მთავარი მსოფლიო ფრინველის გრიპი პოლონეთში მასობრივად გავრცელდა

ფრინველის გრიპი პოლონეთში მასობრივად გავრცელდა

1240
გააზიარეთ
ფრინველის გრიპი პოლონეთში მასობრივად გავრცელდა

სომხეთის კვალდაკვალ აზერბაიჯანმაც აკრძალა პოლონეთიდან ფრინველის პროდუქტების შეტანა

აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ ქვეყანაში პოლონეთის ზოგიერთი რეგიონიდან ცოცხალი ფრინველისა და ფრინველის პროდუქტების შეტანა შეზღუდა, _ განაცხადა ზემოაღნიშნული სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა 10 იანვარს.

ეს ზომა მიღებულია დროულად და მიმართულია იმისკენ, რომ ამიერკავკასიის დიდი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებები არ გავრცელდეს.

“ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პოლონეთის ლიუბლინისა და ველიკოპოლსკის რაიონების ტერიტორიებზე გამოვლინდა ფრინველის გრიპის მაღალპათოგენური ვირუსი. ამის გამო გადაწყდა, დროებით შეიზღუდოს  ცოცხალი ფრინველისა და ფრინველის პროდუქტების შემოტანა პოლონეთის ზემოაღნიშნული რეგიონებიდან”, _ განაცხადა აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა.

საკონტროლო ზომის ეფექტიანობის გასაძლიერებლად უწყებამ ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტებს მიმართა თხოვნით, დეზინფექცია ჩაუტაროს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც აზერბაიჯანში პოლონეთიდან შევლენ.

უფრო ადრე პოლონური საკვები პროდუქტების შემოტანაზე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სომხეთის ხელისუფლებამ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გრიპის ვირუსით დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here