Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნება” და აგვისტოს ომი

“ქართული ოცნება” და აგვისტოს ომი

1637
სააკაშვილი-ივანიშვილი

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებამ აგვისტოს ომის მიმართ წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. თუ ადრე მისი წარმომადგენლები ბრალს სდებდნენ სააკაშვილსა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნებს და ამბობდნენ, რომ მომხდარს გამოიძიებდნენ, დღეს, როგორც წესი, დუმილს ამჯობინებენ. როდის და რატომ შეიცვალაქართული ოცნებისპოზიცია?

საკითხმა აქტუალურობა ივანიშვილის პირველივე პრესკონფერენციის შემდეგ შეიძინა, რომელიც 2011 წლის 1 ნოემბერს ჩატარდა. “ინტერპრესნიუსისა” და “პალიტრა ტვ”-ს ჟურნალისტ ვასილ გაფრინდაშვილის კითხვას: “ბატონო ბიძინა, თქვენი განცხადება, რომ საქართველოს გაუაზრებელმა ქმედებამ გამოიწვია რუსეთის კიდევ უფრო გაუაზრებელი ქმედება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ პასუხისმგებლობას აკისრებთ ამ სიტუაციაში ქართულ მხარეს და მას მიიჩნევთ ომის ინიციატორად?” ივანიშვილმა ასეთი პასუხი გასცა: მოვიშველიებ ტალიავინის დასკვნას; მეორეც, მე წამოვიღე საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რუსეთსაქართველოს ომის შედეგების შესახებ, რომელსაც ქართულმა დელეგაციამაც მისცა ხმა. ტალიავინის განცხადებაშიც და ამ რეზოლუციაშიც ჩაწერილია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედება. იმ ქართველებს, რომლებსაც ეს საწყენად მიგაჩნიათ, შემიძლია დაგიზუსტოთ და შეგახსენოთ, როგორ ვითარდებოდა პროცესი. მოგეხსენებათ, ლიახვის სოფლები იბომბებოდა ოსეთის მხრიდან გაუგებარი ფორმირებების მიერ. ჩემი აზრით, სააკაშვილს უნდა დაეცვა ეს სოფელი, თითოეული მოსახლე შეიძლებოდა გამოეყვანა, საერთაშორისო ორგანიზაციები მოეწვია და დაეფიქსირებინა მდგომარეობა. სააკაშვილმა ჩაიდინა აბსოლუტურად გაუაზრებელი ქმედება და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა”.

ამ საკითხის გარშემო წინასაარჩევნო პერიოდში ნამდვილი საინფორმაციო ომი გაიმართა. ნაციონალური მოძრაობაარწმუნებდა მოსახლეობას, რომ ივანიშვილი რუსეთის დაკვეთას ასრულებდა და მისი განცხადებები აუარესებდა საქართველოს პოზიციას საერთაშორისო არენაზე. “ქართული ოცნებისწარმომადგენლები, თავის მხრივ, განიხილავდნენ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის მოქმედებას 2008 წლის აგვისტოში, როგორც დანაშაულებრივს, და ეს ბუნებრივად აყენებდა დღის წესრიგში მომხდარის გამოძიების საკითხს. ხელისუფლების შეცვლის პერიოდში ამ თემამ დროებით უკანა პლანზე გადაიწია და მის აქტიურ განხილვას მხარეები რამდენიმე თვეში დაუბრუნდნენ.

პოლემიკა განსაკუთრებით მძაფრი მას შემდეგ გახდა, რაც 2013 წლის 8 აპრილს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. მან თქვა, რომ ჰააგის სასამართლოში შესულია მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი საჩივარი და ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გავხადოთ და ჩვენს პრობლემებს თვითონვე მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ თვითონ. თუ ეს ვერ შევძელით და ვერ აღმოვჩნდით ან საკმარისი პროფესიონალები, ან საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა ამისთვის, იძულებული ვიქნებით, ჰააგის პროცესს დავემორჩილოთ და ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ეს ჩემი მიზანი არ არის და არ მგონია, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს”.

იმ პერიოდში მეტად აქტუალური იყო სხვადასხვა საქმის შესახებ დაკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის დაბარების თემა. სააკაშვილი ამაზე ნერვულად რეაგირებდა, ტელეკომპანია “იმედის” საქმის გამოძიებას “არასერიოზული და სამარცხვინო” უწოდა, აგვისტოს ომზე კი თქვა: “ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ამ გამოძიების მიზანი არის სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”.

მაშინ მოხდა საკმაოდ არასასურველი რამ _ პრობლემა მიხეილ სააკაშვილის ფიგურას მიება და 100%-ით დაექვემდებარა პოლიტიკურ კონიუნქტურას. 2013 წლის აპრილში ივანიშვილმა გააკეთა ბოლო განცხადება, რომელიც ასე თუ ისე შეესაბამებოდა წინასაარჩევნო პოზიციის სულისკვეთებას. ამის შემდეგ მისი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების დამოკიდებულება პრობლემის მიმართ შეიცვალა. საჭიროა, პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობსრატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რომელმაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა”, _ თქვა ივანიშვილმა.

თუ ამ ტექსტს წულუკიანის 8 აპრილის განცხადებას შევადარებთ, ვნახავთ, რომ საუბარია სხვადასხვა საკითხებზე _ ის, რაც ივანიშვილმა ჩამოთვალა, ჰააგის სასამართლოს ნაკლებად აინტერესებს,

მაგრამ ძალიან აინტერესებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, იცოდნენ, რატომ დაიღუპნენ ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ჩაიდინეს თუ არა სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებმა დანაშაული. შემდგომ ეს ზღვარი, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფდა ივანიშვილისა და წულუკიანის მიერ ჩამოთვლილ საკითხებს, თითქოს წაიშალა. მცირე დროის შემდეგ აგვისტოს ომის “გამოძიებას” მხოლოდ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის კონტექსტში ახსენებდნენ. განსაკუთრებით საგრძნობი შეიქნა ეს 2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ თანხმობა მისცა პროკურორ ფატუ ბენსუდას, გამოძიება დაეწყო იმ სავარაუდო დანაშაულზე, რომელსაც აგვისტოს ომის პერიოდში შეიძლებოდა მომხდარიყო. ამის შემდეგ ქართველი მაღალჩინოსნები თემას მხოლოდ მაშინ ეხებოდნენ, როდესაც ბენსუდა თბილისში ჩამოდიოდა.

ამ მიდგომის უკან, სავარაუდოდ, მარტივი გათვლა დგას. იმის გამოძიება, რაზეც ივანიშვილმა ისაუბრა, მოითხოვდაქართული ოცნებისგანმუდმივ საინფორმაციო დაპირისპირებასნაცმოძრაობისპროპაგანდისტულ მანქანასთან, იმის მტკიცებას, რომ სააკაშვილის ნამოქმედარის შესწავლას ქვეყნის ინტერესების შელახვასთან არაფერი აქვს საერთო. იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი პროკურატურა უნაკლოდ არათუ მძიმე კომპლექსურ დანაშაულს, არამედ ქათმის ქურდობასაც ვერ იძებს (და პირველი პირები მის შესაძლებლობებს რეალისტურად აფასებენ), ის თითქმის გარანტირებულად არაერთგზის შექმნიდა უხერხულ, მეტიც, სამარცხვინო სიტუაციას. ქართული ოცნებისლიდერებმა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს ზედმეტი პრობლემაა და ჰააგის სასამართლოს მაღალ ავტორიტეტს ამოეფარნენ. თუ მის პროკურორებს სააკაშვილის ან სხვა ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ კითხვები გაუჩნდებათ, ან მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ, “ქართულ ოცნებასნაციონალების ბრალდებების მოგერიება არ მოუწევს.

პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც ივანიშვილმა 2013 წლის აპრილში დასვა, პრინციპულად შეუძლებელი იყო კოაბიტაციის რეჟიმში. “ქართული ოცნება” არ გაემიჯნა “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდს სრულად, არ მისცა მას სამართლებრივი შეფასება, მოახდინა მისი კადრების “პორტირება” ახალ მმართველ პარტიაში (ამ პროცესის სიმბოლოდ ვანო ზარდიაშვილი იქცა). ყოველივე ამან, ფაქტობრივად, მოსპო პოლიტიკური და სამართლებრივი წინაპირობები ძველი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედების მასშტაბური გამოძიებისთვის.

ამასთანავე, ქართულმა ოცნებამხელი არ შეუშალანაცმოძრაობისთვისსასურველი სტერეოტიპის დამკვიდრებას იმის თაობაზე, რომ საუბარი სააკაშვილის დანაშაულზე საქართველოს დადანაშაულების ტოლფასია. ნაციონალები ცდილობენ, ნებისმიერი დისკუსია ერთ კითხვამდე დაიყვანონ _ ვინ დაიწყო ომი? თუ 2011 წლის 1 ნოემბერს (ან თუნდაც 2013-ში) ივანიშვილსა დაქართული ოცნებისსხვა წარმომადგენლებს შეეძლოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტალიავინის მოხსენებაზე დაყრდნობით, დღეს დუმილს ამჯობინებენ. რაც მთავარია, მმართველი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი აღარ სვამს სხვა კითხვებს: ვინ მიატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა? რატომ დარჩნენ მეთაურების გარეშე რეზერვისტები? და ა.შ.

ავსტრალიისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობაში ათწლეულების განმავლობაში არსებობდა პრობლემა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა. საქმე ისაა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ უინსტონ ჩერჩილმა საკითხი დღის წესრიგში დააყენა, ლონდონმა არ გამოიძია 1942 წელს სინგაპურის დაცემის მიზეზები, სადაც ბევრი ავსტრალიელი ჯარისკაცი დაიღუპა. ავსტრალიელები დაჟინებით მოითხოვდნენ გამოძიების ჩატარებას, გენერლებისა და პოლიტიკოსების შეცდომების სამართლებრივ შეფასებას და ყოფილი მეტროპოლიის ხელისუფლებას მძიმე ეპითეტებით ამკობდნენ. ასე იქცევა თავმოყვარე ერი, რომლისთვის ღირებულია თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე.

როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ”, უბრალოდ, გამოიყენა უკმაყოფილება, რომელიც მოსახლეობაში 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მოქმედების გამო არსებობდა, პოლიტიკური ქულები ჩაიწერა, სასურველ შედეგს მიაღწია, შემდეგ კი ოდესღაც მომგებიანი თემა შორს მოისროლა. ეს, ალბათ, ყველაზე ცინიკური ეპიზოდია საქართველოს უახლეს ისტორიაში, თუმცა მთავარი დამნაშავე ამ შემთხვევაში, ალბათ, არა ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, არამედ საზოგადოებაა, რომელმაც მათ ყოველივე ამის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here