Home ახალი ამბები საქართველო ქართველი ვეტერანების განცხადება

ქართველი ვეტერანების განცხადება

1287
ვეტერანები

დიდი სამამულო ომის ვეტერანები საქართველოს ეკლესიის გვერდით ვდგავართ ურჯულო ლიბერასტებისა და მათი მსგავსი ვიგინდარების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან მომრავლდნენ ანტიქრისტიანული აზროვნების ადამიანები, რომლებიც არ მალავენ თავიანთ სიძულვილს მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმართ და ილაშქრებენ ეკლესიის წინააღმდეგ. არადა, საქართველო და საქრისტიანო ოდითგანვე იდენტურ ცნებებად იგულისხმებოდა, რადგან ქართული კულტურა, ზნეობა, წეს-ჩვეულებები და საზოგადოდ, ეროვნული მენტალიტეტი მომდინარეობდა ქრისტიანული სარწმუნოებიდან, მისგან იღებდა სათავეს. სწორედ ქრისტეს სიყვარული ასაზრდოებდა და აძლიერებდა ქართველ კაცს სამშობლოს დასაცავად მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დიდი სამამულო ომის ვეტერანები ძალიან აღგვაშფოთა უზნეო ადამიანების თავხედურმა გამოხდომებმა ქართული ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. დიდ სამამულო ომში თითოეული ქართველი თავგანწირვით ვიბრძოდით ჩვენი სამშობლოსა და ეროვნული სიწმინდეების დასაცავად. დღეს კი, იმ ჯოჯოხეთურ ომს გადარჩენილი, თითზე ჩამოსათვლელი, ცოცხლად დარჩენილი ადამიანები არავის მივცემთ უფლებას, შებღალონ და წაბილწონ ჩვენი სარწმუნოება და ის სულიერი ფასეულობები, რომლებისთვისაც უყოყმანოდ ვწირავდით თავს. ვეტერანები ქართველ ხალხსა და საქართველოს ეკლესიას მოვუწოდებთ, არ დაუშვან საქართველოში ამ ურჯულო ანტიქრისტეების მომძლავრება და მათი აღვირახსნილი პარპაში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ მის მაღალუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ იობს და მის სამართლიან პროტესტს ამ საშინელი, ერის დამღუპველი ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში. სრულიად ვიზიარებთ მეუფე იობის სამართლიან მოწოდებას, რომ ქვეყანას, მლოცველ ეკლესიასთან ერთად, მებრძოლი ეკლესიაც სჭირდება, რათა არ დავუშვათ ერის ზნეობრივი დეგრადაცია. უზნეობა ურწმუნოებიდან მოდის და მტრებს სწორედ ამ გზით უნდათ, აგვაცდინონ უფლისკენ მიმავალ ჭეშმარიტების გზას. ომის ვეტერანები დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვართ განმჭვალულნი დედაეკლესიის მიმართ, მის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობდით და ამიტომ, ღრმა მოხუცებულობის მიუხედავად (ვართ 93 წლის), შესაძლებლობის ფარგლებში, მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს ეკლესიას და მასთან ერთად ქართველ ხალხს ანტიქრისტეების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ხსნა მხოლოდ ქრისტეშია!

დიდება უფალს!

ჩვენთან არს ღმერთი!

დიდი სამამულო ომის ვეტერანები:

შოთა ბუაძე, ტარას იჩქიტიძე, იოსებ ტუხაშვილი, სერგო მირზოიანი, ტიტე ლეფსაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here