Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველების “შავი მოძღვარი” და “რუსული ნარატივი” დავით გურამიშვილის შემოქმედებაში

ქართველების “შავი მოძღვარი” და “რუსული ნარატივი” დავით გურამიშვილის შემოქმედებაში

5588
შავი მოძღვარი

1945 წლის 9 მაისს მსოფლიოში ფაშიზმის დამარცხება რუსული ნარატივი და საბჭოთა პროპაგანდაა. სინამდვილეში ჰიტლერი ფაშისტი სულაც არ იყო! _ არ გამიკვირდება, თუ მიმდინარე კვირის მთავარ თემად სწორედ ამ აზრს გადააქცევენ ქართული მედიის წარმომადგენლები.

უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, რა პრობლემებიც საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, აქვს და ყველაფერი უარყოფითი, რაც ქართველებს გვჭირს, უაპელაციოდ ბრალდება რუსეთს, კომუნისტურს, საბჭოთას!

აბა, ნორმალურმა ადამიანებმა სცადეთ, დაინახოთ რაიმე კავშირი საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულ ნიგერიელ შავკანიანსა და რუსულ ნარატივს, საბჭოთა პროპაგანდას, კრემლის იდეოლოგიას შორის. თითქმის შეუძლებლად მიგაჩნიათ, არა? აი, ქართველმა “ყოვლისმცოდნეებმა” კი ესეც შეძლეს.

ქართველი საზოგადოების ნორმალურად მოაზროვნე ნაწილს მიაჩნია, რომ ტელეკომპანია “იმედზე” შავკანიანი ნიგერიელის უბანი ჩის გამოსვლა საქართველოს მოსახლეობის მძიმე შეურაცხყოფა იყო. რა იბჟუტურა ამ ვითომ ძალიან განათლებულმა ნიგერიელმა და რა აკადრა საქართველოსა და ქართველებს, ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრი დაიწერა და სხვადასხვა, შედარებით ეროვნულად მოაზროვნე მედიასაშუალებებშიც ბევრი ილაპარაკეს, ამიტომ ამის განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ იმ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც აღშფოთებულმა საზოგადოებამ ნაკლები ყურადღება მიაქცია.

ვერ გეტყვით, ეს შეურაცხყოფით გამოწვეული აღელვების გამო “გაეპარათ” თუ სხვა მიზეზით, მაგრამ ფაქტია, რომ უბანი ჩის მიერ ქართველი გამოჩენილი მწერლებისა და მოღვაწეების სახელების წაღმა-უკუღმა ტრიალისას დაშვებულ ძალიან უხეშ შეცდომას, ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება. კერძოდ, უბანი ჩიმ ქართველებიგანგვანათლა”, რომ თურმე ვაჟაფშაველას უთქვამს: “სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა!”… აღშფოთებული ქართველები ნიგერიელს მოუწოდებდნენ, “ვაჟას ეს სიტყვები” ასე უადგილოდ და უაზროდ არ ეტრიალებინა… არადა, ეს ფრაზა არის რაფიელ ერისთავის ლექსიდან “სამშობლო ხევსურისა”!

ასე რომ, ქართველთა “განმანათლებელმა” ნიგერიელმა არა მხოლოდ ეს ფრაზა გამოიყენა უადგილოდ, არამედ ვაჟა-ფშაველას სახელიც. სავარაუდოდ, სწორედ რომელიმე “ზეგანათლებულობაზე” პრეტენზიის მქონე ქართველმა-ლიბერასტმა “დაატრენინგა” ბატონი ჩი; დაარიგა, ქართველებზე შთაბეჭდილება რომ მოახდინო, სულხან-საბა და ვაჟა-ფშაველა უნდა ახსენოო, და მიაწოდა ცნობა, რომ ხსენებული ფრაზა ვაჟას კალამს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, ჯიგარო უბანისარც ვაჟა გადაუშლია, არც საბა და რაფიელ ერისთავის შემოქმედებაზე ხომ, საერთოდ, ზედმეტია საუბარი, მან, უბრალოდ, გაიმეორა ის, რაცზეგანათლებულმაქართველმა ლიბერასტებმა დაარიგეს.

სწორედლიბერასტული ლოგიკისშედევრია ის ტრენდიც, რომ თურმე ქართველები, საზოგადოდ, ცუდი ტიპები ვართ, ერთმანეთს ვჭამთ, ვერ ვიტანთ, მეგრელები გურულებზე არიან გადამტერებულნი, გურჯაანელები _ თელაველებზე და ასე შემდეგ. ჰოდა, აი, ასეთი ხალხი, აბა, ჩვენს ქვეყანაში ნიგერიელსა და შავკანიანს ავიტანთ?!

ასეთ “შავ” ბრალდებაზე, რა თქმა უნდა, პასუხი შესაბამისი და გამანადგურებელი უნდა იყოს; ისეთი, რომ ამ მართლა რეგვენს არასოდეს გაუჩნდეს სურვილი ქართველების ლანძღვისა და ჭკუის სწავლების.

მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს დღევანდელი ქართველი საზოგადოების ნაწილის კიდევ ერთი მძიმე დაავადების ნიშნები _ ვლანძღოთ რუსეთი ყოველთვის, ყველგან, “ადგილიანადთუ უადგილოდ; დავაბრალოთ ყველაფერი კრემლს და მის პროპაგანდას; არ ვაღიაროთ სიმართლე და ფეხებზე დავიკიდოთ ისტორია.

აი, ნიგერიელი “ჯიგაროს” ბრალდებაზე “პუბლიცისტი” თაკო ჩარკვიანის მიერ გაცემული “გამანადგურებელი” პასუხიც:

თქვენი გამოსვლა იყო სამარცხვინო! თქვენ რაც თქვით, მეგრელების და გურულების თემა და, საერთოდ, ეს კუთხურობის თემა არის პროვოცირებული თემა, რომელიც შემოაგდო საქართველოში ჩვენმა ერთერთმა ისტორიულმა დამპყრობელმა რუსეთმა!”

პირდაპირ ვიტყვი: უზრდელი უცხოელის ასეთ უტიფარ ბრალდებაზე ამაზე უფრო უსუსური და უნიათო პასუხი არ არსებობს.

თაკო ჩარკვიანი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ ქართველებს მართლაც გვჭირს რაიმე განსაკუთრებული “კუთხური სიძულვილი” ერთმანეთის მიმართ, უბრალოდ, ეს ჩვენი ბრალი კი არ არის, არამედ “რუსეთმა შემოაგდო”! განსაკუთრებით სავალალოა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაბამის ვიდეოზე ქართველი “ფეისბუკ”- მომხმარებლების დიდი ნაწილის აღფრთოვანებული კომენტარები: “ყოჩაღ, თაკო!” და ა.შ.

არადა, ყოჩაღ, თაკოკი არა, ამ ნიგერიელს მართლა კარგად რომ სცოდნოდა საქართველოს ისტორია, თაკო ჩარკვიანს ისეთ პასუხს გასცემდა, სირცხვილი იქნებოდა მერე ქალბატონიპუბლიცისტისთვისიმ სტუდიაში დარჩენა.

საქართველოს ისტორიის ანალებში ქექვა სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ვიცოდეთ:

* როდესაც რუსეთის პირველი ზარბაზნები გამოჩნდა კავკასიაში, საქართველო სამეფო-სამთავროებად, კუთხური ნიშნით ერთმანეთთან დაპირისპირებულ ერთეულებად იყო დანაწევრებული. ეს საქართველოს არც ისე ძველი და სამწუხარო ისტორიაა.

* სამეგრელოსა და გურიის სამთავროების ერთმანეთთან ომები, ქართლსა და კახეთს, იმერეთსა და რაჭას შორის დაპირისპირებები სწორედ რუსეთის გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე ხდებოდა და არა მას შემდეგ.

კიდევ კარგი, ქალბატონმაპუბლიცისტმაბაზალეთის ბრძოლაც კრემლის ინტრიგებს არ დააბრალა, ხოლო დავით ულუსა და დავით ნარინის ყეენის კარზე გაქცევა და მეფის ტიტულისთვის ერთმანეთთან ცილობა _ ვლადიმერ პუტინს!

სიმართლისა და საკუთარი პრობლემების აღიარების გარეშე ვერასოდეს ავაშენებთ ნორმალურ სახელმწიფოს, თორემ უძვლო ენამ ისიც შეიძლება თქვას, რომ დავით გურამიშვილმა “კახელების აღმა ხნული ქართველებმა დაღმა ფარცხეს” სერგეი ლავროვის უშუალო კარნახით დაწერა.

მაშ, რა უნდა ეპასუხა თაკო ჩარკვიანს ან ნებისმიერ სხვა ქართველს გათავხედებული შავკანიანისთვის?

სრულიად მარტივი რამ: კუთხური, რეგიონული ნიშნით დაპირისპირებები არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხდებოდა, ხდება და მოხდება. სწორედ ეს იწვევდა ნებისმიერ ქვეყანაში, ცენტრალური ხელისუფლების სიძლიერის მოშლის შემთხვევაში, სეპარატისტულ დაპირისპირებას, რომელსაც არაერთი ოდესღაც ძლიერი და აყვავებული სახელმწიფო დაღუპვამდე მიუყვანია.

დღესაც არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და ერში შეუგნებელი ნაწილი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს ამა თუ იმ კუთხესა და ხალხს ვერ იტანს. მაგალითად, იტალიაში არსებობენ იტალიელები, რომლებიც წყევლიან იტალიის გამაერთიანებელსა და თანამედროვე იტალიის ფუძემდებელს _ ჯუზეპე გარიბალდის. რამ გაგვაერთიანა ამ განუვითარებელ და ჩლუნგ ჩრდილოელებთან, ვიყავით სამხრეთელები წყნარადო! _ გაიძახის სამხრეთ იტალიაში მცხოვრები ბევრი შეუგნებელი და მათ ტოლს არ უდებს ჩრდილოელთა შეუგნებელი ნაწილიც.

ეს ყველგან ხდება და ჩემს ქვეყანაში არც ერთ ჩამოსულს უფლება არ აქვს, ჩემი ერის გარკვეული შეუგნებელი ნაწილის ასეთი აზრები მთელი ერის დამახასიათებელ ნიშნად წარმოაჩინოს.

გარდა ამისა, ჩვეულებრივი, ერთმანეთის სიყვარულით გაჯერებული ხუმრობა და იუმორიც არ ესმის ნიგერიელ “ჯიგაროს”.

მეგრელებზე ან გურულებზე რომ ვშაყირობთ ხოლმე, ამ “ზე განათლებულ” ნიგერიელს, ეტყობა, ეს მეგრელების თუ გურულების სიძულვილად ესმის და შეიძლება ისიც ჰგონია, რომ ღამღამობით თელაველები და გურჯაანელები მართლა კეტით დასდევენ ერთმანეთს.

აი, ეს უნდა ავუხსნათ ამ ვაჟბატონს და გავაგებინოთ, რომ მისი საქმე ნამდვილად არ არის როგორი ურთიერთბა აქვთ ერთმანეთთან მეგრელბსა გურულებს, ან რაჭველბსა და ლეჩხუმელებს! ჩვენი კუთხეების წარმომადგენელთა ერთმანეთის მიმართ სიყვარულიანი იუმორი სულაც არ არის იმის მტკიცებულება, რომ “ერთმანეთს ვერ ვიტანთ და შავკანიანს ავიტანთ?!” _ ასეთი შტერული “არგუმენტით” ქართველთა “რასისტობის” მტკიცება ჩვეულებრივი რეგვნობაა!

რაც შეეხება იმას, რომ თურმე ნიგერიაშიც არიან ქართველები, ბატონმა უბანიმ, იქნებ გვანახვოს ნიგერიის ტელევიზიით გამოსული რომელიმე ქართველი, რომელიც ჭკუას არიგებს ნიგერიელებს და მათი მისამართითფერთენზიებს” (პრეტენზიებს) გამოთქვამს?

ქართველი თუ სადმე არის ჩასული, მას ისიც აქვს შეგნებული, რომ იქ სტუმარია და ცდილობს, იქაურებს თვალში ზედმეტად არ შეეჩხიროს. რა თქმა უნდა, კრიმინალ ქართველებს არ ვგულისხმობ, კრიმინალი რომ ყველგან კრიმინალია და ეროვნება არ გააჩნია. ამაზე, დიდი ხანია, მსოფლიოს სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ შეთანხმდნენ.

აი, ეს არის სათქმელი, ძვირფასო ქართველებო, და არა ის, რომ ნებისმიერი შემთხვევა რუსეთის სალანძღავად და ამით ეთერში საკეკლუცოდ გამოვიყენოთ. ასეთი ტყუილებითა და უსუსური არგუმენტებით ნამდვილად ვერაფერს მივაღწევთ და მტერიც დაგვცინებს და მეგობარიც. ჩვენ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის, ღირსების დაცვა უნდა გვაინტერესებდეს და არა გაყალბებული ისტორიით რუსეთის უადგილო და არაადეკვატური ლანძღვაპატრიოტულიქულების დასაწერად.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ და მხოლოდ “ტყვის სყიდვის” სამარცხვინო პრაქტიკა გავიხსენოთ (აბა, კარგად გადახედეთ საქართველოს ისტორიას), ოსმალეთის ტყვეთა ბაზარზე ქართველების მიერ ქართველების გაყიდვა მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, როცა სამეგრელოს სამთავროც საბოლოოდ შეიერთა რუსეთმა. 1840 წელს მოხდა ეს ამბავი და, რუსეთის იმპერატორის საგანგებო განკარგულების მიუხედავად, რომელიც მკაცრად უკრძალავდა ოდიშის დედოფალსა და მთავრებს ტყვეების გაყიდვას, 1846 წლამდე მაინც ხდებოდა ცალკეული შემთხვევები… სულ სხვა თემაა ის, რომ რუსმა დამპყრობლებმა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის პერიოდიდან არაერთხელ ეფექტიანად გამოიყენეს ქართველთა შორის დაპირისპირება, მაგრამ იმის თქმა, რომ ასეთი რამ საქართველოში არ არსებულა და ის რუსეთმა დანერგა, ან უვიცობაა, ან უსინდისობა და რუსეთის ლანძღვის ხარჯზე საკუთარიპატრიოტობისწარმოჩენის უსუსური მცდელობა, თანაც ისე, რომ ამის გამკეთებელს სულ არ აინტერესებს, მსგავსი უაზრო საქციელით სამშობლოს სარგებელს მოუტანს თუ ზიანს.

თუმცა ეს ფაქტები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქართველები გამორჩეულად ცუდები ვართ (მსგავსი პრობლემები ბევრ ქვეყანას ჰქონდა მსოფლიოში); ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაც გუშინწინ ჩამოსულმა სტუმარმა ჭკუა გვასწავლოს.

შეიძლება ვინმე შემედავოს, უბანი ჩიმ საქართველოს მოქალაქეობა მიშას პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო და სტუმრად აღარ ითვლებაო… გაიხსენეთ, როგორ იოლად არიგებდა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას. ეს “საარჩევნო გათვლა” იყო ნაცებისთვის და საქართველოს ყოველ “ახალ” მოქალაქეს თითო ხმად განიხილავდნენ… ამიტომ, უბანი ჩის მსგავსთა “გაქართველება” ხეირის მიღების სურვილთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე საქართველოს სიყვარულთან…

ისე, სხვათა შორის, ნიგერიელჯიგაროს”, რომელიც ასე მოწადინებით სრულიად არაადეკვატურად ახსენებს რაფიელ ერისთავის სიტყვებს (რომელსაც ვაჟას მიაწერს) დაგვასწავლის”, რა არის თურმე სამშობლო, გვინდა, ვკითხოთ: თუკისამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”, მაშ, რომელია შენი ერთადერთი სამშობლო _ ნიგერია თუ საქართევლო?

და თუ ეს ერთადერთი მისთვის საქართველოა და ამიტომ აძლევს თავს უფლებას, ჭკუა დაგვარიგოს, მაშ, რატომ დათმო თავისი ნიგერია? აჰ! აქ უკეთესად მოეწყო? აქ უფრო კარგად არის, ვიდრე ნიგერიაში? აქ ტელევიზიაში თოქშოუებში გამოჰყავთ და იქ კი ზედაც არავინ უყურებდა? აქ უფრო მეტი ფული, საჭმელი და სასმელი აქვს?…

გასაგებია, მაგრამ იქნებ ამ “ზეგანათლებულმა” შავკანიანმა დიდაქტიკოსმა პირველი-მეორე სტრიქონის იქითაც წაიკითხოს რაფიელ ერისთავის ეს შედევრი და, როდესაც ამოიკითხავს სიტყვებს “არ გავცვლი სალსა კლდეებსა, უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!” იქნებ ნამუსმა შეაწუხოს, სინდისიც გაეღვიძოს და სხვებისთვის “ჭკუის დარიგების” სურვილი საბოლოოდ დაკარგოს…

და კიდევ: “სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო” _ ესეც ქართული სიბრძნეა, ნიგერიელო “ჯიგარო”!

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. “და კიდევ: “სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო” _ ესეც ქართული სიბრძნეა, ნიგერიელო “ჯიგარო”!” – ეგ არ უთხრეს ალბათ ტრენინგზე )

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here