მთავარი პოლიტიკა ფიქრები საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე

ფიქრები საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე

379
გააზიარეთ
ფიქრები საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე

კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საზოგადოების მიერ განვლილი გზის გაანალიზება, შეფასება, ობიექტური დასკვნების გამოტანა ნებისმიერი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების მყარი საფუძველია. დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების 30 წლის განმავლობაში ქართველმა საზოგადოებამ არაერთხელ შეაფასა საბჭოთა ეპოქის 70-წლიანი პერიოდი. შეფასების რიტორიკა, თავის მხრივ, პერიოდებად შეიძლება დავყოთ, რაც პირდაპირ დაგვანახვებს პოლიტიკური ისტებლიშმენტის გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.

საბჭოთა ეპოქის 70-წლიანი მონაკვეთის ანალიზი, ჩემი აზრით, მოითხოვს მის ორ პერიოდად დაყოფას: პირველია 35-წლიანი აღმავლობის პერიოდი, მეორე _ იმდენივეწლიანი დაღმასვლის, თანაც ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული არამხოლოდ რიტორიკით, არამედ შინაარსობრივადაც, რაც კრახით დასრულდა. ქართველი საზოგადოების მიერ (და არა მხოლოდ) ყოველგვარი განსჯა-გაანალიზების გარეშე მთელი ეპოქა (70 წელი), დასავლეთის მიერ ქვეყნის სამართავად დასმული მენეჯერების მითითებითა და წახალისებით, შევაფასეთ უარყოფითად. ერთეულთა მცდელობები, შეგვენარჩუნებინა დადებითი, პროგრესული ელემენტები საბჭოთა ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან, სახელმწიფო დონეზე მკაცრად აღიკვეთა.

30 წელია, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ვატარებთ ტოტალურ რეფორმებს: განათლებაში, მედიცინაში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობასა და სხვ. შემდეგ რეფორმები საბჭოთა ეპოქის ადამიანებსაც შეეხო და, რადგან უამრავლესობა მათთვის სასურველაღზრდასარ ექვემდებარებოდა, მთელი თაობა ჩარეცხეს, როგორც საბჭოთა გადმონაშთი. ასპარეზზე დარჩნენ მხოლოდ ევროპაამერიკაშიგანსწავლულიახალგაზრდა გოგობიჭები, მათი მთავარი ამოცანა დასავლელი კურატორების მითითებების შესრულებაა. თვითონ კი ფიქრი და გადაწყვეტეტილებების მიღება არც სჭირდებათ და, ალბათ, არც შეუძლიათ. ზემოხსენებულში ზოგიერთი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ მათ ვურჩევ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედონ, ხალხს მოუსმინონ, დანახული და გაგონილი გაანალიზონ და დასკვნები ისე გააკეთონ.

მიმაჩნია, რომ განათლების დონე საზოგადოებაში ნებისმიერი ცვლილების უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ .. რეფორმატორების პირველ სამიზნედ იქცა განათლების სფერო, რომელიც მათი წყალობით მიექანება უფსკრულისაკენ და დღეისათვის მხოლოდ მდგრადი ბიზნესის კეთების საშუალებად იქცა. მომრავლდა დასავლეთის მიერ თავსმოხვეული კრიტერიუმებით აკრედიტებული .. უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა ხელმძღვანელობა და პედაგოგები ხშირ შემთხვევაში ძალიან შორს არიან მეცნიერებისაგან (არ ფლობენ სამეცნიერო ხარისხს და არ აქვთ შესაბამისი მომზადება). საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რას წარმოადგენენ და ვინ უდგას სათავეში ამწარმატებულუმაღლეს სასწავლებლებს (წარმატებულ ბიზნესს).

ერთ მაგალითს მოვიყვან: გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს ხელმძღვანელობას სურდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე ქალაქ ნოვოსიბირსკიდან მოეწვია აკადემიკოსი ილია ვეკუა. პროტესტის ნიშნად ფეხზე დადგნენ არა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლები და რესპუბლიკის ინტელიგენცია (მართლაც ინტელიგენცია იყო), არამედ რიგითი მოქალაქეებიც. ხელისუფლების განმარტებაზე, რომ აკადემიკოსი ილია ვეკუა იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის პრეზიდენტი, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის რექტორი, პასუხი იყო ერთმნიშვნელოვანი: “მერე რა! განა რესპუბლიკაში ცოტა გვყავს ბუმბერაზი პიროვნებები მეცნიერების სხვადასხვა დარგში?” იმჟამინდელი “დიქტატურის” პირობებში ხელისუფლებამ თავისი გაიტანა და უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა აკადემიკოსი ილია ვეკუა. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ იგი მრავლისმეტყველია და ნათლად გვიჩვენებს, რა მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოება კადრების შერჩევას საზოგადოდ, და განსაკუთრებით განათლების სფეროში. დღეს კი მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა იცის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვინაობა და მისი რეგალიები? ეს არის 30-წლიანი სახელმწიფო ზრუნვისა და საგანმანათლებლო სფეროს განუწყვეტელი რეფორმის შედეგი.

ჩემს საგაზეთო წერილებში ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თანდათან იზრდებოდა პროდასავლური ლიბერალური ძალის გავლენა. ამ საუკუნის დასაწყისიდან კი პოლიტიკურ ველზე მყოფი ყველა პარტია ლიბერალური ძალის წარმომადგენელია. ყოველგვარი იდეურმსოფლმხედველური ან მიზნობრივი განსხვავების არქონის პირობებში ერთმანეთთან უაზრო და არსებითად უსაგნო კამათით ქმნიან დემოკრატიის ილუზიას, პარალელურად ერთობლივი ძალისხმევით ჩანასახშივე ახშობენ ეროვნულპატრიოტული კონსერვატიული ძალის ასპარეზზე გამოსვლის ნებისმიერ მცდელობას.

პრესაში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში უკვე ჩანს პირდაპირი მინიშნებები, რომ პოლიტიკური სპექტრი მონოპოლიზებულია პროდასავლური ლიბერალური ძალის მიერ. ხელისუფლების ყველა შტო დაკომპლექტებულია ამ ძალის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით და აუცილებელია მისი საპირწონე ეროვნული ძალის ჩამოყალიბება. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის შემობრუნება და აღმშენებლობის რეჟიმში გადაყვანა. იმედის მომცემი პუბლიკაციები გამოჩნდა “საქართველო და მსოფლიო”-ს ბოლო ნომრებშიც.

სამწუხაროდ, თითქმის ყველა ავტორი თუ რესპონდენტი თავს არიდებს კონკრეტიკას და, საზოგადოდ, მესამე პირში საუბრობს ეროვნული ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. ის თავისით არ ჩამოყალიბდება. არც ჩრდილოეთი და არც დასავლეთი არ დაგვეხმარება მის ჩამოყალიბებაში. ის ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ და მისი წამყვანი მამოძრავებელი ბირთვი უნდა იყოს საზოგადოების სათანადო ინტელექტუალური, მორალური, ზნეობრივი რესურსის მქონე ახალგაზრდა და საშუალო ასაკის წარმომადგენლები.

ბევრი დამეთანხმება, რომ გაერთიანება აუცილებელია, მაგრამ უმრავლესობა მატერიალური რესურსების უქონლობას მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ბიზნესმენის მხარდაჭერის მოპოვება. ცნობისათვის: ოლიგარქებს სამშობლო არ აქვთ, ამდენად მათ მხარდაჭერას ნუ ველოდებით. ერისა და სამშობლოს მსახურება რთული, სახიფათო და ხშირად უმადური საქმეა. ეს ყველას არ ძალუძს. ამასთანავე, ეს ყველა პატიოსანი ადამიანის ვალია ერისა და ქვეყნის წინაშე.

ეროვნული ძალის ჩამოყალიბების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებად მიმაჩნია საზოგადოებრივი აზრის დაქსაქსულობა. ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში ზოგი ვის დებს ბრალს და ზოგი _ ვის. დამნაშავენი ყველანი ვართ და, სანამ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ, სანამ ობიექტურად არ გავაცნობიერებთ ჩვენს ყოფას, ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, არაფერი არ გვეშველება.

დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი ლიბერალური ძალის საპირწონე ყველა დეკლარირებულად ეროვნულ-პატრიოტული კონსერვატიული პოლიტიკური მოძრაობა თუ პარტია არის უფუნქციო. მათ 30 წლის განმავლობაში ისიც ვერ გააცნობიერეს, რომ გაერთიანებაა საჭირო, რათა ეროვნულ ძალად იქცნენ და ქვეყნის განვითარების ვექტორი შეცვალონ. არსებული რეალობა მაიძულებს ვიფიქრო, რომ ისინი თავიანთი ამბიციების ტყვეობაში იმყოფებიან. მათი თვითმიზანია არსებულ სიტუაციაში სტატუსის შენარჩუნება. მათზე დაყრდნობა არ შეიძლება, აუცილებელია შეიქმნას საზოგადოებრივპოლიტიკური მოძრაობა არა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ბაზაზე, არამედ სრულიად ახალი, რომელშიც გაერთიანდებიან ეროვნულპატრიოტული სულისკვეთების მქონე საქართველოს ყველა თაობის მოქალაქეები. ობიექტური შესაძლებლობების გათვალისწინებით (ინტელექტი, პროფესიონალიზმი, განათლება, პრაქტიკური გამოცდილება და სხვა) აირჩევენ გაერთაინების ხელმძღვანელ ორგანოებს, შეიმუშავებენ სათანადო პროგრამას და წარდგებიან საზოგადოების წინაშე.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი არა გეოგრაფიული მიკუთვნების მისწრაფებით უნდა განისაზღვრებოდეს, არამედ საფუძვლად უნდა ედოს ქვეყნის მატერიალური უზრუნველყოფის, საიმედო თავდაცვის, რეალური სუვერენიტეტის პერსპექტივები. ასევე მნიშვნელოვანია მოკავშირის დამოკიდებულება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მიმართ. ქვეყნის განვითარების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების დაჩქარების მიზნით, მინდა, ვთხოვო გაზეთსაქართველო და მსოფლიოსრედაქციას, გამოყოს ერთ გვერდი რუბრიკისათვის: “გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად”. აღნიშნულ გვერდზე ამა თუ იმ დარგის პროფესიონალები ობიექტური მსჯელობის გზით გაგვაცნობენ თავიანთ ხედვას ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზებზე და შემოგვთავაზებენ კომპეტენტურ აზრს ვითარების შესაცვლელად. საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანენ მოვლენებსა და ფაქტებს, რომლებმაც პირდაპირი ან ირიბი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნისა და ერის ბედზე; შეპირისპირების მეთოდით განიხილავენ სხვადასხვა მოვლენებსა და ფაქტებს, მაგალითად: საბჭოთა კავშირი _ ევროკავშირი, ნატოვარშავის ხელშეკრულება, თერგდალეულები _ ევროპაამერიკაში განსწავლულები და ასე შემდეგ.

შეპირისპირებითი ანალიზის კვალდაკვალ მრავალ ისეთ ფაქტს აღმოვაჩენთ, რომ მოვლენებს ახლებურად შევხედავთ, ბევრ საკითხზე აზრი რადიკალურად შეგვეცვლება. იგი დიდად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რომელიც ქვეყნის პროგრესის აუცილებელი წინაპრობაა.

P.S. ბოლო დღეებში ფორსირებურად ამოქმედდა პროდასავლური პოლიტელიტა, აშკარად ჩანს მათი შეუნიღბავი აგრესია. ქართველებისათვის მეტად საყურადღებო და ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ იმპერიალიზმის პირმშოს _ ფაშიზმისა და ლიბერალიზმის _ უპირველესი სამიზნე იყო მართლმადიდებლური სარწმუნოება და ისტორიის მოცემულ ეტაპზე მისი ძირითადი ბურჯი _ რუსი ერი და რუსეთის სახელმწიფო. ფაშისტურ შემოტევას ერთად დავხვდით და ერთად გავიმარჯვეთ. ახალი ლიბერალური შემოტევის დროს საბედისწერო მნიშვნელობის იქნება, თუ ბარიკადების რომელ მხარეს იდგება ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის.

დავით სუხიაშვილი

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here