მთავარი საზოგადოება ქალაქი პომპეი ღმერთმა სოდომისა და გომორის მსგავსი ცოდვებისთვის ხომ არ დასაჯა?

ქალაქი პომპეი ღმერთმა სოდომისა და გომორის მსგავსი ცოდვებისთვის ხომ არ დასაჯა?

247
გააზიარეთ
კარლ ბრიულოვი - „პომპეის უკანასკნელი დღე“

ძნელად მოიძებნება მეტნაკლებად განათლებული ადამიანი, რომელსაც არ სმენია ძველი რომაული ქალაქის, პომპეის, ტრაგიკული იავარქმნის ამბავი. ქალაქი გაშენებული იყო ნეაპოლის ყურის სანაპიროზე, ნეაპოლიდან 22 კილომეტრის დაშორებით, ვულკან ვეზუვის კალთის ძირას. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეში იტალიის ეს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი ვულკანის ამოფრქვევას შეეწირა _ ერთი დღეღამის განმავლობაში უკაცრიელ უდაბნოდ იქცა. 15 საუკუნის განმავლობაში მალავდა იგი თავისი მოქალაქეების არატრადიციული ვნებების დამამტკიცებელ მატერიალურსაბუთებს”. ამაზე ვისაუბრებთ დღეს.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში დაარსებული პომპეი კატასტროფამდე ფრიად აყვავებული და მზარდი ქალაქი იყო. ითვლებოდა მდიდარი რომაელების პოპულარულ კურორტად, სადაც დღესასწაულების დღეებში დასასვენებლად ჩადიოდნენ.

ვარაუდობენ, რომ რომის იმპერატორ ნერონს აქაც ჰქონდა ვილა, ხოლო მისი მეორე ცოლი პომპეა საბინა აქაური მკვიდრი იყო.

პომპეი ლამის მიბჯენილია ვეზუვის კალთას. ადგილობრივ მოსახლეობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ ჯოჯოხეთსაც მეზობლობდა. ვეზუვის ბოლო დიდი ამოფრქვევა ჩვენს ერამდე 1800 წელს მოხდა.

მაშინ ბრინჯაოს ხანის რამდენიმე დასახლება განადგურდა.

ვულკანმა ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წლის 24 აგვისტოს დილით გაიღვიძა _ ღმერთ ვულკანისადმი მიძღვნილი რომაული დღესასწაულის მომდევნო დღეს.

ამოფრქვევა თითქმის 24 საათს გრძელდებოდა, მაგრამ ფერფლი, ლავა და პემზა კიდევ ორი დღის განმავლობაში მარხავდა ქალაქს 6-მეტრიანი სიღრმის უზარმაზარ სამარეში. პომპეის გარდა განადგურდა ახლომდებარე რამდენიმე ქალაქი და სოფელი.

ქალაქი პომპეი ღმერთმა სოდომისა და გომორის მსგავსი ცოდვებისთვის ხომ არ დასაჯა?

79-ე წლამდე ძველ რომში სიტყვა “ვულკანი” არ არსებობდა, კარგა ხნის შემდეგ მოიგონეს და დაამკვიდრეს. როგორც ზემოთ მიგანიშნეთ, იგი წარმოიქმნა რომაელთა ცეცხლის ღმერთის სახელიდან, რომელსაც ერქვა ვულკანი.

კატასტროფა გამოწვლილვით აღწერა პლინიუს უმცროსმა, ძველმა რომაელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ და პოეტმა, რომელიც ვეზუვის ამფრქვევას შორი მანძილიდან უცქერდა. მის წერილებს, რომლებიც თვითმხილველთა მონათხრობის საფუძველზეა შედგენილი, არქეოლოგებმა მხოლოდ XVI საკუკუნეში მიაკვლიეს: 1599 წელს მდინარე სარნოდან მიწისქვეშა არხის გაყვანისას შემთხვევით აღმოაჩინეს უცნობი ქალაქის გალავნის ნაწილი.

არქიტექტორმა დომენიკო ფონტანამ მიაკვლია ფრესკებს, ქანდაკებებსა და მთელ რიგ სხვა ნივთებს, რომლებიც ეროტიკული და უხამსი გამოსახულებებით იყო დამშვენებული. რომლებიც მზის სინათლეზე არ გამოიტანა და კვლავ ჩაამარხვინა.

ქალაქი კიდევ 10 წელს იცდიდა, სანამ 1748 წელს კვლავ არ განაგრძეს არქეოლოგიური გათხრები ესპანელი სამხედრო ინჟინრის, როკე ხოაკინ დე ალკუბერის, ხელმძღვანელობით. ამჯერად აღმოაჩინეს არა მხოლოდ კარგად შენახული საყოფაცხოვრებო ნივთები (რაც უზრუნველყო მიწის სიღრმეში კონსერვაციის იდეალურმა პირობებმა), არამედ შენობები სრული მოცულობით. არქეოლოგებმა თაბაშირის გამოყენებით შეძლეს ამოფრქვევის მსხვერპლთა სხეულების სიკვდილისწინა პოზების რეკონსტრუქცია, მათ შორის ოჯახების, მეგობართა ჯგუფებისა და წყვილების, რომლებიც ერთმანეთს გადახვეულები გარდაიცვალნენ.

ფრესკა პომპეის აბანოში
ფრესკა პომპეის აბანოში

* პომპეი, რომელსაც 65 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია, ამჟამად მსოფლიოში უდიდეს არქეოლოგიურ პარკად და არქიტექტორულ ძეგლად, ასევე 250 წლის განმავლობაში ერთერთ პოპულარულ მიმართულებად არის აღიარებული. ცოცხლად დამარხული ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურთა სიაში არის შეტანილი. ყოველწლიურად იქ 2,5 მილიონი ტურისტი ჩადის.

* 1819 წელს მეფე ფრანცისკე I ცოლსა და ქალიშვილთან ერთად პომპეის ეწვია და უხერხულად იგრძნო თავი. ის ისე აღაშფოთა სექსუალური ხასიათის ხელოვნების ნაწარმოებების ხილვამ, რომ მოითხოვა ამ “კრამოლური ექსპონატების” დედაქალაქში გაგზავნა და მათი საიდუმლო ოთახში ჩაკეტვა, სადაც შესვლა შეეძლებოდათ მხოლოდ “მოწიფული ასაკისა და უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პირებს”. ამგვარი ხელოვნება ასახავდა ძველი რომაელების აღვირახსნილ ჩვეულებებს, სკულპტურები კი _ სოდომიისა და ზოოფილიის სცენებს.

* ვეზუვი, რომლის ასაკი, სხვადასხვა შეფასებით, 17 ათასი წელიწადია, ევროპაში ერთადერთი მოქმედი ვულკანია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არსებობის ისტორიაში იგი დაახლოებით 100-ჯერ ამოიფრქვა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თუ იყო 79 წლის ამოფრქვევაზე უფრო მასშტაბური. სითბური ენერგია, რომელიც ვეზუვიმ ამოფრქვევის დროს გამოჰყო, 100 000-ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბის ენერგიეს.

* 3 მილიონი ადამიანი სახლობს ამჟამად ვეზუვის, მსოფლიოში ყველაზე საშიში ვულკანის, სიახლოვეს. მისი ბოლო ამოფრქვევა მოხდა 1944 წელს.

* პომპეიმ სოდომისა და გომორას ბედი რომ გაიზიარა ჩადენილი ცოდვების გამო, მხოლოდ ვარაუდია, ლეგენდაა. ხოლო დღევანდელ ევროპაში ის ცოდვები რენესანსის სტადიაში რომ შედის, რეალობაა, დღევანდელი ცრულიბერალური ეპოქის დამახასიათებელი წესი და რიგი. ჩვენ ფეხი ავუწყვეთ. მადლობა ღმერთს, რომ ვეზუვამდე შორია.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის სამსჯავროს მოსვლა სარწმუნოა. მოციქულ პეტრეს მეორე წერილში ნათქვამია: ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მაზეა, გადაიბუგება”. (პეტ. 3,10).

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here