მთავარი მსოფლიო ფლორიდაში მასწავლებლებს იარაღის ტარების ნება დართეს

ფლორიდაში მასწავლებლებს იარაღის ტარების ნება დართეს

1518
გააზიარეთ
ფლორიდა

ფლორიდის პარლამენტმა უმნიშვნელო უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც მასწავლებლებს  ნება დართეს, ატარონ იარაღი შტატის სკოლებში.

კანონი ითვალისწინებს 21 წელს მიღწეული მოქალაქისთვის იარაღის ტარების უფლების მიცემას. მანამდე ეს უფლება  18 წელს მიღწეულებს ჰქონდათ. გარკვეულად იზღუდება შეტევითი იარაღის გაყიდვა, იზრდება შეიარაღებული მცველების რაოდენობა სასწავლო დაწესებულებებში.

კანონპროექტს ხმა მისცა 67-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი გამოვიდა 50. მანამდე, ანუ 5 მარტს, კანონპროექტი მიიღო შტატის სენატმა, რომელმაც ერთი შესწორება შეიტანა: პედაგოგებმა პოლიციაში უფასოდ უნდა გაიარონ იარაღის ხმარების სპეციალური კურსები. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს გუბერნატორი რიკ სკოტი. მან განაცხადა, რომ ყურადღებით შეისწავლის კანონპროექტის ტექსტს და მოეთათბირება დაღუპული ბავშვების მშობლებს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here