მთავარი მსოფლიო ფრანგი ექსპერტი: დასავლეთი მათზე არანაკლები დამნაშავეა, ვისაც ებრძვის

ფრანგი ექსპერტი: დასავლეთი მათზე არანაკლები დამნაშავეა, ვისაც ებრძვის

877
გააზიარეთ
ლიბია

საერთაშორისო სამართლის ექსპერტი დანიელ ლაგო  დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა ლიბიაში ომი საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად კადაფის რეჟიმის მიერ მასობრივი მკვლელობებისა და სხვა დანაშაულების შესახებფეიკურ ცნობებზედაყრდნობით წამოიწყესამ ომის შედეგად განადგურდა ძლიერი აფრიკული სახელმწიფო და წამებით მოკლეს მისი ლიდერი. დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დანაშაულები დღემდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ დღეებში საფრანგეთში ბევრს ლაპარაკობენ მუამარ კადაფის მიერ ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე 2007 წელს. “მაგრამ, _ წერს ლაგო, _ სარკოზის ბიოგრაფიაში არის ზოგი რამ გაცილებით უარესი, რაზეც ნაკლებს ლაპარაკობენ”. საქმე ეხება ომს, რომელიც საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა _ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა _ დაიწყეს “იმავე რეჟიმის წინააღმდეგ”, რომელსაც შედეგად მოჰყვა ლიბიის განადგურება და კადაფის წამებით მოკვდინება.

შეკითხვას, რომელსაც ეს ომი ბადებს, კავშირი აქვს დღევანდელობასთან: როგორი უნდა იყოს ფაქტებით დადასტურებული და არა განცხადებებით შემოფარგლული ადამიანის უფლებების დარღვევების მასშტაბი, სამხედრო ინტერვენცია რომ განხორციელდეს?

ფრანგების უმრავლესობას დღემდე სჯერა, რომ ლიბიასთან ომი გამართლებული იყო, რადგან მოსახლეობის დამთრგუნველი რეჟიმის დასამარცხებლად წარმოებდა. “ამ სტატიაში აღნიშნული რეჟიმის დაცვაზე ლაპარაკი არ არის. პრობლემა არის ის, რომ ხალხის მასობრივი მკვლელობა ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ფეიკური ტყუილია”, _ წერს ექსპერტი. მისი აზრით, ლიბიაში მასობრივი მკვლელობების შესახებ ცნობების ტირაჟირება, ისევე, როგორც 2003 წელს ერაყში “ქიმიური იარაღის არსებობა”, ემსახურებოდა იმ ომის გამართლებას, რომელსაც, სავარაუდოდ, სხვა მოტივები ედო საფუძვლად.

საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა Amnesty Ynternational da Human Rights Wotch, რომლებიც თავგამოდებით უჭერდნენ მხარს “დანაშაულებრივი რეჟიმის” წინააღმდეგ ომს, აცხადებდნენ, რომ ლიბიის საშინაო კონფლიქტის მსხვერპლთა რაოდენობა დასავლეთის ჩარევამდე 100-400 ადამიანი იყო. ეს რიცხვი ზღვაში წვეთია რუანდაში გენოციდის დროს ასიათასობით  დაღუპულთან შედარებით.

ნიკოლა სარკოზი თავის გადაწყვეტილებას ამართლებდა იმით, რომ ინტერვენციამ მილიონობით ადამიანი გადაარჩინა ბენღაზში. ლაგო ამგვარ განცხადებას აბსურდულს უწოდებს: ასეთი ციფრები წარმოუდგენელია მასშტაბური რეპრესიების დროსაც კი. “ინტერვენცია მაინცდამაინც ამაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, პრობლემა ერთ დღეში გადაწყდებოდა: კადაფის არმიამ პირველივე დაბომბვების შემდეგ უკან დაიხია”, _ აღნიშნავს ავტორი.

იმის ნაცვლად, რომ ცეცხლი შეეწყვიტათ და გადასულიყვნენ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის რეჟიმზე, რასაც გაეროს რეზოლუცია მოითხოვდა, დასავლეთის ქვეყნებმა “ომი ბოლომდე განაგრძეს” იმ მოტივით, თითქოს კადაფი კვლავ შეუდგებოდა მოსახლეობის მასობრივ დახოცვას, რაც, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არასოდეს მომხდარა.

ომის შედეგად არა მხოლოდ დაემხო რეჟიმი, არამედ განადგურდა სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს გამოირჩეოდა ეკონომიკის მაღალი მაჩენებლებით, ასაქმებდა 2 მილიონ მიგრანტს აფრიკის ქვეყნებიდან და ქმნიდა დამოუკიდებელ საფინანსო ორგანიზაციებს აფრიკის კონტინენტზე. ეს საქმიანობა უპირისპირდებოდა დასავლეთის ინტერესებს. ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილებიდან ირკვევა, რომ არ უნდა დაეშვათ ერთიანი აფრიკული მონეტის შექმნა, რომელიც დოლარისა და აფრიკული ფრანკის ალტერნატივად შეიძლება დამკვიდრებულიყო.

სამართლის დარგის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც გაერომ დააკისრა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილთა მხილება, დღემდე არაფერი განუცხადებია დასავლეთის ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების პასუხისმგებლობის შესახებ 2011 წლის ომზე. ეს სასამართლო სტრუქტურა “ჩვეულებისამებრ” აცხადებს, რომ განაგრძობს საკითხის “შესწავლას”.

“ფაქტები ღაღადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები ინტერვენციებს განახორციელებენ თავიანთი ინტერესების დასაცავად და ამას ჰუმანიტარული ხასიათის მიზეზებით ამართლებენ”, _ მიიჩნევს ექსპერტი. ამასთანავე, დასავლეთის მოკავშირეები არასოდეს ხდებიან ჰუმანიტარული ინტერვენციის ობიექტები, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ამ ქვეყნებში სხვაზე არანაკლებია. ეს ეხება თურქეთსაც, რომელიც აფრინში ქურთების საწინააღმდეგო ოპერაციას განახორციელებს, და საუდის არაბეთსაც, “რომელსაც საფრანგეთი იარაღით ამარაგებს, იემენში მის მიერ ჩადენილი დანაშაულების მიუხედავად”.

სირიაში ტრაგედიის თავიდან აცილება, რომელსაც 350 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ავტორის აზრით, შესაძლებელი იქნებოდა, 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესისთვის მხარი რომ დაეჭირათ.

საკითხი, უნდა გასამართლდნენ თუ არა ომის წამომწყები ქვეყნები, “კეთილი განზრახვების” მიუხედავად, დღემდე გადაუწყვეტელი რჩება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here