Home სხვადასხვა დაიჯესტი ფრანგ ცოლ-ქმარს ეჭვი შეეპარა, რომ მათი ძიძა გრძნეულია და დაწვა იგი

ფრანგ ცოლ-ქმარს ეჭვი შეეპარა, რომ მათი ძიძა გრძნეულია და დაწვა იგი

1239
სოფი ლიონე

ფრანგ წყვილს, რომელიც ლონდონის გარეუბანში ცხოვრობს, ბრალად წაუყენეს 21 წლის ძიძის _ სოფი ლიონეს მკვლელობა.

ახალგაზრდა ფრანგი ქალის დამწვარი სხეული  ბაღში, ფერფლის ფენის ქვეშ აღმოაჩინეს. მეზობლების ყურადღება მიიპყრო კოცონმა და დამწვარი ხორცის სუნმა, ამიტომ  პოლიციას დაურეკეს. საბრინა კუაიდერი და მისი ბოიფრენდი კისემ მედუნი დაეჭვდნენ, რომ მათი ორი შვილის ძიძა გრძნეული იყო და რომ მან ბრილიანტის ყელსაბამი მოიპარა. ამას გარდა, წყვილი დარწმუნებული იყო, რომ ლიონე მოქმედებდა კუაიდერის ყოფილ ქმართან შეთანხმებით.

ახალგაზრდა ქალს ისე ეპყრობოდნენ, როგორც მძევალს _ სცემდნენ, აწამებდნენ და აშიმშილებდნენ. სოფის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია.

სასამართლო სხდომა გრძელდება, რა სასჯელი ელის ფრანგ წყვილს, ჯერ უცნობია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here