Home სხვადასხვა დაიჯესტი ქალი, რომელიც ხელს არ უშლიდა ბოიფრენდს, თავის ათი წლის გოგონაზე ეძალადა, 20...

ქალი, რომელიც ხელს არ უშლიდა ბოიფრენდს, თავის ათი წლის გოგონაზე ეძალადა, 20 წლით ციხეში ჩასვეს

439
ქალი, რომელიც ხელს არ უშლიდა ბოიფრენდს, თავის ათი წლის გოგონაზე ეძალადა, 20 წლით ციხეში ჩასვეს

ინდიანის მკვიდრი, 34 წლის ნიკოლას დიონ ტრეში წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა თავისი საყვარლის _ ჯენიფერ ჰენდის არასრულწლოვან გოგონაზე. ქალმა იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია მაშინაც კი, როცა მისი გოგონა დაორსულდა. დანაშაულს ფარდა რომ აეხადა, მოძალადეც და მისი საყვარელიც გისოსებს მიღმა მოათავსეს, _ იუწყება Fox News.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტრეშმა გოგონაზე პირველად მაშინ იძალადა, როცა ის რვა წლის იყო. ორი წლის შემდეგ კი ბავშვი დაორსულდა. დედამ, რომელიც ამ დანაშაულის მოწმე იყო, თავის შვილს მოსთხოვა, ეს ყველაფერი თანაკლასელი ბიჭისთვის დაებრალებინა. პოლიციამ შეძლო სიმართლის დადგენა და პედოფილი დააპატიმრა. ამ უკანასკნელმა დანაშაული არათუ არ აღიარა, თავის საყვარელს (ბავშვის დედას) დააბრალა, რომ მან გოგონას თეთრეული მისი სპერმით საგანგებოდ დააბინძურა. გოგონამ განაცხადა, რომ ნიკოლასმა, სულ ცოტა, თხუთმეტჯერ იძალადა მასზე. სასამართლომ ნიკოლას დიონ ტრეშს 160 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

თავი ვერც დედამ დაიძვრინა _ დაპატიმრების შემდეგ აღიარა თავისი დანაშაული. მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გოგონას ბიჭი შეეძინა. ახალშობილი და მისი დედა სხვა ოჯახებში გაანაწილეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here