქართველმა ხალხმა და მეც , ერთმა რიგითმა ქართველმა გადავირჩიე კიდეც , და თუ გაყალბების მეფე იყო, რატომ არ გააყალბა? ხოდა ერთი მოდელირებული ქრონიკა დარჩა, რომ ვერ გეკამათებით. ხოდა თქვე კაი ადამიანო, მოდელირებული ქრონიკის გამო გამიხარდეს , მიშას მიერ აღმოფხვრილი კრიმინალის, კორუფციის , ნეპოტიზმის დაბრუნება გაათმაგებული ძალით?, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პრობლემების უგულველყოფა? ადამიანების უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნა? ლარის გაუფასურება? განათლების რეფორმის გარდაცვალება? მოზარდი ახალგაზრდების იმ დონემდე დეგრადაცია, რასაც დღეს ვუყურებთ, დესპოტიზმითა და მკვლელობებით, რაც თავის მხრივ, ამდენ ხანს მი ალული კრიმინალური ავტორიტეტების თავის წამოყოფამ, და ზემოთ ჩამოთვლილმა მიზეზებმა წარმოშვა? ეღო ეს სულელური ქრონიკები და ყოფილიყო…თუ არ დაბრუნდებოდა 90 იანი წლები.
    ვინ ხართ. რა სართ, საიდან მოდიხართ, რომ არ იმჩნევთ და არ გადარდებთ ახალგაზრდების დამნაშავეებად ქცევა, მოხუცების სანაგვეში ქექვა…და ა. შ. და ა. შ.

  2. დრო მიდის და ეს ეიფორიაც, მაღალის დაკავებას, ვარშავაში გადაყვანას, მის ამ დაცემას რომ მოყვა…გადაივლის.
    უბრალოდ, ჩვენ, ქართველებს კიდევ ერთხელ შემოგვხედავენ გაკვირვებული ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან! კი მაგრამ, მართლა ასეთი სულელებია ეს ქართველები, ჯერ ცხრა წელი ამ გადარეულის დიქტატურის ქვეშ იცხოვრეს და ახლა, როცა სხვა ქვეყანამ სხვა ქვეყანაში ასე დამცირებულად გადაისროლა, ზეიმი აქვთო.
    მე, ვისაც არასოდეს არც ამირჩევია ნაც. მოძრაობა და ერთერთი დაზარალებულიც ვარ იმ სისტემის მხრიდან, მაინც მიტყდება…

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here